“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ბილბაოსთან” თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.
გიუნდოგანს დარჩენა უნდოდა, მაგრამ მან ამ კვირაში აზრი შეიცვალა. ილქაიზე მხოლოდ კარგი რამის თქმა შემიძლია. ის ფანტასტიკური ფეხბურთელი და ადამიანია.
დანი ოლმოს რეგისტრაცია? ეს ჩემი საქმე არაა. ვარჯიშებზე დანის მუშაობა მომწონს და ის სათამაშოდ მზადაა. ოლმო შესანიშნავი ფეხბურთელია.
ფერმინი ჩვენს დასახმარებლად მზადაა. ორი დიდი ტურნირის შემდეგ მისთვის დასვენება მნიშვნელოვანი იყო. ის ახლა მზადაა.
კრისტენსენს გარკვეული პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ის იძულებული გახდა, ინდივიდუალურად ევარჯიშა. ანდრეასი ფანტასტიკური ფეხბურთელი, შესანიშნავი მცველია. ის 100%-ით მზად უნდა იყოს. 80% ჩვენთვის საკმარისი არაა.
სატრანსფერო ბაზარი? ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ამ გუნდით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელების უმეტესობას ვესაუბრე და დანარჩენებსაც დაველაპარაკები. ყველა მათგანი მზადაა, გუნდს დაეხმაროს.
კასადოს შედარება კიმიხთან? მათ შორის რაღაც მსგავსებას ვხედავ. კასადო შესანიშნავი ფეხბურთელია და მას ამ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
ყოველთვის ფოკუსირებული ვარ და ვმუშაობ იმაზე, რაც ჩემს ხელშია და რისი შეცვლაც შემიძლია, სხვა დანარჩენზე არ ვფიქრობ. კარგი გუნდი მყავს, რომლითაც ხვალ მოგებას შევეცდებით.
“ბილბაო” ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც ბოლო წლებში მოედანზე ყველაზე მეტს მოძრაობს. მისი ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ბასკებს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. რთული მატჩი იქნება.
გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ფანები დაგვეხმარებიან, უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ.
ნიკო უილიამსი ჩვენი მოთამაშე არაა და მასზე არ ვისაუბრებ. დარწმუნებული ვარ, კუნდე შესანიშნავ მატჩს ჩაატარებს.
იამალისგან რასაც ვარჯიშებზე ვხედავ, ნამდვილად განსაცვიფრებელია. ის ბურთის შენარჩუნებაში გვეხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლამინი საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც სხვაობის შექმნა შეუძლია.
მარცხენა გარემარბის შეძენა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში? როგორც ყოველთვის ვამბობდი, ვცდილობ, ყურადღება გავამახვილო იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც გვყავს. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო კვირაში.
რაფინიას რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. ინდივიდებზე ლაპარაკი არ მომწონს, მთლიან გუნდზე საუბარი მირჩევნია. რაფინია ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც მისგან ველით და პრესინგის დროს ყოველთვის გვეხმარება. მან “ვალენსიასთან” რამდენიმე კარგი სპრინტი გააკეთა, ბევრი იმოძრავა, მაღალ პრესინგს მიმართავდა და ძალიან ინტენსიური იყო.
ტერ შტეგენი
კუნდე-კუბარსი-ინიგო-ბალდე
კასადო-ბერნალი
იამალი-პედრი-რაფინია
ლევანდოვსკი
ეეხ ფლიკ, ერთი შენ დაგვრჩი იმედად და ჩვენი ლა-მასია..
საქმეზე ლაპარაკობს და კარგია რომ მიზეზებს არ ეძებს თავის გასამართლებლად.
ამდენი ტრავმირებულით და დაურეგისტრირებელი ფეხბურთელით საინტერესოა ხვალ რას იზავს ფლიკი, იმედია მოიგებს.
კასადოს კარგი გამაში საერთოდ არ გამკვირვებია მე პირადაად,ის უფრო მიკვრის აქამდე როგორ არ მისცეს შანსი,მითუმეტეს წინა სეზონშიი
დეკუ უნდა მოგვაშორონ უეჭველი
არმოიგებენდა მოკლავს ვარჯიშით
ბილბაო" ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც ბოლო წლებში მოედანზე ყველაზე მეტს მოძრაობს. მისი ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან.
აბა ჩვენთან რო იყო ის ჭიანჭველა რა ჭირდა ყველა ფეხბურთელი საშინელ ფიზიკურ კონდიციებში იყვენ. დაწყებული ჯეკადან დამთავრებული შტეგომდე.
Ai Casado Kimmichis naxevari donis mainc tu dadga, venacvale magasac da flicksac
ააა კაცი,იცის ლაპარაკი. დედა უნდა მოვუხნათ ხვალ ბილბაოს. ნიკო ნიკოლოზას უნდა დავამსგავსოთ.