workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა? ახლა მხოლოდ კოპა ამერიკაზე ვფიქრობ – რონალდ არაუხო

ბარსელონა? ახლა მხოლოდ კოპა ამერიკაზე ვფიქრობ – რონალდ არაუხო

“ბარსელონას” ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს მომავალი კატალონიურ კლუბში გაურკვეველია, რასაც თავად ურუგვაელის მცირე კომენტარიც მოწმობს.

არაუხომ ორჯერ დასმულ კითხვაზე, რჩება თუ არა “ბარსელონაში”, განაცხადა:

ახლა 100 პროცენტით კოპა ამერიკაზე ვარ ფოკუსირებული.

– ციტირებს 25 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Marca.

არაუხოს ასეთი კომენტარი უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებს, რადგან ის აქამდე უფრო პირდაპირი იყო და “ბარსაში” დარჩენის სურვილს ხაზს მკაფიოდ უსვამდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არაუხოს შეძენით “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან. ურუგვაელი უკანახაზელის გარემოცვა ტრანსფერის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 24 ივნ 2024, 16:08
    #4

    დამთავრდეს სანაკრებოები და მერე გავიგებთ სიმართლეს.

  • nika 54
    schedule 24 ივნ 2024, 15:31
    #3

    რათ უნდა ამას ბევრი ფიქრი, ამან დიდი ხანია დაგვადო. მას შემდეგ რაც ბაიერნისგან და თურმე მანჩესტერიდანაც პირობები გაიგო იქ თამაშის. ხელფასი მინიმუმ 2-ჯერ მეტი და ბონუსები კიდევ ცალკე. რას ერჩით დაშინებულია კაცი ყოველი სეზონის დასაწყისში ესმის ხელფასის შემცირებაზე ლაპარაკი და სტრესებშია ალბათ. წავიდეს ოღონდ ნეიმარივით არ ატირდეს პირველივე სეზონის შემდეგ. იმედია ბოდიშითაც კი არ დაიბრუნებენ. როგორც ნეიმარს მოუვიდა.

  • Flying Dutchman
    schedule 24 ივნ 2024, 12:11
    #2

    ამაზე მაგარი "სტოპერი" მცველი მსოფლიოში ერთი-ორი იყოს მაქსიმუმ. ნამდვილი კაპიტანი პირდაპირ იტყოდა არა მე დარჩენა მსურსო, მარტო ნაკრებით ფოკუსირება მაგ დროს არაა დამრჩენი ფეხბურთელის პასუხი, ე.ი წამსვლელია

  • C.PC5
    schedule 24 ივნ 2024, 12:02
    #1

    ნაკრებშია, ტურნირზეა, თამაშობს გაქაფული და აბა რას იტყოდა?! 99% ფეხბურთელებს ეგრე აქვთ მგონი ახლა საქმე, ევროს და კოპას მერე გაურკვევა უმეტესად ვინ სად გააგრძელებს, მარკას მეტი რა უნდა ჭორის შესაკერად🙂