ახლახან საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში ბელგია ანგარიშით 1-0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
დაძაბულ თამაშში ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა, როდესაც შეცვლაზე შემოსული რანდალ კოლო მუანის დარტყმა იან ვერტონგენმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
ჟიულ კუნდემ, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, სრულად ითამაშა. 25 წლის მცველმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
ამდენად კუნდე ილქაი გიუნდოგანის, ლამინ იამალის, პედრის, ფერან ტორესისა და ფერმინ ლოპესის შემდეგ “ბარსელონას” მორიგი ფეხბურთელია, რომელიც ევრო 2024-ის 1/4-ფინალში გავიდა.
საფრანგეთის მეტოქე მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალიისა და სლოვენიას შორის დღეს გასამართ მატჩში გაირკვევა.
დაცვა მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ და არსებული რესურსი შევინარჩუნოთ რომ ვინი-მბაპე-ბელინგემი გავაჩეროთ როგორმე
ჰალაზე დარწმუნებული ვარ არც ახსენებენ კუნდეს, სამაგიეროდ კამავინგას, ჩუამენის ბრწყინვალე თამაშს აღნიშნავენ.
😂😂
კუკურელიაზე უარესი ხო მაინც არ არის.
კუნდეს გაყიდვას ჯობია არაუხო გაყიდონ, სიტუაციას რევს გასახდელშიმ თავი მალდინი გონია, მწვრთნელისგან შენიშვნას არ კადრულობს, ისეთი ტიპია ნებისმიერ დროს გაყიდის ბარსას, ამიტო ჯობს არაუხობ გააჯვ ას, ფულსაც მეტს ავიღებთ და ვიხეირებთ
ათამაშდეს და თუ უნდა ვუპი გოლდბერს დაემსგავსოს 😂😂
ვისაც გინდა გავდეს, ოღონდ ითამაშოს
მოკლედ კუნდე კია მაგარ ფორმაში მარა არც ნაკრები, არც გუნდი, არც სტილისტი და არც დალაქი არ ყავს კაი ფორმაში, ახლა მარიო ჩიმაროს გავს ეს ჩემისა