workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლემან ლანგლე ბარსელონას ტოვებს

კლემან ლანგლე ბარსელონას ტოვებს

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი კლემან ლანგლე კატალონიური კლუბიდან წასასვლელად ემზადება.

Marca-ს ინფორმაციით, “ბარსას” სპორტული დირექტორი დეკუ დღეს ლანგლეს აგენტს შეხვდა. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან – ფრანგი უკანახაზელი “ბლაუგრანას” უახლოეს დღეებში დატოვებს.

წყაროს ცნობებით, ივარაუდება, რომ 29 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” ისევ იჯარით დატოვებს.

კლემან ლანგლე გასული 2 სეზონი განათხოვრებული იყო. ფრანგი იჯარით ჯერ – “ტოტენჰემში”, შემდეგ კი “ასტონ ვილაში” იმყოფებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • KING_BARCA
    schedule 13 აგვ 2024, 05:38
    #16

    ბარსელონას კიდევ ერთი დიდი შავი ლაქა და სირცხვილი, სახელად ლანგლე…. გული მტკივა ეს რო მიდის, სიხარულისგან )))

  • Aroni
    schedule 12 აგვ 2024, 20:21
    #15

    აწი წავა საქმე წინ…

  • Albicelecte
    schedule 12 აგვ 2024, 12:35
    #14

    მშვიდობით ლეგენდავ grinning grinning laughing laughing smile

  • Rick Sanchez
    schedule 12 აგვ 2024, 06:25
    #13

    ბართომეუს დატოვებული ბომბია ტიპი, ვერ მოვიშორეთ

  • me da barca
    schedule 12 აგვ 2024, 00:36
    #12

    ბართო შენი ოჯახი მოვიკითხე კრიზისის დროს, ამას 26-მდე გაუხანგრძლივე და ამხელა ხელფასი, რომ დაუნიშნე იმიტომ. ტრ***რს მოიშორებს კაცი და ეს შემოულაწუნე ვერ მოიშორა გუნდმა

  • Bakero
    schedule 11 აგვ 2024, 22:54
    #11

    იჯარით უშვებენ მაგრამ ხელფასი ისევ ბარსელონამ უნდა გადაუხადოს ალბათ ….2026 წლამდე აქვს კონტრაქტი ამ წურბელას გაისად იგივეს გაიმეორებს

  • mari
    schedule 11 აგვ 2024, 22:44
    #10

    ვააახ, სანამ იჯარას წავიკითხავდი უკვე ვწერდი …ურაააააას!!!…
    weary sweat_smile ჩამიშხამდა::

  • Lasha Tchelidze
    schedule 11 აგვ 2024, 22:18
    #9

    არაუხო კაი ხანი ვერ იქნება და დაცვაში ვის იმედად ვართ ისეე,კუბარსი კაი მარა მეორე ვინ ეყოლება მეწყვილედ?!

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2024, 20:21
    #8

    დავიღუპეთ, უმაგისოდ დაცვა მკვდარი იქნება scream

  • araujo4
    schedule 11 აგვ 2024, 19:46
    #7

    ფუ როგორ მეზიზღები

  • nikusha
    schedule 11 აგვ 2024, 19:40
    #6

    შემდეგ წელს გავუშვებთ სამუდამოდ რადგან 2026ში ეწურება კონტრაქტი

    ფლიკიც დარწმუნელა რომ არ ვარგა და ის პრესეზონის 1 იგრა გაუვარდა მხოლოდ

  • ზურაბ
    schedule 11 აგვ 2024, 19:30
    #5

    ძველებიდან მხოლოდ ეს დაგვრჩა რომელსაც მაღალ ხელფასტან ერთად თამაშითაც ვერ თამაშობს ხომ ?

  • lesane C
    schedule 11 აგვ 2024, 19:28
    #4

    10 მილიონად მაინც გაეყიდათ სადმე

  • M10 S9 D11
    schedule 11 აგვ 2024, 19:13
    #3

    რა ვერ მოვიშორეთ ეს და კიდე რამოდენიმე

  • cruyff9
    schedule 11 აგვ 2024, 18:46
    #2

    მოუშორებელი ჭირი😂😂😂

  • rivaldo80
    schedule 11 აგვ 2024, 17:57
    #1

    ტიპი ვერ მოვიშორეთ 😂😂