workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ევრო 2024 – ფერან ტორესი მეორე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია

ევრო 2024 – ფერან ტორესი მეორე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია

სოციალურ ქსელ X-ის ევრო 2024-ის ოფიციალურ გვერდზე ყველაზე სწრაფი ფეხბურთელების ათეული გამოქვეყნდა.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კილიან მბაპეა, რაც მოსალოდნელიც იყო. გასაკვირი მეორე ადგილზე მყოფი ფეხბურთელია – ეს “ბარსელონას” ესპანელი შემტევი ფერან ტორესია.

მბაპემ ევრო 2024-ზე მაქსიმალური სიჩქარე 36.5 კმ/სთ დააფიქსირა, ტორესმა კი – 36 კმ/სთ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფერანს, რომელიც უფრო ხშირად სათადარიგოთა შორისაა, ტურნირზე იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც კილიანს – ერთი.

ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ყველაზე სწრაფი 10 ფეხბურთელი:

ფეხბურთელი სიჩქარე (კმ/სთ)
1 კილიან მბაპე 36.5
2 ფერან ტორესი 36
3 ბენჟამინ შეშკო 35.9
4-5 ლეროი სანე 35.8
4-5 ვალენტინ მიჰაილა 35.8
6 ტეო ერნანდესი 35.7
7-8 დან ნდოიე 35.6
7-8 მიკი ვან დე ვენი 35.6
9 რასმუს ჰოილუნდი 35.5
10 რაფაელ ლეაუ 35.4
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 10 ივლ 2024, 18:28
    #4

    ეს არის კუნძი ჩვეულებრივი და ამის მოშორებაზე არც კი ფიქრობენ, არადა 55 თუ 60 მილიონია გადახდილი ამ შლანგში.

  • nika 54
    schedule 10 ივლ 2024, 17:06
    #3

    მბაპე გავაქრეთ ევროდან და რა გამოდის, ეხლა ტორესია ყველაზე სწრაფი ამ ჩემპიონატზე?

  • Rick Sanchez
    schedule 10 ივლ 2024, 14:44
    #2

    ტორესს ორი მიღწევა აქ ამ ევროზე: გოლი ალბანეთთან და მეორე საუკეთესო სპრინტერობა.

  • nika 54
    schedule 09 ივლ 2024, 17:44
    #1

    შეიძლება მაგის სპიდომეტრი იტყუებოდა.