როგორ ვუყუროთ ბარსელონას თამაშებს ახალ სეზონში?

ისევე, როგორც გასული სეზონის ბოლოს, "ბარსელონას" თამაშებს სილქ უნივერსალზე ვერც 2022/23 წლების სეზონში ვიხილავთ.
"ბარსას" თამაშების ყურება შესაძლებელი იქნება სილქის სპორტულ არხებზე (სილქ სპორტ 1, სილქ სპორტ 2, სილქ სპორტ 3), ასევე Setanta Sports Georgia-ს საიტსა და აპლიკაციაზე.
სილქ სპორტი
სილქ სპორტის ეთერში "ბარსელონას" თამაშები გადის არხებზე "სილქ სპორტ 1" და "სილქ სპორტ 3". სილქ სპორტ 1-ზე გადის ესპანეთის ჩემპიონატის, ხოლო სილქ სპორტ 3-ზე ევროტურნირების თამაშები.
TV
სილქ სპორტის არხების ტელევიზორში საყურებლად საჭიროა, გქონდეთ სილქნეტის ტელევიზია და გააქტიურებული თემატური პაკეტი "სპორტი ექსკლუზივი", რომლის ღირებულებაც არის თვეში 5 ლარი. ამავე პაკეტში შედის "სეტანტა სპორტის" სპორტული არხებიც.
თუ არ გაქვს სილქნეტის ტელევიზია და გაქვთ Smart TV (ჭკვიანი ტელევიზორი, სადაც აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია), შეგიძლიათ დააყენოთ Silk GO-ს აპლიკაცია. ამ აპლიკაციაში სილქ უნივერსალის ყურება უფასოა, ხოლო სილქ სპორტის ფასიანი არხების საყურებლად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია, შემდეგ ავტორიზაცია და გამოიწეროთ ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულება თვეში 3 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი.
PC/Laptop
სილქ სპორტის ფასიანი არხების კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ საიტზე Silktv.ge. რეგისტრაციის შემდეგ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და შეიძინოთ ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 3 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, ნახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ამ ანგარიშის ნომერზე ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან ან სწრაფი გადახდის აპარატიდან ჩარიცხოთ თანხა.
სილქის სპორტული არხების ყურება უფასოდ შესაძლებელია საიტზე Silksport.ge, თუმცა ამ საიტს ხშირად ტექნიკური პრობლემები აქვს, რამაც, შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ.
Smartphone
სილქ სპორტის ფასიანი არხების სმარტფონში ყურება შესაძლებელია აპლიკაციაში (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ საჭიროა დარეგისტრირება, ავტორიზაციის გავლა და ფასიანი პაკეტის შეძენა, რომლის ღირებულებაც თვეში 3 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, ნახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ამ ანგარიშის ნომერზე ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან ან სწრაფი გადახდის აპარატიდან ჩარიცხოთ თანხა.
სილქის სპორტული არხების ყურება უფასოდ შესაძლებელია საიტზე Silksport.ge, თუმცა ამ საიტს ხშირად ტექნიკური პრობლემები აქვს, რამაც, შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ.
Setanta Sports Georgia
სილქ სპორტისგან განსხვავებით Setanta Sports Georgia-s უფასო ვერსია არ აქვს.
გაითვალისწინეთ: Setanta Sports Georgia საქართველოს ტერიტორიაზე ლა ლიგის თამაშებს არ აჩვენებს.
TV
Setanta Sports Georgia-ს არხების ტელევიზორში საყურებლად საჭიროა, გქონდეთ სილქნეტის ან მაგთის ტელევიზია და გააქტიურებული დამატებითი პაკეტი. სილქნეტის ტელევიზიის შემთხვევაში დამატებითი პაკეტის სახელი არის "სპორტი ექსკლუზივი", ღირს თვეში 5 ლარი და მასში Setanta Sports Georgia-ს არხების გარდა სილქ სპორტის სამივე სპორტული არხი შედის. მაგთის ტელევიზიის შემთხვევაში დამატებითი პაკეტის სახელი არის "Setanta", ღირს თვეში 2 ლარი და მასში შედის Setanta Sports Georgia-ს ორი სპორტული არხი.
თუ არ გაქვს სილქნეტის ან მაგთის ტელევიზია და გაქვს Smart TV (ჭკვიანი ტელევიზორი, სადაც აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია), შეგიძლიათ დააყენოთ Setanta Sports-ის აპლიკაცია. აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 13 ლარი. ამ აპლიკაციაში შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.
PC/Laptop
Setanta Sports Georgia-ს სპორტული კონტენტის კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ ამ საიტზე და შეიძინოთ პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 13 ლარი. ამ საიტზე შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.
Smartphone
Setanta Sports Georgia-ს სპორტული კონტენტის ტელეფონში საყურებლად საჭიროა აპლიკაცია (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 13 ლარი. ამ აპლიკაციაში შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.
Livetv.ge
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები არ გაკმაყოფილებთ, უფასო საყურებელი ლინკები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე Livetv.ge. გაითვალისწინეთ, რომ საყურებელ ლინკებზე ხშირ შემთხვევაში არის დაბალი ხარისხის ჩვენება და გვერდები შეიცავს რეკლამებს, რის გამოც ყურება არაკომფორტულია.
როგორ ვუყუროთ Livetv.ge-ზე?
საიტზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ სასურველი თამაში, რის შემდეგაც ნახავთ ლინკების ჩამონათვალს. სასურველი ლინკის არჩევის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც თამაშის ყურებაა შესაძლებელი.
კომპიუტერით ყურების შემთხვევაში თამაში ჩაირთვება ავტომატურად, მაგრამ უხმოდ. ხმის ჩასართავად საჭიროა, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭიროთ CLICK HERE TO UNMUTE. ამის შემდეგ ახალ გვერდზე გაიხსნება რეკლამა, რომელიც შეგიძლიათ, მაშინვე დახუროთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც ხმაც ჩაირთვება.
მობილურით ყურების შემთხვევაში, შესაძლოა, ამოგიგდოთ ინფორმაცია VPN-ის შესახებ. ეს უბრალო რეკლამაა და საჭიროა, ეს გვერდი გათიშოთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც თამაში ჩაირთვება.
მთელი ეს ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მისამართებზე barcamania.ge/tv.html და fcb.ge/tv
თუკი რაიმე შეიცვალა, ხსენებულ მისამართებზე ინფორმაცია ყოველთვის განახლდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]