workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არაუხო იუვენტუსში გადასვლაზე თანახმაა – GDS

არაუხო იუვენტუსში გადასვლაზე თანახმაა – GDS

ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს დამატებით ინტერესდება და თუ La Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, ურუგვაელი უკანახაზელი სერია A-ში გადასვლაზე თანახმაა.

იტალიური მედიის ცნობით “იუვენტუსს” სურს, 25 წლის ფეხბურთელი იანვარში იჯარით აიყვანოს და ზაფხულისთვის მისი გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს. თავად არაუხო “ბებერ სინიორაში” თამაშზე თანახმაა, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ტრანსფერს “ბარსელონაც” დათანხმდეს.

წყაროს ცნობით “ბლაუგრანა” გუნდის წამყვანი ფეხბურთელების იანვარში გაშვებით დაინტერესებული არაა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არაუხოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი წელიწადნახევარში უმთავრდება, გამორიცხული არაა, “ბლაუგრანა” ტრანსფერს დათანხმდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 09 იან 2025, 15:28
    #15

    უნდა და წავიდეს, ოღონდ არავითარი იჯარა. ფული დადონ მინიმუმ 80 მილიონი. ეკონომიური ჭაობიდან ვართ ამოსასვლელი.

  • nikusha
    schedule 08 იან 2025, 21:59
    #14

    კუბარსი, კრისტესტენი, ინიგო, ტა მოდის (გაჭირვების ჟამს გარსია მე-5 ბოლო ცენტ მცველად)

    ფაიეს დაბრუნებაც მოჟნა

  • La Pulga10
    schedule 08 იან 2025, 19:08
    #13

    ვისაც არ უნდა ბარსაში ყველამ გააჟუას. არაუხოსიც მესმის რთულია კონკურენცია გაუწიო 17 წლის ბავშვს,რომელიც შენზე უფრო სტაბილური და სანდოა. ეჰ….

  • araujo4
    schedule 08 იან 2025, 15:10
    #12

    ტრაკის თამაში სპორტი არაა ჯიგარო. არავის დაუსრულებია კარგად ეგ სპორტი. სხვა წამორდგენა მქონდა ამ კაცზე…

  • geobcn33
    schedule 08 იან 2025, 10:37
    #11

    სისულელეა! არაუხო არსად არ წავა! ბევრი გარემოების გამო! პირველი არის ოჯახი! მისი მეუღლე არის კატალანი! ბავშვები აქ შეეძინა, ქალაქი და ენის პრობლემა არ არის! გუნდი უყვარს რადგან არსაიდან ბარსაში მოხვედრა ერთეულების ხვედრია! მისი ნათესაობაც გიჟდება ბარსაზე ძმით დაწყებული ბიძაშვილებით გაგრძელებული! ( ვიცნობ იმათ) ასე რომ არსადაც არ მიდის მგელი!

  • M10 S9 D11
    schedule 08 იან 2025, 06:15
    #10

    სისულელე. რა უნდა იმ დაქცეულ იუვეში

  • Albicelecte
    schedule 08 იან 2025, 02:15
    #9

    რამდენს იხდიან, მაგით უნდა დაეწყოთ;
    არიქა, წაგლეჯა გვინდაო? ტეხავს…
    თანაც ფეხბურთელი დარეგისტრირებულია, პროვლემა არ აქვს, ოლმო-ვიქტორისგან განსხვავებით;
    მილანბურ გრანდებს ბებერი ჩიჩოლინასგან განსხვავებით ღირსება მაინც აქვთ, ინტერი-მილანი ასეთ რამეებს არ კადრულობენ

  • Bakero
    schedule 08 იან 2025, 02:08
    #8

    La Gazzetta dello Sport -ის იტალიური ზღაპრები joy joy ვითომ აქ ესპანურები გვაკლდეს joy ….თანაც ყიდვა კი არა იჯარაო joy joy " იუვენტუსის " კრიშტიანუ ჯუნტოლისნაირი ჩათ@ახი მაინც მოგვცა ში@ლა დეკუს მაგივრად ჯუნტოლი მიქაუტაძე წაიყვანე სანამ მუქთაა თქვენთვის რასაც ის მართლა კაი ბიჭი ილდიზი და კონსეისაუ JR. ამარაგებენ იმ შტერ სერბს მასე მიქაუტაძე რომ მოამარაგონ ბურთით " სერია ა "-ში პირველ ადგილზე იქნებოდით ეხლა

  • jacky iakovenko
    schedule 08 იან 2025, 01:10
    #7

    ამას კარგახანია კოჭებში ეტყობა რო წასვლა უნდა და აშკარად ფულის გამო … ხოდა დაახვიოს და გაიყოლოს კიდე გარსია … კუბარსი კრისტენსენი და ი ბებერი გაქაჩამენ როგორმე

  • Giorgi99
    schedule 08 იან 2025, 01:07
    #6

    რა სისულელეა

  • rivaldo80
    schedule 08 იან 2025, 00:03
    #5

    ეს თუ სიმართლეა გაუშვან ხვალვე ამის უკანალის თამაშმა უკვე ტვინი წაიღო ან მოაწეროს ხელი ან წავიდეს თან იუევში რომ მიდის სასაცილოა.😂😂😂

  • Aroni
    schedule 07 იან 2025, 22:41
    #4

    რავი, ამაზე ძლიერი მცველი დღეს თამაშობს ვინმე ბარსაში? კი კუბარსი მომავალია და ა.შ მაგრამ დღეს დღეისობით ამაზე ძლიერი არ არის…

  • Don_Andresito
    schedule 07 იან 2025, 22:32
    #3

    პსჟ ან პრემიერ ლიგის ტოპ გუნდი რო იყოს ვინც 15 მილიონს შესთავაზებს დავიჯერებდი. ჩვენზე გაჭირვებული იუვე… ისე მგონი ბოლოს კრისტიანსენი დარჩება და არაუხოს ჩაანაცვლება ტაჰი

  • Barca
    schedule 07 იან 2025, 21:17
    #2

    ციტატა: Rick Sanchez
    ჭორია. იანვარში ამ იუვეში წასვლა რატომ უნდა უნდოდეს არაუხოს როცა გრძნობს ფლიკისგან ნდობას.


    არარი მართალი

  • Rick Sanchez
    schedule 07 იან 2025, 21:03
    #1

    ჭორია. იანვარში ამ იუვეში წასვლა რატომ უნდა უნდოდეს არაუხოს როცა გრძნობს ფლიკისგან ნდობას.