დონ დიეგოს ტაქტიკური სქემა

დონ დიეგოს ტაქტიკური სქემა

დიეგო არმანდო მარადონას ძალზე წარმატებული კარიერა ჰქონდა ფეხბურთში, რასაც  ჯერჯერობით ვერ ვიტყვით მის სამწვრთნელო კარიერაზე. თუ როგორი მწვრთნელი და ტაქტიკოსია მარადონა,  ძალიან  ბევრისთვის არის უცნობი, საქმეში მას სულ მალე, მსოფლიო მუნდიალზე ვნახავთ. როდესაც ფეხბურთელების გამოძახების დრო  დადგა დიეგომ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: მან მუნდიალზე არ წაიყვანა ისეთი ფეხბურთლები, როგორებიც არიან: ხავიერ ძანეტი, ესტებან კამბიასო, ევერ ბანეგა, ლუჩო გონსალესი და სხვები.

დიეგო არმანდო მარადონა არგენტინის ნაკრების მწვრთნელად მსოფლიო მუნდიალის შესარჩევი მატჩების დროს დაინიშნა. ამ პერიოდში არგენტინას არც თუ ისე სახარბიელოდ ჰქონდა საქმე, არგენტინა მსოფლიოს მიღმა რჩებოდა, დონ დიეგოს გუნდმა სამხარეთ აფრიკის საგზური ბოლო თამაშებში მოიპოვა.

არგენტინა მუნდიალის ერთ–ერთი ფავორიტია, მას საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ყავთ, უმთავრესად აღსანიშნავია ლეო მესი, რომელსაც წელს ძალიან კარგი საკლუბო სეზონი ჰქონდა. მართალია, მესი ნაკრებში საბოლოოდ  ვერ გაიხსნა, მაგრამ იგი თავის გულშემატკივარს შეჰპირდა, რომ მაქსიმალურად კარგად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. მესის გარდა არგენტინაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა (მასკერანო, დი მარია, მაქსი როდრიგესი, ახალგაზრდა და პერსპექტიული პასტორე,  ტევესი, აგუერო, იგუაინი, მარტინ პალერმო, დიეგო მილიტო  და ა.შ).

არგენტინა ცნობილი იყო ყველასგან განსხვავებული ტაქტიკით (3–4–3 ან 3–5–2). დიეგომ ტაქტიკურ მონახაზში ცვლილებები შეიტანა და გუნდს 4 მცველით თამაში დააწყებინა. შესარჩევ ეტაპზე მარადონა 4–3–3 და 4–5–1 ტაქტიკით ხშირად თამაშობდა, მაგრამ ბოლო ორ მატჩში ეს ტაქტიკა 4–4–2 –ით შეცვალა. არგენტინელებმა გერმანიასთან და კანადასთან სწორედ ამ ტაქტიკით იმარჯვეს. ბოლო მატჩში არგენტინელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, სამხრეთ ამერიკელებმა კანადა 5:0 გაანადგურეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში მარადონამ მესი დაასვენა. გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ მარადონა დაცვის ცენტრში ვალტერ სამუელს, რომელმაც წლევანდელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, და მარტინ დემიკელეს, რომელსაც არცთუ ისე ურიგო სეზონი ჰქონდა, ბურდისოსა და ოტამენდის ამჯობინებს. ასევე კარგად ჩანს, რომ მარადონა ენდობა ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავს პასტორეს, რომელიც თავის ასაკისდა მიუხედავად უმაღლეს დონეზე თამაშობს. კანადასთან მატჩში არგენტინამ შემდეგ შემადგენლობით ითამაშა:

   რომერო

გუტიერესი – ოტამენდი – ბორდუსიო – ჰაინცე

      მასკერანო

             მაქსი – პასტორე – დი მარია

            იგუაინი – ტევესი

აღსანიშნავია, რომ არგენტინას საკმაოდ კარგი ნახევარდაცვა ყავს, თავდასხმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ ორ პოზიციასთან შედარებით სუსტ რგოლად ჩანს მეკარის და დაცვის პოზიციები. მაგრამ არც ეს პოზიციებია უიმედო.

დონ დიეგოს ტაქტიკური სქემის გამოცნობა ძალზე რთულია, ვნახოთ რომელ ფეხბურთელებს ათამაშებს მარადონა მსოფლიო ჩემპიონატზე, ამას სულ მალე გავიგებთ.

წყარო: bleacherreport.com

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward