workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მარტინესის უნდობლობა – ჟოაუ ფელიშს ევროზე საერთოდ არ უთამაშია

მარტინესის უნდობლობა – ჟოაუ ფელიშს ევროზე საერთოდ არ უთამაშია

ევრო 2024-ზე ჟოაუ ფელიშის პორტუგალიამ საპლეიოფო საგზური უკვე გაინაღდა, თანაც პირველი ადგილით, “ბარსელონას” მე-14 ნომერს კი ტურნირზე ჯერ 1 წუთიც კი არ აქვს ნათამაშები.

სხვათა შორის, დღეს დილიდან მედიაში ფოტოები პორტუგალიის ბოლო თამაშიდან გავრცელდა, სადაც ფელიში არც ისე ბედნიერად გამოიყურება.

პორტუგალია თავის მესამე შეხვედრას საქართველოს წინააღმდეგ 26 ივნისს გამართავს და თუ ფელიში იქაც არ ათამაშეს, მაშინ მისთვის ჯგუფური ეტაპი ბოლომდე უთამაშებლად იქნება დასრულებული.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ფელიშმა პორტუგალიის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ირლანდიისთვის გოლის გატანა გაცემულ 45 წუთში შეძლო, რაც, როგორც ჩანს, მარტინესისთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავდა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ის საქართველოსთან გარკვეულ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენს წინააღმდეგ ფელიშის მთავარი კონკურენტი, რაფა ლეაუ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, რაც, დიდი ალბათობით, “ბარსელონას” შემტევისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილს გააჩენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 25 ივნ 2024, 15:54
    #2

    ჩვენ რო ბედი გვაქვს საქართველოსთან გაიგიჟებს თავს. თუმცა მეტი არც უთამაშია და რას გაიგებ.

  • Rick Sanchez
    schedule 24 ივნ 2024, 19:28
    #1

    იმედია საქართველოსთან ჩაი*ვავს. ძაან კი მევასება, მაგრამ მაინც.