“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ 33 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ტიაგო “ბარსას” სკოლის აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2010-2013 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც ესპანელმა შუახაზელმა “ბაიერნს” მიაშურა. ტიაგოს “ბარსელონური” მონაგარი 101 მატჩს, 11 გოლსა და 20 ასისტს მოითვლის.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ტიაგომ პროფესიონალური კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ ის გეგმავს, რამდენიმე თვეში ფეხბურთს ახალ ამპლუაში დაუბრუნდეს.
კარგია რომ არაბეთში არ წავიდა, დასაფასებელი საქციელია. ყოველთვის მომწონდა ტიაგო.
რა ეჩქარებოდა წასულიყო არაბეთში მოხიკავდა 1-2 კაპიკს
აგერ დე ბრუინი კარიერის პიკში მიდის
ფლიკის შტაბში მოდისო სადღაც წავიკითხე და რამდენად მართალია არ ვიცი
ახალ ამპლუაში რას ნიშნავს, მწვრთნელობას ხო არ აპირებს. გვარდიოლას უნდა გადაუჯოკროს?