workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ჯერემი ფრიმპონგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა

ბარსელონამ ჯერემი ფრიმპონგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა

Sport-ის ჟურნალისტის, დავიდ ბერნაბეუ რევერტერის ინფორმაციით, ბარსელონამ, საკმაოდ მოულოდნელად, ჯერემი ფრიმპონგის თაობაზე შეთავაზება გააკეთა.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი მარჯვენა მცველის შეძენა პირადად ჰანსი ფლიკს სურს. ლევერკუზენი, შესაძლოა, ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზეც თანახმა იყოს, რაც ბარსას საქმეს გაუმარტივებს. ბარტერში ჩართვის ერთ-ერთი კანდიდატი ანსუ ფატია, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ბრაიტონში გაატარა და “ბლაუგრანას” გეგმებში არც მომავალი სეზონისთვისაა.

ფრიმპოგი ბუნდესლიგის ჩემპიონის რიგებს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს. ნიდერლანდელი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროდაა შეფასებული.

23 წლის ფეხბურთელი 2023/24 წლების სეზონში ლევერკუზენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მან 14 გოლი და 10 ასისტი მიითვალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • Rick Sanchez
    schedule 17 ივნ 2024, 10:58
    #15

    შეთავაზება არ გაუკეთებიათ, ჭორია და ფრიმპონგი ივარგებს დაცვაში? სამ მცველიანში ბაზარი არაა მთელი ფლანგი ჩაბარებული რომ აქვს დაფრინავს, მაგრამ 4 მცველიანში დირკა იქნება ჩემი აზრით

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივნ 2024, 07:48
    #14

    ვაინე ნეტა ეს ტრანსფერი გამოვიდეს

  • MESSI 2017
    schedule 11 ივნ 2024, 20:36
    #13

    გამოსასყიდი როოგრც ვიცი წელს შემცირებულია ქ გარკვეული პერიოხით და მგონი ამასაც უდევს ბარსელონას შეთავაზებაზე პუნქტი

  • basa7
    schedule 11 ივნ 2024, 20:27
    #12

    სიმართლეა ნეტავი?

  • La Pulga10
    schedule 11 ივნ 2024, 20:18
    #11

    აუუუ ეს თუ დავითრიეეეთ

  • Gigo1989
    schedule 11 ივნ 2024, 20:09
    #10

    ჯერ იყიდონ ეს და მერე განვიხილოთ ვინმეს გაყიდვა… ასეთი სცენარი არაერთხელ ყოფილა გაგვიყიდია საჭირო ფეხბურთელი და ის ვერ იყიდეს ვისთვისაც იყო ეს ყველაფერი… მოყავთ მერე ჭ კლასის ფეხბურთელები. არაუხო ხაან წელავს ჭუჭუს და ჯობია ის წავიდეს და არა კუნდე.

    ციტატა: დავითი
    კრისტენსენზე როგორ უნდა თქვა გასაშვებიაო კაც კუნდეზე და არაუხოზე სტაბილურია.


    გეთანხმები. გასაშვებია არაუხო. კუნდე და კრისტენსენი + კუბარსი ცენტრალური დაცვაში

  • დავითი
    schedule 11 ივნ 2024, 19:11
    #9

    კრისტენსენზე როგორ უნდა თქვა გასაშვებიაო კაც კუნდეზე და არაუხოზე სტაბილურია.

  • rivaldo80
    schedule 11 ივნ 2024, 17:37
    #8

    კარგია მაგრამ არა ეს მცველი დაცვაში ძალიან გაუჭირდება.

  • Barca for life
    schedule 11 ივნ 2024, 16:49
    #7

    დაცვაში:
    ფრიმპონგი—-არაუხო—-კუნდე—-ბალდე

    სკამზე:
    ხ.არაუხო—კუბარსი—კრისტენსენი—ფორტი

    ლამასიიდან შევსება: ფაი, ვალე

    გასაშვებები: ალონსო, ინიგო, გარსია, ლენგლე, (დესტი)

    სასტარტოში თითოეულს აქვს ფიზიკურად უმაგრესად მოხოდვის პერსპექტივა.
    ისედაც საკმაოდ ჯანიანი ფეხბურთელები არიან გინდა არაუხო, გინდა კუნდე, გინდა ფრიმპონგი და ბალდეს უშუალოდ კუნთური მასა უნდა თორე სისწრაფე იცოცხლე.
    აი სათადარიგოზე ვინცაა იმათ კაი ხელი დაჭირდება.

    ასევე იმ ჩამოთვლილი გასაყიდების გარდა არცერთი მცველის გაშვებას არ ვემხრობი, თუნდაც ფინანსური ამბავი იყოს. მესმის კი რო ფულიც გვჭირდება მაგრამ მბაპე-ვინი-ბელინგემი-როდრიგო-ენდრიკი ვინმემ უნდა გააჩეროს და ჩემი აზრით წლევანდელი სეზონის ჩაგდება რო დავივიწყოთ და სუფთა პერსპექტივის ამბავში რომ შევხედოთ ჩვენს ოთხეულს ძალიან დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლება უბრალოდ საყრდენია მოსაყვანი.
    აი საყრდენზე არ ვიცი უკვე, ძალიან არეული სიტუაციაა, არც კიმიხი მინდა, არც ზუბიმენდი, ვერც კასადოს ვენდობით ჯერ და ონანა კიდე რავიცი..
    რაისი რო დაგვაკვდებოდა ისე რავიცი, მარა დაკარგულია ეგ ბიჭი, როდრისაც არავინ გამოუშვებს და დალშე რავიცი..
    იწერება რომ გავის 2 საყრდენიან სისტემაში გამოცდა უნდათო, მაგრამ მე პირადად დე იონგს გავუშვებდი, მაგის ფასად ერთ მაგარ საყრდენს დავითრევდი და ამ გავისაც არ შევწირავდი უსაყრდენობას.
    რეალურად ფიზიკურად და მენტალურად მოხოდილი საყრდენი გვინდა, უმაგრესი ინტელექტითა და პასის კულტურით ასეთი კიდე ვინაა ბაზარზე?

    აი შეტევაში ბარდაგია..იამალის გარდა ყველა გასაყიდია და მეეჭვება ვინმეს ხელი მოკიდონ, ტორესისა და ფატის გარდა, მარა ცუდი ისაა რომ ეგ 2 ფულს ვერ დაწერს ან მაქსიმუმ ნიკოს 50 მილიონი გავაკეთოთ და ნუ ამ ეტაპზე საკმარისი იქნება, თუმცა არც ეგ ნიკოა ბარსას დონის.
    ლევანაზე კიდე არ ვიცი რა მოლოდინები უნდა მქონდეს, მთელი წელია მაგისი გაშვება მინდა მარა ახლა ფლიკის ხელში რას იზამს კაცმა არ იცის.

  • nika 54
    schedule 11 ივნ 2024, 16:48
    #6

    ციტატა: PavleG

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: Visca barca
    ფრიმპონგი თუ ვიყიდეთ კუნდეს გაყიდვაც შეიძლება, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე.


    ფრიმპონგი კუნდესთან რა შუაშია? არაუხო ბაირნში მიეწუწება და ცენტრში ვის იმედათ ვრჩებით? ბავშვები უნდა იდგნენ მთელი სეზონი? ფრიმპონგი კაი ტიპია მაგრამ ჯერ მოვიდეს და დაამტკიცოს რომ ფლანგზე გაუვალი იქნება, კუნდემ სერიოზული პროგრესი აჩვენა გადამწყვეტ თამაშებში, მბაპეს გაქრობა ადვილი არაა რაც კუნდემ იდეალურად გააკეთა. საერთოდ ლაპორტას მორიგი ტყუილი მგონია.


    საიდან ასე დარწმუნებით რო არაუხო ბაიერნში მიდის? შეგიძლია დამილინკო ინფო, მართლა მაინტერესებს.


    სხვათა შორის, არაუხო ტუხელს უნდოდა და ამიტომ იყო ბაიერნის ინტერესი. მაგრამ დაიწერა რომ კომპანის მისვლის შემდეგ ბაიერნს არაუხოს მიმართ ინტერესი გაუნელდაო. თუმცა თუ ტუხელი აპლ-ში წავა მწვრთნელად არაუხოზე იქიდანაც გაუკეთებს ბარსას შეთავაზებასო.

    ციტატა: ani-messi-goat
    50 მილიონი +ფატი ფრინპონგში და 50 მილიონად ნიკო, რაფინია უნდა გაყიდონ მინიმუმ 80ად და 1 საყრდენი იყიდონ კიდე, ამ ზაფხულს საკმარისი იქნება


    ფრიმპონგი სულ 50 ღირსო და ფატი საჩუქრად უნდა დაუმატონ?

  • PavleG
    schedule 11 ივნ 2024, 15:53
    #5

    ციტატა: PUIOL5

    ციტატა: Visca barca
    ფრიმპონგი თუ ვიყიდეთ კუნდეს გაყიდვაც შეიძლება, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე.


    ფრიმპონგი კუნდესთან რა შუაშია? არაუხო ბაირნში მიეწუწება და ცენტრში ვის იმედათ ვრჩებით? ბავშვები უნდა იდგნენ მთელი სეზონი? ფრიმპონგი კაი ტიპია მაგრამ ჯერ მოვიდეს და დაამტკიცოს რომ ფლანგზე გაუვალი იქნება, კუნდემ სერიოზული პროგრესი აჩვენა გადამწყვეტ თამაშებში, მბაპეს გაქრობა ადვილი არაა რაც კუნდემ იდეალურად გააკეთა. საერთოდ ლაპორტას მორიგი ტყუილი მგონია.


    საიდან ასე დარწმუნებით რო არაუხო ბაიერნში მიდის? შეგიძლია დამილინკო ინფო, მართლა მაინტერესებს.

  • PUIOL5
    schedule 11 ივნ 2024, 15:49
    #4

    ციტატა: Visca barca
    ფრიმპონგი თუ ვიყიდეთ კუნდეს გაყიდვაც შეიძლება, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე.


    ფრიმპონგი კუნდესთან რა შუაშია? არაუხო ბაირნში მიეწუწება და ცენტრში ვის იმედათ ვრჩებით? ბავშვები უნდა იდგნენ მთელი სეზონი? ფრიმპონგი კაი ტიპია მაგრამ ჯერ მოვიდეს და დაამტკიცოს რომ ფლანგზე გაუვალი იქნება, კუნდემ სერიოზული პროგრესი აჩვენა გადამწყვეტ თამაშებში, მბაპეს გაქრობა ადვილი არაა რაც კუნდემ იდეალურად გააკეთა. საერთოდ ლაპორტას მორიგი ტყუილი მგონია.

  • ani-messi-goat
    schedule 11 ივნ 2024, 15:48
    #3

    50 მილიონი +ფატი ფრინპონგში და 50 მილიონად ნიკო, რაფინია უნდა გაყიდონ მინიმუმ 80ად და 1 საყრდენი იყიდონ კიდე, ამ ზაფხულს საკმარისი იქნება

  • shu1987
    schedule 11 ივნ 2024, 15:46
    #2

    იდეალური იქნება გაცვლა, ფატისთვისაც კარიერა რომ გადაარჩინოს იდეალური გარემოა.

  • Visca barca
    schedule 11 ივნ 2024, 15:05
    #1

    ფრიმპონგი თუ ვიყიდეთ კუნდეს გაყიდვაც შეიძლება, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე.