“ბარსელონამ” ლა ლიგის 37-ე ტურში “რაიო ვალიეკანო” დაამარცხა, რითაც მეორე ადგილი გაინაღდა და ესპანეთის სუპერ თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგაში 82 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან “ჟირონას” 4 ქულით გაუსწრო.
“ბარსელონა” ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკს” შეხვდება. მეორე წყვილში კი ერთმანეთს “რეალ მადრიდი” და “მალიორკა” დაუპირისპირდებიან. ტურნირი ზამთარში საუდის არაბეთში გაიმართება.
"ოფიციალურად: ბარსელონამ მეორე ადგილი და სუპერ თასზე თამაში გაინაღდა"
ბრავო!!! საზეიმო სვლა როდისთვისაა დაგეგმილი?
ბარსა კი არ გავიდა მეორეზე, ჟირონა ვერ გავიდა.
ჟირონას ალავესთან და ვილიარეალთან რომ არ გაეფლანგა ქულები, მეორე ადგილს აიღებდა რავა არა.
მეორე ადგილზე გასვლა რო გაგიხარდება… რა დრო დაგვიდგა
მოსალოდნელიც იყო.მაინც ბარსაა.ლომი დაჭრილია მაგრამ გული აქვს ძლიერი.❤️👍⚽️