workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას გეგმა ექტორ ფორტთან დაკავშირებით

ბარსას გეგმა ექტორ ფორტთან დაკავშირებით

Diario Sport იტყობინება, რომ “ბარსელონა” მომავალ სეზონში აპირებს, რომ ექტორ ფორტი სხვა სათამაშო პოზიციაზე გამოიყენოს.

17 წლის ფეხბურთელი მარჯვენა მცველია, თუმცა “ბარსელონაში” მას იდეალურ სარეზერვო მარცხენა მცველად მოიაზრებენ. ექტორ ფორტმა პირველ გუნდში 9 თამაში ჩაატარა, ხოლო მათგან 7 შეხვედრაში მარცხენა მცველად ითამაშა. ამრიგად, კლუბისთვის ამ პოზიციაზე პირველი არჩევანი ალეხანდრო ბალდე, ჟოაუ კანსელუ ან სხვა ფეხბურთელი იქნება (თუ ხსენებული ორი მოთამაშე კლუბს დატოვებს), ხოლო ფორტი – მათი ჩამნაცვლებელი.

დაბოლოს, გავრცელებული ცნობით, “ბარსელონა” ექტორს ახალ 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ოფიციალური ცნობა ამასთან დაკავშირებით ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • M10 S9 D11
    schedule 23 მაი 2024, 17:17
    #7

    თუ არ ყიდიან ბალდეს მარცხენა მცველის პოზიციაზე ბალდე ფორტი უნდა იყვენენ კონკურენციაში კანსელო მარჯვნივ უნდა დააყენონ ყველა ვარიანტში მარჯვნივ ბევრად უკეთესია ვიდრე მარცხნივ და იქნებ ფლიკმა დესტი ან ხულიან არაუხო მოხოდოს

  • Rick Sanchez
    schedule 23 მაი 2024, 16:37
    #6

    მე ძალიან მომწონს ფორტი, ტექნიკურია, კარგი პასი აქვს და მოედნის ხედვა. აუცილებლად უნდა დააწინაურონ.

  • nika 54
    schedule 23 მაი 2024, 14:57
    #5

    ციტატა: C.PC5
    კანსელუს სავარაუდოდ ვერ ან არ გამოისყიდიან ისე თამაშობს ამ ბოლო დროს, ბალდე კი დაბრუნდება, მაგრამ მარჯვენა მცველი ისევ არ გვყავს, ვინმეს დაიმატებენო მაგასაც ვერ ვიტყვით, ალბათ მაქსიმუმ ხულიან არაუხო დააბრუნონ და ისიც თუ გაამართლებს არავინ იცის, ფორტმა კიდე რაც ითამაშა ნორმალური იყო დაცვაშიც და შეტევაშიც, სავარაუდოდ დროც ექნება და იდეალური ვარიანტია მინიმუმ შემცვლელად ამ ეტაპზე და მომავალში რა როლს მოირგებს მაგას პერფორმანსით გავიგებთ, თან გასათვალისწინებელია რო მარცხენა ფლანგის მცველი არაა, მაგრამ მაგ ფლანგზე მშვენივრად თამაშობს, მოკლედ ლამასიის კიდევ ერთი ბრილიანტი იქნება თუ გააგრძელებს განვითარებას.


    მარჯვენა მვველი როგორ გვეყოლება როცა კანსელუ მოიყვანეს და მარცხენა ვინგერად ათამაშებენ და აგერ ეს ახალგაზრდა ამპლუით რო მარჯვენა მცველია თურმე მარცხნივ უნდა ათამაშონ.

  • me da barca
    schedule 23 მაი 2024, 14:32
    #4

    ბაიერნი კომპანიზე ჩალიჩობსო.

  • MESSI 2017
    schedule 23 მაი 2024, 12:12
    #3

    ციტატა: C.PC5
    კანსელუს სავარაუდოდ ვერ ან არ გამოისყიდიან ისე თამაშობს ამ ბოლო დროს, ბალდე კი დაბრუნდება, მაგრამ მარჯვენა მცველი ისევ არ გვყავს, ვინმეს დაიმატებენო მაგასაც ვერ ვიტყვით, ალბათ მაქსიმუმ ხულიან არაუხო დააბრუნონ და ისიც თუ გაამართლებს არავინ იცის, ფორტმა კიდე რაც ითამაშა ნორმალური იყო დაცვაშიც და შეტევაშიც, სავარაუდოდ დროც ექნება და იდეალური ვარიანტია მინიმუმ შემცვლელად ამ ეტაპზე და მომავალში რა როლს მოირგებს მაგას პერფორმანსით გავიგებთ, თან გასათვალისწინებელია რო მარცხენა ფლანგის მცველი არაა, მაგრამ მაგ ფლანგზე მშვენივრად თამაშობს, მოკლედ ლამასიის კიდევ ერთი ბრილიანტი იქნება თუ გააგრძელებს განვითარებას.


    ფრიმპონგზე ღირს ჩალიჩი სანამ გვიანი არაა თყ არაადა ვალიადოლიდის და ჟირონას მარჯვენა მცველები და ხულიანი არ არიან ძნა ცუდებიც დესტიც რომ გამოჯანმრთელდება ეგებ ფლიკმა უშველოს

  • C.PC5
    schedule 23 მაი 2024, 10:00
    #2

    კანსელუს სავარაუდოდ ვერ ან არ გამოისყიდიან ისე თამაშობს ამ ბოლო დროს, ბალდე კი დაბრუნდება, მაგრამ მარჯვენა მცველი ისევ არ გვყავს, ვინმეს დაიმატებენო მაგასაც ვერ ვიტყვით, ალბათ მაქსიმუმ ხულიან არაუხო დააბრუნონ და ისიც თუ გაამართლებს არავინ იცის, ფორტმა კიდე რაც ითამაშა ნორმალური იყო დაცვაშიც და შეტევაშიც, სავარაუდოდ დროც ექნება და იდეალური ვარიანტია მინიმუმ შემცვლელად ამ ეტაპზე და მომავალში რა როლს მოირგებს მაგას პერფორმანსით გავიგებთ, თან გასათვალისწინებელია რო მარცხენა ფლანგის მცველი არაა, მაგრამ მაგ ფლანგზე მშვენივრად თამაშობს, მოკლედ ლამასიის კიდევ ერთი ბრილიანტი იქნება თუ გააგრძელებს განვითარებას.

  • ზურაბ
    schedule 23 მაი 2024, 08:55
    #1

    კაი ბიჭია და ვფიქრობ ბალდეზე უკეთესიც უნდა იყოს უბრალოდ ცოტა გამოცდილება ჭირდება