ბარტრა, პლანასი, კუენკა, მონტოია, ტელიო და რივეროლა ჯერ-ჯერობით კვლავ ფილიალის ფეხბურთელები არიან, თუმცა ბარტრამ, მონტოიამ და კუენკამ პირველი გუნდის შემადგენლობაში ოფიციალურად ითამაშეს.
1991 წლის თაობა ნელ-ნელა ნაყოფს იძლევა. 2003/04 სეზონში ისინი “ინფანტილ ბ”-ში გამოდიოდნენ, 7 წლის შემდეგ კი “ბარსელონას” ფილიალის სრულუფლებიანი წევრები არიან. რამდენიმე მათმა მეგობარმა, მაგალითად ორიოლ ტორესმა, მარკ ერნანდესმა, გაი ასულინმა, ალექს სანჩესმა, ანტონიო ველამ და კარლოს მარტინესმა, უგულველყვეს ძირითად გუნდში თამაშის იმედი და კლუბი შეიცვალეს. თავის მხრივ ეს ექვსეული მოუთმენლად ელის იმ მშვენიერ დღეს, როცა ისინი პირველი გუნდის სრულყოფილი წევრები გახდებიან.
ტიაგო ალკანტარა, რომელიც ამავე თაობის წარმომადგენელია, უკვე შეუერთდა მესის და კომპანიას. მისი ყოფილი თანაგუნდელები – ორიოლ რომეუ და რუბენ როჩინა, შესაბამისად “ჩელსისა” და “ბლექბერნ როვერსის” პირველი გუნდის წევრები არიან. ფრან სანჩესს, ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მწვრთნელს, რომლის მხრებზეც 14-მა სეზონმა გადაიარა, ჰქონდა ხსენებული თაობის გაწვრთნის ბედნიერება. იმედია, რომ ეს თაობაც ისეთივე წარმატებული გამოვა, როგორიც მათი წინამორბედი.