ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთმა მასპინძელი გერმანია 2-1 დაამარცხა.
“ფურია როხამ” 51-ე წუთზე გაიტანა: ლამინ იამალის პასისა და დანი ოლმოს დარტყმის შემდეგ მანუელ ნოიერმა გერმანია ვერ გადაარჩინა. ესპანელებს მატჩი გამარჯვებამდე წყნარად მიჰყავდათ, მაგრამ 89-ე წუთზე იოზუა კიმიხის ბრწყინვალე ასისტით ფლორიან ვირცმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით ტაიმებში გადავიდა.
სიტუაცია ისე ვითარდებოდა, თითქოს გუნდების პენალტების სერიისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ ბოლო, 119-ე წუთზე გოლი მაინც გავიდა – დანი ოლმოს ჩაწოდებას საჯარიმოში მიკელ მერინო დახვდა, რომლის დარტყმასაც ნოიერმა თვალი გააყოლა და ესპანეთმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ბარსელონელთა მხრიდან პედრიმ და ფერან ტორესმაც ითამაშეს, ფერმინ ლოპესი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. სამწუხაროდ, მატჩის დებიუტში, ტონი კროოსთან შეჯახებისას, პედრიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდები ნახევარფინალში პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.




,,კუს,, ვის ეძახით?
ტილიან მბაპეს 😂😂😂
,,კუს,, ვის ეძახით?
– იცით თუ არა რას ნიშნავს სიტყვა , ,მიითვალა,,???
ყველგან რატომ ხმარობთ ამ ტერმინს?
1. ნიშნავს რომ რაღაც ბევრი იყო და "დაითვალეს", და არა მიითვალეს.
2. ერთი ნიშნავს ერთს და თვლა არ სჭირდება..
3. და საერთოდ არაგრამატიკული ტერმინია – "მითვლა" კი არა, "დათვლა"!
პ.ს. = ძალიან გთხოვთ არ გეწყინოთ, უბრალოდ მეგობრულად მოგმართეთ!
წლებია უკვე ბარსამანიაზე ვარ და არცერთი პოსტი არ გამომიტოვებია, ყველას ვკითხულობ..
ძალიან კარგები ხართ, წარმატებას გისურვებთ!!!
=======
ალბათ სანამ მფრინავი ჰოლანდიელი არ მოფრინდება მაგ ბურთის წასაღებად, ასე უნდა ვიტანჯოთ.
გულთმისანი ყოფილა ვინისიუსი, ესპანეთი გაჩემპიონდებაო, რაზეც კროსი გაუწყრა ეგ არ უნდა გეთქვაო. რას ერჩი მართლდება მისი წინასწარმეტყველება. ესპანეთს არასდროს მასპინძელი არ დაუმარცხებია ევროპაზე.
mari, ალბათ ევროპა რომ დამთავრდება და მაგასთან ერთად ეგ ბურთიც გაქრება
კუნდემ არ გვიწყინოს მაგრამ ყველა ესპანეთს ვგულშემატკივრობთ. არ მიყვარს ეს ფრანგები და მომკალი მითუმეტეს პსჟ რაც წამოიწია და რაც ბარსას გაუკეთა იმის მერე ვაბშე შემაზიზღეს თავი . 100 პროცენტით ესპანეთისკენ ვარ თუ გინდა ნაჩომ შეაგდოს პოკერი და მადრიდელების ბლატაობას ვუყურო მაინც გამიხარდება
მწერლებო, მაპატიეთ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ:
პ.ს.2 : ამ "მფრინავი" ბურთის რეკლამას ვადა როდის გასდის, "დაგვიელმდა" თვალებიც და ნერვებიც!!!::დდდ
– იცით თუ არა რას ნიშნავს სიტყვა , ,მიითვალა,,???
ყველგან რატომ ხმარობთ ამ ტერმინს?
1. ნიშნავს რომ რაღაც ბევრი იყო და "დაითვალეს", და არა მიითვალეს.
2. ერთი ნიშნავს ერთს და თვლა არ სჭირდება..
3. და საერთოდ არაგრამატიკული ტერმინია – "მითვლა" კი არა, "დათვლა"!
პ.ს. = ძალიან გთხოვთ არ გეწყინოთ, უბრალოდ მეგობრულად მოგმართეთ!
წლებია უკვე ბარსამანიაზე ვარ და არცერთი პოსტი არ გამომიტოვებია, ყველას ვკითხულობ..
ძალიან კარგები ხართ, წარმატებას გისურვებთ!!!
=======
როდრი არ ტოვებს ნახ ფინალს