როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები?

როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები?

Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი “ბარსელონას” ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების თარიღებს ასახელებს.

ჟურნალისტი X-ზე წერს, ლამინ იამალი და რობერტ ლევანდოვსკი სანაკრებო პაუზის შემდეგ ვიგოს “სელტასთან” 23 ნოემბერს გასამართ მატჩში დაბრუნდებიან. პოლონელი თამაშს სასტარტოდან დაიწყებს, 17 წლის ესპანელი კი სათადარიგოთა სკამზე იქნება.

ასევე “სელტასთან” დაბრუნდებიან ერიკ გარსია და ექტორ ფორტი. რაც შეეხება დანარჩენი ფეხბურთელების დაბრუნების სავარაუდო თარიღებს:

  • ფერან ტორესი – 26 ნოემბერი (ბრესტი) ან 30 ნოემბერი (პას პალმასი)
  • რონალდ არაუხო – 3 დეკემბერი (მალიორკა) ან 7 დეკემბერი (ბეტისი)
  • ანსუ ფატი – 15 დეკემბერი (ლეგანესი)
  • ანდრეას კრისტენსენი – იანვარი 2025
  • მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – ივლისი 2025
  • მარკ ბერნალი – სექტემბერი 2025

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • nika 54
    17 ნოე 2024, 19:06

    ფერან ტორესი – 26 ნოემბერი (ბრესტი) ან 30 ნოემბერი (პას პალმასი)
    ანსუ ფატი – 15 დეკემბერი (ლეგანესი)

    აი ეს 2 მოვა და სულ დავანგრევთ სუყველას.

  • Frenkie de Jong_
    16 ნოე 2024, 15:26

    არაუხოს და კრისტენსენს ველოდები, დანარჩენები ისედაც ბურაფორიაა, ნუ ბერნალის და შტეგოს გარდა.

  • Rick Sanchez
    15 ნოე 2024, 14:50

    არაუხოს ბედი მაინტერესებს, ამ დაცვის შედეგების გათვალისწინებით გაუჭირდება ძირითადში დაბრუნება.

  • Don_Andresito
    15 ნოე 2024, 13:36

    ციტატა: La Pulga10
    ტორესი გინდ დაბრუნებულა გინდ არა.

    ციტატა: alwaysculerr
    იამალს მეგონა მეტი გაუცდებოდა, ძაან კაია ასე მალე თუ მოიშუშა


    ცოტა აფერისტობაც იქნებოდა ჩემი აზრით. გავი რომ არ დაემართის თავს იზღვევენ.


    სწორიცაა. ეგეც და ლევაც ორივე აფერისტობა იყო.

  • Volina2123
    15 ნოე 2024, 09:35

    ძალიან საინტერესო იქნებიან არაუხო და ქრისტენსენი საქმეში❤️

  • Iniesta_8
    15 ნოე 2024, 09:20

    ფატი ამოაკელით 5 თვის მერე დაბრუნდენა ტრავმა გაუმიზიზდება.

  • La Pulga10
    15 ნოე 2024, 08:32

    ტორესი გინდ დაბრუნებულა გინდ არა.

    ციტატა: alwaysculerr
    იამალს მეგონა მეტი გაუცდებოდა, ძაან კაია ასე მალე თუ მოიშუშა


    ცოტა აფერისტობაც იქნებოდა ჩემი აზრით. გავი რომ არ დაემართის თავს იზღვევენ.

  • alwaysculerr
    15 ნოე 2024, 01:16

    იამალს მეგონა მეტი გაუცდებოდა, ძაან კაია ასე მალე თუ მოიშუშა

  • me da barca
    15 ნოე 2024, 01:13

    ფატი და ტორესი ცოტას მაინტერესებს, ეს ორი გინდ ყოფილა და გინდ არა. ტრავმამდე რა იყვნენ და მერე რა იქნებიან წარმოდგენაც არ მინდა.