Marca-ს ინფორმაციით, ჩავის წასვლის მიუხედავად, ბარსელონას სერჟი რობერტოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება მაინც სურს.
რობერტოს მთავარი მხარდამჭერი სწორედ ჩავი იყო, მაგრამ ბარსას მისი შენარჩუნება არ გადაუფიქრებია, რადგან ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გამოცდილებას, გადამწყვეტ მომენტებში თავის გამოჩენის უნარს, ლიდერობას, პიროვნებასა და იმ ფაქტს, რომ სერჟი კლუბს კარგად იცნობს, აფასებს. ამას ისიც ემატება, რომ გუნდს, დიდი ალბათობით, ორიოლ რომეუ დატოვებს. “ბლაუგრანას” კაპიტანთან მოლაპარაკებებს განაახლებს.
Sport-ის ცნობით, სერჟი რობერტო “ბლაუგრანასთან” 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და კლუბში მე-12 სეზონს გაატარებს. ჟოან ლაპორტა და ხელმძღვანელობის სხვა წევრები მიიჩნევენ, რომ ის კვლავ გამოსადეგი ფეხბურთელია. ამასთან, ზაფხულში ტრანსფერების განხორციელება რთული იქნება და ასეთ ვითარებაში სერჟის გაშვება მართებული არაა. გარდა ამისა, რობერტო უნივერსალია და დაბალი ხელფასი აქვს.
კატალონიური პრესის თანახმად, ამ მიზეზებთან ერთად, ჟოან ლაპორტას სურს, რომ ბარსელონას ახალ “Spotify კამპ ნოუზე” “ლა მასიელმა” უკაპიტნოს.
აბა აუწევია მომავალ წელს ჩ/ლიგის და ლალიგის თასი თასი რობერტოს, თუ ბედმა გაუღიმა შეიძლება ეპანეთის თასი და სუპერთასიც მიაყოლოს და თუ ვაფშე გაუღიმა ბედმა შეიძლება ევროპის სუპერთასიც დესერტად დააყოლოს.
cruyff9,
კლოპი მინდოდა მეეჭვება ამან გაამართლოს
ჩამოყალიბდნენ. ყოველდღე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება ამაზე.
უნდა გაუშვან წლებია გასაშვებია
მაინც არ თამაშობს და რას დარდობთ. ვიღაცა რო დაიმტვრევა შეცვლა ხო უნდა გაკეთდეს და ამას მცველობაც შეუძლია ნახევარმცველობაც და ხანდახან გოლებიც გააქვს. ხელფასს რაც შეეხება ამას რო აქვს იმ ფასად ვერავის მოიყვანენ.
ვახ ოდესმე მორჩებიან ამ უფერო კაცის დატოვებას გუნდში?
ხოდა ფლიკიც სირიკოზააა,,უბრალოდ ოცნება აიხდინა და ბარსას მწვრთნელი გახდა