“ბარსელონას” მეკარე და პირველი კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ახალი სეზონის დაწყებამდე სხვადასხვა საკითხზე საუბრობს.
როგორ ეკიდებით მოახლოებულ კლასიკოს?
მე თავს კარგად ვგრძნობ. ყველამ ვიცით, რომ ეს რიგითი ამხანაგური შეხვედრა არაა. ბევრისთვის ეს ტურნეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც გასულ წელს ვნახეთ, შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა.
გუნდზე რას ფიქრობთ?
ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ. შევეცდებით, თამაში კარგად დავიწყოთ. ეს განსაკუთრებული სეზონია, რადგან ჩვენ “კამპ ნოუზე” ვბრუნდებით.
რას ფიქრობთ ფლიკზე?
ყველა მწვრთნელს თავისი ფილოსოფია და მუშაობის მეთოდი აქვს. აშკარაა, რომ ფლიკის ჩატარებული ვარჯიშები ძალიან ინტენსიურია. ის ფიზიკურ მომზადებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც შესამჩნევი იქნება.
ფიქრობთ, რომ გარე ხმებმა შეიძლება იამალზე გავლენა მოახდინოს?
იამალმა განვითარება უნდა განაგრძოს. მან მხოლოდ ახლა დაიწყო. მან ევროპის ჩემპიონატის სახით ძალიან მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო, რაც არასდროს დაავიწყდება. ვიმედოვნებ, ეს პირველი იქნება იმ ბევრ ტიტულს შორის, რომელსაც ის კარიერის განმავლობაში მოიგებს და თავის თამაშს ახალ დონეზე აიყვანს. ლამინი ახლაც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, თუმცა გაუმჯობესება მაინც შეუძლია, რადგან ძალიან ახალგაზრდაა.
ფიქრობთ, რომ ამ სეზონში გაზრდილი როლი გაქვთ?
გერმანულის ცოდნა ფლიკის მესიჯის გუნდში გავრცელებაში მეხმარება, თუმცა გერმანულად სხვა მოთამაშეებიც საუბრობენ.
სერჯი რობერტოსთან ისაუბრეთ?
მასთან ტელეფონზე საუბარი ვცადე, თუმცა ვერ მოვახერხეთ. რობერტოს გამო თავს ცუდად ვგრძნობ. ის ახლა გუნდისა და კონტრაქტის გარეშეა, თუმცა ზაფხული გრძელია.
იცით, როდის აირჩევა კაპიტნები?
ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა კაპიტნების არჩევა დაახლოებით ორ კვირაში მოხდება.
რა გამოცდილება მიიღეთ ევროპის ჩემპიონატზე?
გაცილებით მეტს ველოდი. მე თამაში მსურდა.
იყო თუ არა კუკურელიას ეპიზოდი ხელით თამაში?
ეს აშკარა ხელით თამაში იყო. ასეთი სიტუაცია გასულ სეზონში ლა ლიგაშიც გვქონდა. თუმცა მსგავსი ეპიზოდები რთული განსასჯელია.




იქ სადაც ლენგლეს ტოვებენ რობერტოს გაშვება როგორუნდა გაგიხარდეს მესის გვერდით მაინცაა გაზრდილი შეხედავ ოქროს ხანა გაგახსენდება ნოსტალგიები მოგეძალება
ასეა, ჩუმ არა პრეტენზიულებზე ტყდება ჯოხი. დანარჩენებს თურმე ბარსა უყვართ და ამას თურმე კიდია, არადა ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს.
არაუხო
დე იონგი
პედრი
ლევანდოვსკი
შემდეგ თუ ლენგლე დარჩება კლემანი (იმედია არ დატოვებენ)
ალბათ ესე იქნება კაპიტნები
თავიდან რომ ვკითხულობდი მეგონა გასაყრელი ხალხის სიას წერდი და მეთქი ჰო, ლოგიკურია და მერე კაპიტანიო რომ წავიკითხე მეთქი არააა.
მომავალ წელს მაქედან არცერთი აღარ იქნება ბარსაში აგერ ნახე.
მაგათ კაპიტნობა როგორ უნდა ანდო, ყველა სუსტია მენტალურად
ვახ ბიჭო პედრიზე ამხელა ჰეითი საიდან მოდის ვერ ვხვდები 😀😀
ეხლა მგონი მიდის ნოიერი და იმედია მსოფლიოზეხმაინც იქნება მთავარი მეკარე
მარკ რაღა დაგიმალო და მეც🥹
იქ სადაც ლენგლეს ტოვებენ რობერტოს გაშვება როგორუნდა გაგიხარდეს მესის გვერდით მაინცაა გაზრდილი შეხედავ ოქროს ხანა გაგახსენდება ნოსტალგიები მოგეძალება
მოკლედ ერთპიროვნული კაპიტანი იქნება აწი ჩვენი კედელი.
არაუხო
დე იონგი
პედრი
ლევანდოვსკი
შემდეგ თუ ლენგლე დარჩება კლემანი (იმედია არ დატოვებენ)
ალბათ ესე იქნება კაპიტნები
არაუხოს ჩამოწვლენა მე2 კაპიტნობა დიდი ალბათობით
შტეგენი
ფრენკი
ლევა
პედრი
არაუხო-გუნდო-გავი 😀
ტერ შტეგენი
არაუხო
დე იონგი
პედრი
ლევანდოვსკი
შემდეგ თუ ლენგლე დარჩება კლემანი (იმედია არ დატოვებენ)
ალბათ ესე იქნება კაპიტნები
C.PC5, მე ამის ადგილზე არწევიდოდი ვაფშე 2 წელი არქონდა ნატამაშები ნოიერს და ის დააყენეს ძირიტადში და ეს უმაგლეს ფორმაში იყო და საერთოდ არატამაშეს ამაზე მეტი უპატივცემულობა რაგინდა იმენა მაგრად დაჩაგრეს როჟა დეიკიდეს
საღოლ მაგარ ჟურნალისტს გამოუკითხავს, კაცი რომელიც პროსტა სავარჯიშოდ წაიყვანეს ევროზე რა გამოცდილება მიიღეო ეკითხება🙂 რამე გამოცდილება თუ აქვს საერთოდ ნაკრებში იმ პიჟონის გამო?! იმედია ბარსაში აკრეფს ისევ ფორმას და ბუნდეს ნაკრებს კისერი უმტვრევია თავის ნოიერიანად🙂🙂🙂