workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდინიოს ბრწყინვალე გოლი რეალ მადრიდის ლეგენდების კარში

რონალდინიოს ბრწყინვალე გოლი რეალ მადრიდის ლეგენდების კარში

დღეს ლეგენდების ელ კლასიკო შედგა, რომელშიც ბარსელონამ რეალ მადრიდი დაამარცხა.

მე-8 წუთზე, ხუან პაბლო სორინმა ბარსა დააწინაურა, მე-16 წუთზე კი რონალდინიომ ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა. მეორე ტაიმში მადრიდელებმა ლუიშ ფიგუსა (58′) და ედვინ კონგოს (63′) გოლებით წონასწორობა აღადგინეს. შედეგად, ძირითადი დრო 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბარსელონას ვეტერანებმა 4-2 იმარჯვეს.

იხილეთ რონალდინიოს ბრწყინვალე გოლი:

რეალ მადრიდი: ბუიო; ნუნიესი, პავონი, ფერნანდო სანსი, რაულ ბრავო; მილია, ზეედორფი, ფიგუ, სავიო, ამავისკა; კონგო. ასევე თამაშეს: კონტრერასმა, ხულიო ლიორენტემ, ივან კამპომ, აგუსმა, ჟულიო ბაპტისტამ, მუნიტისმა და ალვარო მეხიამ.

ბარსელონა: ვიტორ ბაია; ფერნანდო ნავარო, დე ბური, აბიდალი, სორინი; ტრაშორასი, მენდიეტა; ჟიული, რივალდო, რონალდინიო; ვილია. ასევე ითამაშეს: ანგოიმ, დეუმ, კლუივერტმა, როჟერ გარსიამ, ჟოფრემ, სერჟიმ და კვარეჟმამ.

მატჩის მიმოხილვა:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 02 დეკ 2024, 12:24
    #9

    და ეს რო ცოტა ხნით ვათამაშოთ არ შეიძლება?

  • me da barca
    schedule 02 დეკ 2024, 11:13
    #8

    ხელების მოძრაობიდან, ,,დედა რა იყო ეს."

  • Levani
    schedule 29 ნოე 2024, 14:49
    #7

    Ეჰ რონი შენი წყალობით გავხდი ბარსელონას ფანი ბრაზილიური ხასიათი რო არ გამოგდგომოდა და საკუთარ თავზე მეტი გემუშავა ბევრად დიდი ლეგენდა იქნებოდი

  • ChuxrELia
    schedule 29 ნოე 2024, 11:54
    #6

    ცოცხალი კედელი არც ამხტარა laughing laughing laughing აზრი არ აქ მაინცო sunglasses

  • Flying Dutchman
    schedule 29 ნოე 2024, 10:54
    #5

    ტიპი რეალის ასაგდებადაა დაბადებული

  • Bakero
    schedule 29 ნოე 2024, 05:04
    #4

    heart_eyes heart_eyes heart_eyes ფეხბურთის ლეონარდო და ვინჩი ეხლაც და ყოველთვის ზე კლასი heart_eyes

  • Rick Sanchez
    schedule 29 ნოე 2024, 00:55
    #3

    ფერან ტორესს ახლაც ჯობია

  • CHEPE
    schedule 29 ნოე 2024, 00:34
    #2

    ისე ლიგის ცხრილს თუ ჩახედავ რა საკაიფო რამეს აღმოაჩენთ😅😅😅 რეალი პსჟ 6 4 ქულით 24 25 ადგილზე🤣🤣🤦 ესენი რომ დაგიწყებემ საქათმელონას და პუტების ძახილს ეს მართლა ქათმები და ფულით აწყობილი კლუბი მიდღემჩი როგორ უნდა ხმარობდეს ბარსელონას აკადემია🤣🤣🤣 და კიდე ჩვენ ვართ საქათმელონა მსაჯელონა და ასე შემდეგ🤦🤦🤦

  • Gugagabi
    schedule 29 ნოე 2024, 00:23
    #1

    ❤️❤️❤️❤️❤️❤️