workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კრისტალ პალასი ჩადი რიადით ინტერესდება – სარგებელი ბარსასაც ექნება

კრისტალ პალასი ჩადი რიადით ინტერესდება – სარგებელი ბარსასაც ექნება

Sport-ისა და Marca-ს გვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა მაროკოელის, ჩადი რიადის ტრანსფერით “კრისტალ პალასია” დაინტერესებული.

ოლივერ გლასნერის გუნდი “რეალ ბეტისში” განათხოვრებული 20 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 12-13 მილიონი ევროს გადახდას აპირებს და იწერება, რომ პოტენციური შეთანხმებიდან სარგებელი “ბარსელონამაც” უნდა მიიღოს.

ჩადი რიადი “ბენიტო ვილამარინზე” მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩავიდა, ანდალუსიურ კლუბს კი მისი გამოსყიდვა 3 ან 3.5 მილიონ ევროდ შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ “ბარსელონა” რიადის სამომავლო ტრანსფერიდან (“კრისტალ პალასის” შემდგომ პერიოდში) კაპიტალური მოგების 50%-ს დააგროვებს, მაშინ მისი გაშვების შანსები გაიზრდება.
გარდა ამისა, “ბარსელონა” 7-მილიონიანი გამოსყიდვის უფლებას 2025 წლამდე დაიტოვებს. კატალონიურ კლუბს ამ ეტაპზე რიადის ადგილი პაუ კუბარსით აქვს შევსებული, მაროკოელის გაშვება კი კაპიტალური მომგების მომტანი იქნება.

– წერენ ესპანური გამოცემები.

ჩადი რიადმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “რეალ ბეტისის” რიგებში 26 შეხვედრა გამართა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 23 მაი 2024, 16:31

    როგორც მივხვდი ბეტისის საკუთრებაა ეს ბიჭი და დაბრუნება შეგვიძლია 7 მილიონად?

  • me da barca
    schedule 23 მაი 2024, 02:11

    აზრის გამოტანაში ავიბურდე. laughing თუ ასე მოხდა, მაშინ ისეო, ხოლო თუ ისე მოხდა, მაშინ ჯერ ასეო და მერე ისევ ისეო.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 23 მაი 2024, 01:56

    Tu garcias da kide arauxos an cristensens yidian,mashin fayec amosawebia da esec dasabrunebelia. Laligashi sakaifo gamocdileba miigo,betisi kai stils uberavs,fizikurad dzlieria,chveni skola gavliaq,rato unda gavushvat kapikebshi? Bolobolo mivcet erti weli da mere 20-30 milionad gavyidot.plus inigoc gasashvebia da dagvchirdeba xalxi. Faye es da mexiceli arauxo vfiqrob dasatoveblebi arian.

  • Don_Andresito
    schedule 23 მაი 2024, 01:06

    ციტატა: C.PC5
    ერთი მე ვერ გავიგე და თუ ამიხსნით ვინმე კაის იზამთ, ბარსაც მიიღებს სარგებელს რას ნიშნავს? ანუ ბეტისიდან რატო ვყიდით, ფუტმობზე უწერია ისედაც რო ამ ივლისში ბრუნდება იჯარიდან ისევ ბარსელონაში და ვისაც უნდა წაყვანა წაიყვანს პირდაპირ ჩვენიდან ბეტისი რაღა შუაშია? ბეტისს მშრალი იჯარით არ ყავს და რამე კომპლექსური გარიგებაა ბარსას და ბეტისს შორის?


    ბეტისს გამოსყიდვის უფლება აქვს კაპიკებში და მაგიტო. ისე ტილებს დასდევენ, ხან ტოდიბოს გაყიდვაზე ლოცულობენ ხან რიადზე სამარცხვინოები

  • C.PC5
    schedule 22 მაი 2024, 21:25

    ერთი მე ვერ გავიგე და თუ ამიხსნით ვინმე კაის იზამთ, ბარსაც მიიღებს სარგებელს რას ნიშნავს? ანუ ბეტისიდან რატო ვყიდით, ფუტმობზე უწერია ისედაც რო ამ ივლისში ბრუნდება იჯარიდან ისევ ბარსელონაში და ვისაც უნდა წაყვანა წაიყვანს პირდაპირ ჩვენიდან ბეტისი რაღა შუაშია? ბეტისს მშრალი იჯარით არ ყავს და რამე კომპლექსური გარიგებაა ბარსას და ბეტისს შორის?

  • nika 54
    schedule 22 მაი 2024, 21:17

    ნუ არვიცი რა ვთქვა, ჩვენ ვინც არ უნდა მოვინდომოთ ფასი 50 და იწყება და თურმე ჩვენი ტალანტები 12-13 მილიონად უნდათ საიდანაც ბარსას 2-3 მილიონი შეხვდება?
    მოკლედ, არ იქნება ბარსას საშველი კიდევ კაი ხანი და რამდენი ამის გაფიქრებისაც კი მეშინია.

  • cezo45
    schedule 22 მაი 2024, 21:13

    ფაიე დააწინაურონ და დაცვაში ასე თუ ისე მოგვარდება პრობლემები..

  • MESSI 2017
    schedule 22 მაი 2024, 20:46

    რავი მშვენეიერი სეოზნი ჩაატარა ახკა ეს 1 სეზონს იფრწნს კრისტალ პალასის და მერე წაიყვანს ბაირნი ან სიტი მერე ეგვხვდება სადმე და გადახვახევს ბურთს თავზე