ბოლო წლებში კლუბმა ახალგაზრდული სისტემიდან 100 მილიონი მიიღო

ბოლო წლებში კლუბმა ახალგაზრდული სისტემიდან 100 მილიონი მიიღო

როგორც Marca-მ იანგარიშა, 2020 წლიდან “ბარსელონამ” ახალგაზრდული სისტემიდან ფეხბურთელების გაყიდვით 100 მილიონი ევრო მიიღო.

“ბარსელონამ” შემოსავლის კარგი წყარო მონახა. ბოლო 4 წლის განმავლობაში კლუბმა ახალგაზრდული სისტემიდან ფეხბურთელების გაყიდვით 100 მილიონი ევროს მოგება ნახა. ბოლო ტრანსფერი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა, მარკ გუიუს ეხება, ახალგაზრდა თავდამსხმელს, რომელშიც ლონდონის “ჩელსი” 6 მილიონ ევროს იხდის. გარდა ამისა, შემოსავალს ზრდის ჩადი რიადის “კრისტალ პალასში” 9-მილიონიანი ტრანსფერი და მიკა ფაის შემთხვევაც, რომელიც “პორტუსთან” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
კლუბისთვის ერთი სატრანსფერო ფანჯარა ყველაზე წარმატებული 4 წლის წინ, 2020 წელს იყო, როდესაც “ბარსელონამ” ახალგაზრდების გაშვებით 42.1 მილიონი ევრო მიიღო. იმ პერიოდში კარლეს პერესი “რომამ” 13 მილიონ ევროდ, მარკ კუკურელია კი “ხეტაფემ” 10 მილიონად შეიძინა. ამას თან დაერთო ალეხანდრო მარკესის 8.2 მილიონ ევროდ გაშვება, 8 მილიონი კი კლუბს აბელ რუისის ტრანსფერიდან დარჩა. 2020 წლის ახალგაზრდული ფრთის სატრანსფერო შემოსავალი კუენკამ და მორარმა დახურეს (ჯამში 3 მილიონ ევრომდე).

– წერს ესპანური გამოცემა.

სხვათა შორის, როგორც ვკითხულობთ, ახალგაზრდა ფეხბურთელების გაყიდვით “ბარსელონამ” ყველაზე ცოტა 2022/2023 წლების სეზონში მიიღო. 2023-ში კლუბმა 19.7 მილიონი ევრო ნიკოს, აბდეს, ესტანისის და ფაბიო ბლანკოს ტრანსფერებში გამოიმუშავა, ერთი წლით ადრე კი კატალონიელებმა 6 მილიონი ჟუტგლასა და მატეუშის ტრანსფერებით მიიღო. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    01 ივლ 2024, 18:14

    აიაქსი საერთოდ მაგით სულდგმულობს, თუ არის საშუალება რო საუკეთესოები დაიტოვონ აუცილებელია და გაყიდვაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

  • shu1987
    30 ივნ 2024, 22:13

    ფუ რა ქათმები არიან რაა, ხალხს ყიდიან კაპიკებში და მერე რო რამე ათმაგს იხდიან უკან რო მოიყვანონ. არა რა თუ ყველა მხრიდან მოგება აქვთ მაშინ რატოა უარესი მდგომარეობა ფინანსურად ?? ლაპორტას მორიგი აფიორა ტიპის ერთი სიტყვის კიარა ასობგერისაც არ მჯერა. ამ მიდგომით რომელი ახალგაზრდა მოვა ?? როცა ხედავს ყველა პერსპექტიული ტალანტი რომ ბარსას ჭირდება ბიზნესისთვის რამოდენიმე მილიონი მოუგოს იქნება და არა საქმისთვის , როცა დაწინაურება კიარა შანსსაც ვერ მიიღებს ერთ წელში გაიყიდება ვინ მოვა? ვის მოუნდება ბარსა ბ-ში და მერე წასვლა ? ლაპორტა არის ნაგვის ტომარა და დეკუ ფეკაიაა ერთი დიდი.

  • Rick Sanchez
    30 ივნ 2024, 21:25

    კარგია ეგ შემოსავალი, მაგრამ ფაის ნაირები არ უნდა დაკარგონ.

  • C.PC5
    30 ივნ 2024, 21:15

    ცუდი მიდგომა არაა, უბრალოდ დახვეწა ჭირდება და ვისზეც მართლა იმედები მყარდება ასე იოლად და იაფად არ უნდა გაუშვან, ფაის მსგავსად ყოველ წელს რო თითო იმედისმომცემი ფეხბურთელი კარგონ კლუბის რეპუტაციისთვისაც დიდი დარტყმაა ეგ და მაგ ბიზნესსაც არ უწყობს ხელს ნამდვილად.