workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალმერია 0-2 ბარსელონა | მიმოხილვა

ალმერია 0-2 ბარსელონა | მიმოხილვა

ბარსელონამ ლა ლიგის 36-ე ტურში ალმერია სტუმრად 2-0 დაამარცა და ჩემპიონატში მე-2 ადგილის დაკავებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ბარსამ ფერმინ ლოპესის დუბლით იმარჯვა – ახალგაზრდა ფეხბურთელმა მე-14 წუთზე ექტორ ფორტის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით მასპინძელთა მეკარე ლუიშ მაშიმიანუს შანსი არ დაუტოვა, 67-ე წუთზე კი სერჟი რობერტოს ასისტით ამჯერად ფეხით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ბარსელონას 79 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს, მესამე ადგილზე მყოფი ჟირონას აქტივში კი 75 ქულაა. თუ “ბლაუგრანა” დარჩენილ 2 ტურში ამ უპირატესობას არ გაანიავებს და მეორე ადგილს შეინარჩუნებს, ესპანეთის სუპერ თასის საგზურს მოიპოვებს.

ჩავის გუნდი მომდევნო ტურში რაიო ვალიეკანოს უმასპინძლებს, ბოლო ტურში კი რამონ სანჩეს პისხუანზე სევილიას დაუპირისპირდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • F.C.B. ბარსელონა
    schedule 18 მაი 2024, 17:30
    #4

    ამ გაღატაკებულ გუნდში რატომ თხოვენ ახალბედა მწვრთნელს რომ ტიტულები დადოს?მოუყვანონ ნორმალური ფეხბურთელები თუ ტრაკი აქვთ და მერე მოთხოვონ ტიტულები.ვინც არყნდა მოვიდეს ჩემს ცოცორს იზამს რამეს.ასეთ უფულო გუბდში ვინ მოვა?თუ მოვა უმოტივაციო იქნება და აზრი?

  • Rick Sanchez
    schedule 17 მაი 2024, 17:34
    #3

    ფერმინს ყოჩაღ! გვაკლდა ბოლო წლებში გამტანი ნახევარმცველები.

  • nika 54
    schedule 17 მაი 2024, 10:31
    #2

    "ბარსელონამ ლა ლიგის 36-ე ტურში ალმერია სტუმრად 2-0 დაამარცა და ჩემპიონატში მე-2 ადგილის დაკავებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა".
    ხო, თითქმის ლიგის ფინალში გასვლის ტოლფასი ნაბიჯია! გილოცავთ არწივებო!

    ციტატა: me da barca
    ადრე გოლს რომ გაიტანდნენ, მისალოცად ყველა ფეხბურთელი გარბოდა, ეხვეოდნენ, ულოცავდნენ, კოცნიდნენ. ახლა დააკვირდით ფერმინი რომ გაიტანს ან სხვა ახალგაზრდა, რა ხდება, როგორ ულოცავენ. ყველაფერი ჩაკვდა ამ გუნდში თუ რამე კარგი იყო. ფეხბურთელი, რომ გაიტანს და ლაითად ზოგიერთი ულოცავს, ეს ხომ ფეხბურთელს რთგუნავს, როცა აგდებულად ულოცავენ, უკლავს ჟინს. ნუთუ ამას ჩავი ვერ ხედავს, რომ დაალაგოს ეს ამბავი. ეტყობა გასახდელიც არეულია და მინდორზეც იგივე ხდება. დააქცევს ეს გუნდს ბოლომდე სანამ წავა, გუნდი თუ ქვია ამას ესეც საკითხავია. მგონი აქ მარტო ჩავი კი არა ლაპორტადან დაწყებული აბსოლუტურად ყველა გასაყრელია დიდი ცოცხით.

    ცოცხიც ზედმეტია ამათთვის, პანღურით!!!

  • me da barca
    schedule 17 მაი 2024, 03:21
    #1