workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სევილიას ფატის იჯარით აყვანა სურს

სევილიას ფატის იჯარით აყვანა სურს

Diario Sport იტყობინება, რომ “სევილია” პირველი კლუბია, რომელიც ანსუ ფატის შეძენით დაინტერესდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ბრაიტონი” დატოვა.

“სევილიას” შემოთავაზება არც ისე მიმზიდველია. ანდალუსიურ კლუბს ფატი ერთწლიანი იჯარით სურს აიყვანოს. იგი მზადაა, გადაიხადოს მხოლოდ 25-30% მისი 9-მილიონიანი წლიური ხელფასიდან. თავის მხრივ, ანსუს განცხადებით, მისი სურვილი “ბარსელონაში” თამაშია. 

აღსანიშნავია, რომ ანსუ ფატიმ კარიერა “სევილიაში” დაიწყო. ადრე მამამისმა გამოთქვა ინტერესი, რომ თავისი შვილი ანდალუსიაში დაბრუნებულიყო, თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელი, საბოლოოდ, “ბრაიტონში” გადავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 05 ივნ 2024, 23:40
    #8

    ფატი კიდევ იჯარით თუ წავა სადმე იქ დამთავრდება ამის კარიერა სამუდამოდ, ასე მგონია ჯობია ან ფლიკთან დარჩეს ან გაიყიდოს.

  • tbilisi
    schedule 05 ივნ 2024, 14:59
    #7

    კარგით რა მეგობრებო, ხალხი ბაპეს იმატებს და რა სასტავი ყავს და კიდევ ფატის იმედი გაქვთ. მოაშორონ საერთოდ, ამისგან დიდი ფეხბურთელი არასდროს დადგება და ვერასდროს იქნება ბარსას ლეგენდა.
    ბარსამ გააპიარა თავის დროზე და რა შერჩა კი ხედავთ.

  • M10 S9 D11
    schedule 04 ივნ 2024, 19:00
    #6

    გაუშვან აგერ ატლეტიკო თანახმაა იჯარით დატოვოს ფელიში ბარსაში ნიკო უნდა მოიყვანონ და ეს ისევ იჯარით

  • nika 54
    schedule 04 ივნ 2024, 15:56
    #5

    მაშინ ამან დაიკლოს ხელფასი იმ 25-30%-ით რის გადახდასაც სევილია აპირებს და ბარემ აქ დატოვონ. ეგება აამუშაოს იმ გერმანელმა დასტუკული მერსედესის ძრავივით.

  • Barca1980
    schedule 04 ივნ 2024, 12:52
    #4

    Don_Andresito, აბა ამის საშველი აღარ ყოფილა. სამწუხაროა, არადა მესის მერე თითქოს ახალია ათიანი გამოჩნდა და მაგარი სეზონიც ჰქონდა, ვინ იფიქრებდა რომ ამის კარიერა ესე დაღმართში დაეშვებოდა? იქნება ფლიკმა მაინც უჯადოქროს ისევ რამე, თუ არად გასაყიდია ყველაშემთხვევაში.

  • Don_Andresito
    schedule 04 ივნ 2024, 11:42
    #3

    ციტატა: Barca1980
    შეიძლება ჯობდეს სევილიაში მისი გადასვლა, იქნება ყოფილმა მწვრთნელმა დაუბრონოს რწმენა და ათამაშდეს ძველებურად. ბარსელონაში ყოველი მისი თამაში გამოცდა იქნება, ერთი შეცდომის უფლებას არ მისცემს არავინ . მითუმეტეს სევილიამ პიმიენტა დანიშნა მწვრთნელად.


    პიმიენტასთან ამას 5 თამაშიც არ უთამაშია, ბარსა ბ ში არც ყოფილა, იუვენილ ა დან ამოწიეს ეგრევე. ანუ ბარსა ბ ეს გადაახტა ფაქტიურად. არ მჯერა ამისი იჯარის. ფულზე გამეცადინებული სევილია სხვის ფეხბურთელს არ ათამაშებს, იჯარით მივეცით ადრე დეულოფეუ, სკამზე გაახმეს, მუნირი სკამზე გაახმეს. როცა იყიდეს მერე ათამაშეს. ფატისთვის დროის მიცემას ურჩევნიათ ვინმე თავიანთი აღზრდილი ამოწიონ ათამაშონ და მერე გაყიდონ 5 მილიონად. ტყუილად დავაკარგინებთ წელს, თან 6-7 მილიონი ვუხადოთ და თან სევილიას სკამი ხეხოს? დარჩეს და აქ იბრძოლოს ძირითადისთვის, პრესეზონზე შევხედოთ. კონკურენცია მეტი იქნება. მარცხნივ ფელიქსი თU დარჩა, პლიუს ფატი და ტორესი, მარჯვნივ იამალი რაფინია, შუაში ლევა როკე. ბოლოს ერთი წავა მარა პრესეზონზე ყველამ უნდა აჩვენოს პროგრესი. მე დაჟე ფატის დავტოვებდი და ტორესს გავყიდდი, აქვს რაღაც ფასი, 40 მაინც.

  • Barca1980
    schedule 04 ივნ 2024, 08:39
    #2

    შეიძლება ჯობდეს სევილიაში მისი გადასვლა, იქნება ყოფილმა მწვრთნელმა დაუბრონოს რწმენა და ათამაშდეს ძველებურად. ბარსელონაში ყოველი მისი თამაში გამოცდა იქნება, ერთი შეცდომის უფლებას არ მისცემს არავინ . მითუმეტეს სევილიამ პიმიენტა დანიშნა მწვრთნელად.

  • La Pulga10
    schedule 04 ივნ 2024, 08:03
    #1

    ვნახოთ პრესეზონზე რას იზამს. თუ ჩაი*ვა *ტრაკში გაიკეთოს სევილიამ.