მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი – ჩავი ბოლო წლების ყველაზე ცუდ შედეგს აფიქსირებს

მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი – ჩავი ბოლო წლების ყველაზე ცუდ შედეგს აფიქსირებს

ჩავი ერნანდესს “ბარსელონას” ბოლო წლების მწვრთნელთა სიაში მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე დაბალი აქვს.

იმის მიუხედავად, რომ ჩავიმ კლუბს ორი ტიტული მოუტანა, ის მოყვანილი სტატისტიკით ისეთ სპეციალისტებსაც კი ჩამორჩება, როგორებიც კიკე სეტიენი და რონალდ კუმანი არიან, რომლებსაც “ბარსელონაში” ყოფნისას გაცილებით დიდ კრიტიკასთან უწევდათ გამკლავება, ვიდრე ამას ჩავი აკეთებს.

ლუის ენრიკე (2014-2017) – 76% 

ერნესტო ვალვერდე (2017-2020) – 67%

კიკე სეტიენი (2020) – 64%

რონალდ კუმანი (2020-2021) – 58%

ჩავი ერნანდესი (2021-2024) – 54%

თუ სტატისტიკას განვავრცობთ, დამატებით იმის თქმაც შეიძლება, რომ “ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ჩავის მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი ბოლო 20 წლის ყველა დანარჩენი სპეციალისტის შედეგს ჩამორჩება. ერთადერთი გამონაკლისი კარლეს რექსაჩია, რომელსაც 2002 წელს მოგებათა 50%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

შენიშვნა – სტატისტიკა 20 აპრილით თარიღდება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    11 მაი 2024, 19:52

    "ShEmAdGenLoBa Ar VaRgA bRaT"

  • MESSI 2017
    10 მაი 2024, 23:53

    რას ამბობ კაცო ჩავი გენიოსია რათ გვიდნა ფლიკი გავუშვათ ბაიერნში და კიდე გადაგვადუღოს

  • Iniesta_8
    10 მაი 2024, 21:02

    თამაშების ნახევარს ვერ იგებს მასტი. რა უნდა ამას ბარსაში წადი ყატარში ცხვრები მწყემსე.

  • me da barca
    10 მაი 2024, 18:48

    ეს ფეხბურთელების ბრალია, ჩავი რა შუაშია. ჩავი ხომ არ ითამაშებს მათ ნაცვლად.
    მე არა, მაგრამ ზოგიერთები იტყვის ასე.

  • nika 54
    10 მაი 2024, 17:30

    ხოდა რაღას ელოდება ლაპორტა, სანამ რექსაჩის "რეკორდს" არ მოხსნის? რა ცოტა ანტირეკორდები დაამყარა? სეტიენი და კუმანი ხო მოხსნეს მიუხედავად იმისა რო ჩავიზე უკეთესი სტატისტიკა ქონდათ და ეს რა წითელი კვერცხია?

  • ChuxrELia
    10 მაი 2024, 15:58

    ამან ეხლა ყველა თამაში რომც წააგოს, მაინც არ გაუშვებენ. ლაპომ ისეთები იკადრა ჩავის დასარჩენად, რომ ეხლა ნაღდად არ გაუშვებს. თან ფაქტია რო ამას წასვლა უნდოდა და გადააფიქრებინა, მაგრამ აი შემდეგი სეზონის დასაწყისშივე, ერთი ფეხის დაცდენა და გადაამტვრევენ ყველა ჯოხს თავზე. ლევანა ეხლაა ბებერი და ევროდან დაბრუნებული რა იქნება წარმომიდგენია. წელიწად ნახევარი გავიდა მაოფლიოს მერე და ძლივს რაღაც მოახერხა რო მესამე ადგილზე იყოს ბომბარდირებში…

  • zecterr
    10 მაი 2024, 15:44

    მგონია ვერაფერს ვერ შეცვლის და შუა სეზონში გაუშვებენ და მოიყვანენ ვინმე ამის დონის ტრენერს 😂 იმის იმედად რომ ან ალონსო ან კლოპი ან გვარდიოლა მოვა

  • Visca barca
    10 მაი 2024, 15:26

    მესამეზე თუ დაასრულა სეზონი აუცილებლად გასაშვებია.