workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ჯამალ მუსიალას შეძენას შეეცდება

ბარსელონა ჯამალ მუსიალას შეძენას შეეცდება

“ბარსელონა” ზაფხულში “ბაიერნის” ვარსკვლავის, ჯამალ მუსიალას ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, მუსიალას შეძენა ჰანსი ფლიკის ოცნებაა. “ბარსაში” იციან, რომ 21 წლის შემტევი ნახევარმცველის დამატება ძალიან რთული იქნება, მაგრამ კლუბი ფეხბურთელის გადმობირებას მაინც შეეცდება.

წყაროს ინფორმაციით, “ბლაუგრანა” დარწმუნებულია, რომ 1:1 წესის დაბრუნების შემდეგ ზაფხულში მუსიალას შესაძენად საკმარის თანხას მოიძიებს. უფრო დიდი პრობლემა ფეარ ფლეის სარეგისტრაციო წესებია – გერმანელი მოთამაშის დარეგისტრირების ერთადერთი გზა ფრენკი დე იონგის გაყიდვაა, რომელსაც წასვლა არ უნდა.

გავრცელებული ცნობებით, მუსიალას “ბარსელონასადმი” განსაკუთრებული სიმპათიები აქვს. ის ბავშვობიდან ლიონელ მესის დიდი გულშემატკივარია. თუმცა, “ბაიერნი” გერმანელ შუახაზელთან განშორებას არ აპირებს. მიუნხენური კლუბის დატოვებას არც თავად ფეხბურთელი განიხილავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 22 იან 2025, 15:04
    #15

    ეხლა დაგვაიმედებენ და მერე დაიწყებს ლაპორტა, გვინდოდაო, ფულიც გვქონდაო პროსტა ოჯახს სცა პატივიო.

  • M10 S9 D11
    schedule 21 იან 2025, 20:49
    #14

    ჩემი ოცნებაა ან ეს ან ვირცი ბარსაში

  • MESSI 2017
    schedule 21 იან 2025, 20:27
    #13

    ციტატა: Don_Andresito
    ოლმოს მოყვანის მერე ეს, ვირცი, სიმონსი და ასე შემდეგები აღარ მოვლენ, ამიტო არ უნდა გვეჩქარა ოლმოს ტრანსფერი. არადა აწი თუ ვინმეს ვიყიდით ან ტალანტი უნდა იყოს, ან შემდგარი ტოპ ფეხბურთელი, როგორიც მუსიალაა, ისაკია, ვირცია, კითხვები რო არ არსებობს დონეზე ისეთები. თორე საშუალო გაქანების ხლამი არაფერს გვმატებს.


    იდეაში რატო არ უნდა მოვიდეს? მარცხნივ დადგომა შეუძლია ოლმოსაც ასევე შეუძლია ეგ ვრიცისგან განსხვავებიგ მუსიალას ყველგან შეუძლია თამაში

  • Don_Andresito
    schedule 21 იან 2025, 17:29
    #12

    ოლმოს მოყვანის მერე ეს, ვირცი, სიმონსი და ასე შემდეგები აღარ მოვლენ, ამიტო არ უნდა გვეჩქარა ოლმოს ტრანსფერი. არადა აწი თუ ვინმეს ვიყიდით ან ტალანტი უნდა იყოს, ან შემდგარი ტოპ ფეხბურთელი, როგორიც მუსიალაა, ისაკია, ვირცია, კითხვები რო არ არსებობს დონეზე ისეთები. თორე საშუალო გაქანების ხლამი არაფერს გვმატებს.

  • Lasha Tchelidze
    schedule 21 იან 2025, 17:19
    #11

    ეს ან ვირცი და ნახევარდაცვის პრობლემა მინიმუმ 10 წლით მოხსნილია😀

  • Rick Sanchez
    schedule 21 იან 2025, 15:39
    #10

    არსად წამსვლელი არაა მუსიალა, სტატიაშიც წერია. თან ოლმო გვყავს ამის პოზიციაზე, ახლა ფორვარდი და კარგი მარცხენა ვინგერი გვჭირდება, თორემ მუსიალა რომ თესლია ვიცით ისედაც.

  • La Pulga10
    schedule 21 იან 2025, 14:59
    #9

    ეუფ ამაში იმდენს მოითხოვენ რო ახალი კრიზისი დაგვეწყება😂 ზღაპარი მგონია. ან სად უნდა ითამაშოს.

  • pupone10
    schedule 21 იან 2025, 14:17
    #8

    ციტატა: Visca barca

    ციტატა: Jabex
    pupone10, როკე იჯარითაა წასული მგონი შემდეგ სეზონშიდაბრუნდება, არ ვიცი რა როდის დაბრუნდება მარა ჩვენი ფეხბურთელია


    2 წლიანი იჯარით გადავიდა მაგრამ ზაფხულში შეუძლიათ მისი დაბრუნება

    მაგას ვამბობ დაეტოვრვინათ, მოსინჯაცდა ფლიკი, მწვრთნელი არ იყო მოსული და გაანათხოვრეს ტიპი, დავიჯერო არ მიცრმდნენ შანს ან ამ გადაბერებულ ლევანას ცეღარ აჯობებდა სიცოცხლით სავსე ფოვარდი? ტიპი შუა სეზონში წამოიყვანეს არიქა და ისა ესაო , მერე იმ გრნიოსმა დაალპო სკამზე, მოკლედ წელს ლევანამ უნდა ააცვას 1000% არანაირი მისი სათადარიგო სკამი, არაა ამდენი უაზროდ გადასაყრელი ფული, რაც მაგას ხელფასი უნდა მაგას ცოტა რომ დაამატო ჰუგო დურო მოვა, ვალენსიაში დაფრინავს და აქ რას იზამს. უნდა მივიდეს ფლიკი და უთხრას მადლობა და ნახვამდისო 150 იხდიან არაბებ მაგაში და ხელფასაც 3 ჯერ მეტს სთავაზობრნ ვიდრე ბარსაში აქვს, უბრალოდ მაგის ცოლო აჩმახებს , მოწონს ყვრლას მსოფლიოში ყვრლაზეცლამაზ ქალაქში ცხოვრება, ლამაზი სანაპირო ამბები, და გუნდს რომ აწვრბიან ვერ ხვდებიან ეგ დედამიფსმულები, გინდა დეციპნგი გინდა ლევანა გინდა სხვა დსნარჩენი

  • Jorkaeff
    schedule 21 იან 2025, 13:58
    #7

    ეს ან პალმერი გვინდაა

  • Visca barca
    schedule 21 იან 2025, 13:56
    #6

    ციტატა: Jabex
    pupone10, როკე იჯარითაა წასული მგონი შემდეგ სეზონშიდაბრუნდება, არ ვიცი რა როდის დაბრუნდება მარა ჩვენი ფეხბურთელია


    2 წლიანი იჯარით გადავიდა მაგრამ ზაფხულში შეუძლიათ მისი დაბრუნება

  • Jabex
    schedule 21 იან 2025, 13:48
    #5

    pupone10, როკე იჯარითაა წასული მგონი შემდეგ სეზონშიდაბრუნდება, არ ვიცი რა როდის დაბრუნდება მარა ჩვენი ფეხბურთელია

  • Visca barca
    schedule 21 იან 2025, 13:34
    #4

    ბაიერნი კონტაქტს უხანგრძლივებს და 175 მილიონს წერენ გამოსასყიდს ანუ არსად წასვლას არ აპირებს ამიტომ ვირცი უფრო რეალურია. თუ არ გაახანგრძლივა მერე შეიძლება. ეხლავე უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები რომ არ გაახანგრძლივოს. ისე რა მაგარი იქნება პედრი, მუსიალა, იამალის ტრიო🤩

  • araujo4
    schedule 21 იან 2025, 12:22
    #3

    ყველაზე მაგრა მინდა ეს ბიჭი ბარსაში. რეალურად ამის პოზიცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება პროსტა ამ ტრანაფერზე უარს ვერასდროს ვერ ვიტყვი

  • Wtfman123
    schedule 21 იან 2025, 11:55
    #2

    აუ ეს რო დაგვამეტებინა დავიხატებით ძაან დონეა. 100 მილიონიც რო თქვან ღირს ამის ყიდვა. დეიონგი გარსია ფატი ფერან ტორესი კრისტენსენი როკე ლენგლე ეს ყველა გაუშვან სახელფასო ჭერიც გათავისუფლდება და ცოტა ფულიც შემოვა და იქნებ იყიდონ ეს. მარცხენა ვინგერადაც ძაან მაგრად თამაშობს ძაან ტექნიკური და სწრაფია დარტყმაც იდეალური აქ ყველა მხრივ იდეალურია

  • pupone10
    schedule 21 იან 2025, 11:24
    #1

    ვირცის დამატება უფრო რეალურია ვიდრე ამის გადმოყვანა, თან სტატიაშივე წერია ბაიერნი არ განიხილავს მისცგასხვისებასო და არც მას სურს კლუბის დატოვებაო, მაგრამ ბავშვობიდან ბარსსლონა უყვარს მესის წომაგობსო 🤣 ეს გაგერმანებული ინგლოსელი იმხელა ფულს იღებს ბაიერნში ამის მოყვანას სადაც გუნდს უჭირს იქ მიიყვანონ, ანუ 9 ნომერზე, გიოკორესი რომ გამაზონ უნდა აგინო ლაპორტას მკვდარ ცოცხალი, არანაირი ისააკი და მსგავსი ფეხბურთელები, რახან სოსიედადში თამაშობდა არ ნიშნავს რომ ბარსელონაშიც სასწაულს იზამს, პრემიერ ლიგაში დაცვა ვაფშე არ იციან და კია ლაღად მანდ 😊 აი გიოკორესი ფიზიკურადაც ხოდზეა და ძალიან მებტძოლია. თან მუსიალას არ ჭირდება ამ გუნდს, ამ გუნდს მხოლოდ მარცხენა ვინგერი და 9 ნომერი ჭირდება, ისე როკე როგორ გაუშვეს დაეტოვრბინათ ფლიკი მაგისგან მონსტრს შექმნიდა, ყვერანმა ისწავლა რაღაცა და როკე ვერ ისწავლიდა?