workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდრი ერნანდესი: ლამინ იამალი ოქროს ბურთს მალე მოიგებს

როდრი ერნანდესი: ლამინ იამალი ოქროს ბურთს მალე მოიგებს

2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა, როდრი ერნანდესმა დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ პუბლიკას მიმართა და ლამინ იამალზეც ისაუბრა:

დარწმუნებული ვარ, ლამინ იამალი ოქროს ბურთს მალე მოიგებს. ლამინ, გულმოდგინედ მუშაობა გააგრძელე და ამას მიაღწევ. 

დღეს, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მითხრა, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული გავხდებოდი, სწორედ ლამინი იყო.

ეს ესპანური ფეხბურთის გამარჯვებაა. ჩემს წარმატებას იმ ფეხბურთელებს ვუძღვნი, რომლებიც ოქროს ბურთს იმსახურებდნენ, მაგრამ ვერ მოიგეს – ინიესტას, ჩავის, კასილიასს, ბუსკეტსს. იმ ნახევარმცველებს წარმოვაჩენ, რომლებიც წლების განმავლობაში გვყავდა. დღეს, გულმოდგინე მუშაობის შედეგი ყველამ ნახა

მეგობრებმა მითხრეს, რომ დღეს ფეხბურთმა გაიმარჯვა. 

– განაცხადა ესპანელმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (41)

  • nika 54
    schedule 31 ოქტ 2024, 13:31
    #41

    მეგობრებმა მითხრეს, რომ დღეს ფეხბურთმა გაიმარჯვა.
    მეც ასე ვფიქრობ, თუმცა ვფიქრობდი რო ვინისიუსმა ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ რაც ამან კლასიკოში იუხეშა ეტყობა ფიფაშიც შენიშნეს და იმ ოქროს ბურთის მთლად გაუფასურება აღარ მოინდომეს.