workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ გაათავისუფლა ჟოან ლაპორტამ ჩავი ერნანდესი თანამდებობიდან

რატომ გაათავისუფლა ჟოან ლაპორტამ ჩავი ერნანდესი თანამდებობიდან

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჟოან ლაპორტამ ჩავი ერნანდესი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ჩავის ამჟამინდელი შემადგენლობის არ სჯერა, რაც მისი გაშვების მთავარი მიზეზია. ერნანდესი ამბობდა, რომ მას გუნდის სჯეროდა, მაგრამ დასძინა, რომ სიტუაციის გაუმჯობესებისთვის ცვლილებები იყო საჭირო. კლუბი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების შეცვლაზე მარტივი, მწვრთნელის შეცვლაა.

დილით, ჰანსი ფლიკსა და ბარსას შორის შეთანხმების მიღწევაზე ინფორმაციის გაგების შემდეგ, ჩავიმ ლაპორტას მესიჯი გაუგზავნა და ჰკითხა: “პრეზიდენტო, ყველაფერი გადაწყვეტილია?” ჟოანმა ამ მესიჯს არ უპასუხა და პირდაპირ სავარჯიშო ბაზაზე მივიდა, სადაც ერნანდესს დეკუსთან და რაფა იუსტესთან ერთად შეხვდა.

კლუბთან დაახლოებული წყაროების იუწყებიან, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაპორტამ ჩავის მიმართ ნდობა დაკარგა. ჟოანმა მას პირდაპირ ჰკითხა: “რატომ გინდა დარჩენა?” ჩავიმ კი უპასუხა, რომ ის მოტივირებული იყო. 

Marca-ს ცნობით, ორშაბათს ჩავიმ ლაპორტა, რომელსაც ფილტვების ანთება ჰქონდა, საავადმყოფოში მოინახულა. იქ ჟოანმა მწვრთნელს უთხრა: “თუ ემოციურად ვიმოქმედებ, მინდა, რომ დარჩე, მაგრამ, ლოგიკურად, საუკეთესო გამოსავალი შენი წასვლაა.”

როგორც ვიცით, ჩავის ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • Rick Sanchez
    schedule 26 მაი 2024, 15:51

    ფლიკს მაინც აცადონ 2-3 წელი ნორმალურად.

  • Chico
    schedule 26 მაი 2024, 00:34

    ერთი გამაგებინეთ საიდან არის ეს ინფორმაცია? ჩავიმ გააბაზრა? ლაპორტამ? თუ საავადმყუფოში იყო კიდევ ვინმე, ვინც გამოიტანსა ეს აბსოლუტურად პირადი საუბარი? რაღაც ვირთხები მომრავლდნენ ბარსაში, რომლებიც შიდა საქმეებს საჯაროს ხდიან… ამას ლაპორტა ვერ ხედავს? თუ მოსწონს ვირთხების ნამოქმედარი? ან იქნებ ვირთხებს ის გამოაქვთ რაც ლაპორტას აწყობს? აბა ერთი მესსის ამბავი გავიხსენოთ… არანაირი წინადადება არ მიუცია, არც კი დაკავშირებია და როცა ლეომ აღარ დაუცადა, ასე თქვა, ჩვენ ყველაფერი შევთავაზეთ და ლეო თვითონ წავიდაო… მანამდე კიდევ გავრცელდა ჭორი, რომ ლაპორტამ შეთავაზება გაუკეთაო….რაც ტყუილი იყო. ეხლაც ასე ხომ არ არის? ჯერ თვითონ დაიყოლია ჩავი რომ დარჩენილიყო, ამ დროს ზურგს უკან მოლაპარაკებები გამართა ფლიკთან ისე რომ ჩავიმ არაფერი იცოდა და ეხლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე ლაპორტამ ჩავის საავადმყოფოში ყურში რაღაცს უთხრა…. სულაც არ გამიკვირდება მისგან… ეს ლაპორტას სტილია…. რაც დრიო გადის, სულ უფრო ვკარგავ ლაპორტას ნდობას და პატივისცემას… მისი გველური ღიმილი, არ ლაპარაკობს მის კეთილშობილებაზე…. მე პირადად მას ხმას აღარ მივცემდი…. ტყუილების გორა დგას და ვითომ არ ჩანს… მალე გამოჩნდება….

  • me da barca
    schedule 25 მაი 2024, 20:23

    ჩავი, რომ გასაშვები იყო ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ლაპორტას იმაში ვადანაშაულებ, რომ გადააფიქრებინა წასვლა ისე, რომ შედეგებს არ დაელოდა. ხოლო ჩავიმ თავისი სიტყვა გატეხა, რასაც ყოველი მატჩის ბოლოს იმეორებდა, რომ არაფერი შეცვლილა და ის სეზონის ბოლოს წავა. გაგდებულს თავისი ნებით წასვლა ჯობდა.
    იმედია შემდეგი დეკუ იქნება.

  • Georgebina
    schedule 25 მაი 2024, 18:10

    ციტატა: nika 54
    რატომ გაათავისუფლა ჟოან ლაპორტამ ჩავი ერნანდესი თანამდებობიდან?
    უტიტულობას, პსჟ-სთან მიქარვას და კლასიკოების წაგებას რო თავი დავანებოთ ჟირონასთან 6 ქულის დაკარგვა ან ვილარეალთან სახლში მოგებულს რო ბოლო წუთებზე მოგიბრუნებენ თქმა არ უნდა გჭირდებოდეს რატომ უნდა წახვიდე? ალავესი ხო არა ხარ ბარსელონა ხარ და სირცხვილია. ყველაფრის მსაჯებზე გადაბრალება და გაძევებები ხო ცალკე თემაა.


    და როცა მიდიოდა რაღას ეხვეწებოდა და ემუდარებოდა? გაშვება ერთია და როგორც ბოლოს გაუშვა მეორე. კიბატონო არ წყვეტდა ვარსკვლავებს, მაგრამ პირველი პსჟ-ს მაგალითი რატომ მოგყავს ვერ ვხვდები, როცა მოგებული თამაში წავაგეთ არაუხოს სულელური წითელი ბარათის გამო? რა ექნა მე-11 კაცად შესულიყო მოედანზე?

  • nika 54
    schedule 25 მაი 2024, 15:50

    რატომ გაათავისუფლა ჟოან ლაპორტამ ჩავი ერნანდესი თანამდებობიდან?
    უტიტულობას, პსჟ-სთან მიქარვას და კლასიკოების წაგებას რო თავი დავანებოთ ჟირონასთან 6 ქულის დაკარგვა ან ვილარეალთან სახლში მოგებულს რო ბოლო წუთებზე მოგიბრუნებენ თქმა არ უნდა გჭირდებოდეს რატომ უნდა წახვიდე? ალავესი ხო არა ხარ ბარსელონა ხარ და სირცხვილია. ყველაფრის მსაჯებზე გადაბრალება და გაძევებები ხო ცალკე თემაა.

  • rivaldo80
    schedule 25 მაი 2024, 11:34

    საკმარისია ფლიკმა ოდნავ მოკუკოს ლაპორტა შეეწირება ამ ამბავს.ერთერთი მაგარი შებერტყილი მართველია მაგრამ ძალიან ცუდად გამოუვიდა.ფლიკზე იმხელა ზეწოლა იქნება რაც არცერთ მწვრთნელს არ ქონია.ამ ორ სეზონში არ იქნება რამე ტიტული და წაგებს არჩევნებს.

  • MESSI 2017
    schedule 25 მაი 2024, 11:16

    შეჩემისა კლასიკოს მერე თუ დატოვე მაშინ არ იყო ლოგიკური რომ უნდა წასულიყო?

  • araujo4
    schedule 25 მაი 2024, 10:53

    ალემანის წასვლით დაგვენძრა. ფაქტია ლაპორტას გაექცა. არ ვიცი, მანდაც იგივე სირობა არ მოხდა? წავიდა უცბათ, მერე დაბრუნდა, ნუ კაროჩე აჯაფსანდალია.

  • C.PC5
    schedule 25 მაი 2024, 07:31

    მარკამ და დეპორტივომ ბარსაზე როაღარ დაწერონ საერთოდ არ უნდათ? ბრაზილიური სერიალი შეთხზეს უცებ, შემოაკლდებათ თუარა მასალა დაადგებიან ბარსელონას, ამაზრზენზე ამაზრზენები არიან. ჩემი აზრით ეს ამბები ძირითადად გადაწყდა აი იმ შეხვედრაზე ლაპორტას რო ჩავი უნდა დაერწმუნებინა დარჩენაში, აბა სხვანაირად არაფერში არ ჯდება მაგის მოქმედება, მიდის ხო ეს კაცი თავისით, გაუშვი! რაღატო იფუჭებ სახელს და კლუბსაც აშავებ ამ ჭორიკანა ჟურნალისტებში, ან ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებების დაწყება როცა გამოაცხადეს რო კიდე ერთი სეზონით რჩებოდა ჩავი, ხელწერად აქვს ლაპორტას "ქუდიდან კურდღლის ამოყვანა". ალბათ ჩავი იტყვის საბოლოოდ მაინც ლაპორტაზე მეტს ამ შემთხვევის შესახებ მაგრამ ცოტა მოგვიანებით, ოღონდ რაც არუნდა თქვას ლაპორტას მაინც მინუსში უწერია უკვე ეს ფოკუზნიკობა, თან ვისზე? მესის და ჩავის იქეთ ვინ გვყავს? ან თუნდაც კუკანზე დიდი ლეგენდა ვინღა ყავს ამ კლუბს? ერთი დარჩა გასაკეთებელი პუიოლს დაუძახოს სამუშაოდ, მერე უცებ უი აღარ მოდიხარ შენ ჩვენთანო და პეპე მოგვითრიოს, რაღაც ასეთს ველოდები უკვე.

  • Flying Dutchman
    schedule 25 მაი 2024, 03:39

    ზოგჯერ დეკუ მადრიდის ჩანერგილი ვირთხა მგონია. რაც დაინიშნა, მთელი წელი ძირს უთხრიდა ჩავის და მიაღწია მაინც თავისას. თან ეხა ბოლოს ფლიკის მოყვანა არ უნდოდა, მარკესს და მოტას ვარიანტებს აწვებოდა. აგერ ნახავთ ფლიკსაც დაცხებს დეკუ და ეგ ამბავი იმედი მაქვს თავისი თავის გაგდებით დასრულდება.

  • Georgebina
    schedule 25 მაი 2024, 02:15

    თქვენი არ ვიცი, მაგრამ რაღაც არ მომწონს ყველგან ეს დეკუ რომაა შემძვრალი. არაა გამორიცხული მაგისი სურვილიც ყოფილიყო ჩავის წასვლა გუნდიდან, რადგან ჩავი მიხვდა, რომ არაფრის თავი არააქვს დეკოს რეალურად. სანამ რეალურად ვინც გასაშვებია ის არ წავა კლუბის შიგნიდან გაჭირდება რამე შედეგზე ფიქრი ვინც არ უნდა მოიყვანონ. მე არ ველოდები სასწაულ ცვლილებას ფლიკის მოსვლის შემდეგ, კი კარგად ითამაშებენ რადგან სეზონის დასაწყისი იქნება და ყველა მოტივირებული იქნება, მაგრამ დიდ ცვლილებებს ნუ დაელოდებით, გუნდი იგივეა და გუნდის შიგნით იგივე ვირთხები დაძვრებიან. სანამ მაგეებს არ გაყრის ვინმე ესე იქნება ყველაფერი. დეკუ როცა მოგყავს საერთოდ რას უნდა ელოდებოდე ადამიანი. ლაპორტა კიდევ ისეთი ადამიანი გამოდგა მგონი ყველას რომ ეზიზღებოდა იმ პრეზიდენტის გზას ადგას.

    ჩავის რაც შეეხება, მაინც მგონია რომ არ იყო ჯერ გასაშვები. ამდენი ხნის მერე ლა ლიგა მოაგებინა ასეთ გაახალგაზრდავებულ გუნდს, თასიც და ჩემპიონთა ლიგაზე რეალურად არაუხომ წააგებინა ბარსას. ნახევარ ფინალში გადიოდა იმ გუნდით რაც ყავდა და როდის იყო ბოლოს ბარსა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში? სადაც 2.5 წელი აცადე მწვრთნელს, როცა იწყებს შედეგის დადებას აცადე ბარემ კიდევ 1 წელი მაინც. მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ვერ მოიგო ტიტული მაინც ვხედავდი პროგრესს წინა სეზონთან შედარებით. კი, ნელი იყო ეს პროგრესი და არასტაბილური, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ ბოლობოლო დალაგდებოდა ნელნელა გუნდის სიტუაცია მიუხედავად იმისა, თუ რა ვალებშია გუნდი. ახლა ისევ ახალი მწვრთნელის მოყვანა ნიშნავს, რომ კიდევ დრო დასჭირდება გუნდს და მწვრთნელს რომ მოერგონ ერთმანეთის იდეებს, სათამაშო სტილს და ასე შემდეგ. იმდენი მწვრთნელი შეიცვალა უკვე აირია ფეხბურთელების ფსიქოლოგიაც და აღარავინ აღარ იცის რას უნდა აკეთებდეს მოედანზე. თუ მოყავდა ლაპორტას ჩავი და იძახდა გუნდი ჩავიმ უნდა ააშენოსო და ასე და ისე მაშინ უნდა მისცე 4-5 წელი მაინც ადამიანს, რომ ააშენოს გუნდი. იმ სიტუაციიდან ამოსვლა, სადაც ბარსა იყო და ჯერ კიდევ არის ძალიან რთულია და ჩავის ვერ დააბრალებ ადამიანი ყველაფერს. მადლობა ჩავის ყველაფრისთვის, ვფიქრობ რომ საკმაოდ დაუფასებელია იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთა გუნდისთვის და არ გაუმართლა, რომ ასეთ ჩაძირულ და არეულ ბარსაში მოუწია მოსვლა. წარმატებებო მაესტრო.