workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას რაფინიას სანაცვლოდ 80 მილიონი სურს | Sport

ბარსელონას რაფინიას სანაცვლოდ 80 მილიონი სურს | Sport

“ბარსელონას” წარმომადგენლებს ახალი სეზონისთვის სერიოზული გეგმები აქვთ, თუმცა მანამდე შემადგენლობის გადაწყობა და ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებაა საჭირო.

ჯერაც გაურკვეველია ესპანური გრანდის ფეხბურთელის, რაფინიას მომავალი, რომელმაც შესაძლოა კლუბი სწორედ ამ ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს დატოვოს.

Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ჟუამარტი ამ საკითხზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ბლაუგრანა” 27 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 70-80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევი ესპანეთში “ლიდს იუნაიტედან” გადმობარგდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

ამ სეზონში რაფინიამ “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩი გამართა,  9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიიწერა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 13 მაი 2024, 21:03

    ცოტაა. არ ღირს მაგ ფასად გაყიდვა.

  • nika 54
    schedule 13 მაი 2024, 18:11

    100 მილიონს ვიღაცა გვთავაზობდა და ესენი 70-ათ აპირებენ გაყიდვას, მაგარე მარკეტოლოგები არიან. სერესო დაიხმარონ ხოლმე ხანდახან.

  • akaki
    schedule 13 მაი 2024, 16:55

    გაუცვალონ ნაპოლს კვარაში და დაუმატონ ცოტა.ყველაზე ნაღდი იქნება

  • MESSI 2017
    schedule 13 მაი 2024, 14:10

    ციტატა: ზურაბ
    ეს თუ გავუშვით მაშინ მოსაყვანია რომ იამალი დაასვენოს


    ვინმე თავსისუფაკი აგენტები გვჭირდება მარცხნივაც და მარჯვნივაც სკამზე დასაჯდომად

  • ზურაბ
    schedule 13 მაი 2024, 12:40

    ეს თუ გავუშვით მაშინ მოსაყვანია რომ იამალი დაასვენოს

  • Barca
    schedule 13 მაი 2024, 10:05

    გაუშვით

  • La Pulga10
    schedule 13 მაი 2024, 08:33

    ხოდა თუ იხდიან გაატანეთ რა.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 13 მაი 2024, 04:33

    100 ixdida arabebio da amat 80 surt? Ra guli gvaq ddd