workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა შადი რიადის ტრანსფერიდან 10 მილიონ ევროს მიიღებს

ბარსელონა შადი რიადის ტრანსფერიდან 10 მილიონ ევროს მიიღებს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი შადი რიადი “რეალ ბეტისიდან” ინგლისურ “კრისტალ პალასში” გადავიდა, რითაც კატალონიური კლუბი ფინანსურად საკმაოდ იხეირებს.

“კრისტალ პალასი” 20 წლის მაროკოელ ცენტრალურ მცველში 15 მილიონ ევროს ფიქსირებულად, ხოლო 2 მილიონ ევროს ბონუსების სახით გადაიხდის.

ინგლისელების მიერ გადახდილი თანხიდან 9 მილიონი ევრო ფიქსირებულად “ბარსელონას” შეხვდება. კატალონიელებისთვისაა გათვალისწინებული ბონუსების ნახევარიც, 1 მილიონი ევრო.

იმის გამო, რომ ეს თანხა “ბარსელონას” ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო, შადი რიადის ტრანსფერი კატალონიური კლუბისთვის ძალიან კარგი ამბავია და ეს “ბლაუგრანას” ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში გამოადგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • Rick Sanchez
    schedule 17 ივნ 2024, 11:21
    #21

    მაგარი ამბავია, 10 მილიონი არსაიდან ასწორებს.