workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუბარსი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

კუბარსი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

Relevo იტყობინება, რომ პაუ კუბარსი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

“ბარსელონას” მცველი ესპანეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შედიოდა და ანდორის ნაკრების წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (5-0) ითამაშა კიდეც. მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ იგი საბოლოო განაცხადში არ შეიყვანა. მოსალოდნელია, რომ კუბარსი პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს.

ამრიგად, ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრები “ბარსელონას” 4 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი: ფერან ტორესი, ფერმინ ლოპესი, პედრი და ლამინ იამალი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 09 ივნ 2024, 11:02
    #6

    რა არი კარგი ხალხო. ჩათვალეთ დაანგრიეს ბავშვი. უნდა აეხსნათ მაშინ რატომაც და არ წაეყვანათ საერთოდ. ეს არ შეიძლება რაც გააკეთეს ან რომელი ჯობია ამას შუაში.

  • Rick Sanchez
    schedule 09 ივნ 2024, 01:22
    #5

    ასე ჯობია, ნაკლებად დაიტვირთოს ყველა ახალგაზრდა ეგ ჯობია. იამალიც მეცოდება ამდენი მატჩისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ მისნაირი ახალგაზრდის გარეშე ეს ევრო ვერ წარმომიდგენია.

  • me da barca
    schedule 08 ივნ 2024, 22:04
    #4

    კუბარსი კარგად იყოს, მაგრამ მე ის მაკვირვებს, რომ ტორესს იძახებს ეს ტვლიპინა და ისიც მაკვირვებს, რომ ამის გაყიდვაზე საუბარც კი არ მიდის, არადა გასაყიდია 100%-ით, თუნდაც იმ ფასად, რაც გადაიხადეს ამ იდიოტში. სარგებელი ამისგან არის ნული და ამ სარგებელისთვის კარგ ხელფასს იღებს. ლაპორტას ადგილას ამას გავაპანღურებდი ყველაზე წინ.

  • Fc Barca Batumi
    schedule 08 ივნ 2024, 16:19
    #3

    არაუშვს, სამაგიეროდ მსოფლიოზე გაბრწყინდება.
    ერთის მხრივ კარგიცაა ასეთ ბავშვებზე მობრთხილება საჭიროებს

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2024, 15:37
    #2

    მაშინ არც წინასწარ განაცხადში არ უნდა შეეყვანათ, კი კარგია უტრამვოთ რო დარჩება, მაგრამ ამ ასაკში ასეთი იმედგაცრუება ძალიან იმოქმედებს ამისთანა ახალგაზრდაზე.

  • davidus2020
    schedule 08 ივნ 2024, 09:37
    #1

    ძალიან კარგიც, ჯერ ძალიან ახალგაზრდა, პედრის მაგალითი ყველას გვაქვს, ამ ბავშვებს ამდენი დატვირთვა როგორ შეიძლება? იამალიც რომ დარჩენილიყო კარგი იქნებოდა!