ჩავი სიმონსს ბარსელონაში დაბრუნება სურს

ჩავი სიმონსს ბარსელონაში დაბრუნება სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი სიმონსს ბარსელონაში დაბრუნება სურს. პსჟ-სთან გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მას უფლება აქვს, აირჩიოს კლუბი, რომელშიც იჯარით წავა, და ნიდერლანდელმა ყოფილი გუნდი აირჩია.

პარი სენ-ჟერმენი ჩავის €100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, ამიტომ ბარსა იმედოვნებს, რომ მას იჯარით აიყვანს. სიმონსის დაბრუნებას ხელი, შესაძლოა, იმანაც შეუწყოს, რომ ბარსელონას მწვრთნელი ჩავი ერნანდესია – ნიდერლანდელის მამა ლეგენდარულ ფეხბურთელს იმდენად აფასებდა, რომ საკუთარ შვილს მისი სახელი დაარქვა.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ჩავი სიმონსი და თავისი აგენტი მალე პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფის შეხვდებიან, რათა ბარსელონაში გადასვლის ვარიანტი განიხილონ.

ჩავი სიმონსი 2010-2019 წლებში “ლა მასიაში” ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ ბარსელონას დატოვება გადაწყვიტა და პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა. ამჟამად იგი პარიზული კლუბიდან იჯარით გერმანულ ლაიფციგში ასპარეზობს. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ბუნდესლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს და ბარსაში მისი დაბრუნება შედეგიანი უნდა იყოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (16)

  • PUIOL5
    09 მაი 2024, 00:58

    ციტატა: Barca1980
    MESSI 2017, ეგ მეც ვიცი, რომ არ მიდის, შედარებისთვის დავწერე თორემ, ვირცისა და სიმონსის ფული კი არა, თავისუფალ აგენტებს დასდევენ ისევ. შეეწირება სავარაუდოდ არაუხოც და დე იონგიც სატრანსფერო მიზნებს და მოათრევენ ისევ 40-50 მილიონის ფარგლებში ხარახურა ხალხს, სკამზე რომ ბევრი გვყავს ისედაც. ბარსელონა არის ერთადერთი კლუბი, რომელმაც არ იცის საშუალო და მაღალ ფასიანი ფეხბურთელების შერჩევა. ამდენი უაზროდ გადაყრილი მილიონი არცერთ გერმანულ კლუბს არ ექნება. რატომ? იმიტომ რომ იქ ყველა პოზიციაზე პროფესიონალები მუშაობენ, გადახედეთ უბრალოდ ბოლო წლებში ბუნდესლიგიდან წასულს იქ გაზრდილ ვარსკვლავებს, უმაღლეს დონეზე აქვთ საფეხბურთო მენეჯმენტი. სკაუტები მაინც აიყვანონ გერმანელები, ვეღარ არჩევენ უკვე ფეხბურთელსა და ხელბურთელს ერთმანეთისაგან.


    არაუხო არაა გასაშვები, დეიონგი კიდე აქამდეც გასაყიდი იყო, უბრალოთ იმდენად სუსტი ნახევარდაცვა გვყავდა რომ ლიდერად გვევლინებოდა, არადა ძაან ჩამოუყალიბებელი და უმარილო ფეხბურთელია, არც აქეთაა და არც იქით, გაყიდონ და მოიყვანონ სუბიმენდი ჩამშლელად და შემტევ ნახევარმცველად ვირცი

  • Rick Sanchez
    08 მაი 2024, 21:23

    ძაან კლასნია ისეე

  • Barca1980
    08 მაი 2024, 19:10

    MESSI 2017, ეგ მეც ვიცი, რომ არ მიდის, შედარებისთვის დავწერე თორემ, ვირცისა და სიმონსის ფული კი არა, თავისუფალ აგენტებს დასდევენ ისევ. შეეწირება სავარაუდოდ არაუხოც და დე იონგიც სატრანსფერო მიზნებს და მოათრევენ ისევ 40-50 მილიონის ფარგლებში ხარახურა ხალხს, სკამზე რომ ბევრი გვყავს ისედაც. ბარსელონა არის ერთადერთი კლუბი, რომელმაც არ იცის საშუალო და მაღალ ფასიანი ფეხბურთელების შერჩევა. ამდენი უაზროდ გადაყრილი მილიონი არცერთ გერმანულ კლუბს არ ექნება. რატომ? იმიტომ რომ იქ ყველა პოზიციაზე პროფესიონალები მუშაობენ, გადახედეთ უბრალოდ ბოლო წლებში ბუნდესლიგიდან წასულს იქ გაზრდილ ვარსკვლავებს, უმაღლეს დონეზე აქვთ საფეხბურთო მენეჯმენტი. სკაუტები მაინც აიყვანონ გერმანელები, ვეღარ არჩევენ უკვე ფეხბურთელსა და ხელბურთელს ერთმანეთისაგან.

  • M10 S9 D11
    08 მაი 2024, 17:54

    ვირცი მუსიალა ან ეს ამ სამიდან ერთი უეჭველი მოსაყვანია ყველაზე რეალურ ვარიანტად მუსიალა მიმაჩნია ვირცის მოყვანა ალონსოს დარჩენის გამო ძალიან გართულდება და სიმონსს ნა პრინციპუ არ მოგვყიდის პესეჟე

  • Neymar
    08 მაი 2024, 16:57

    ეს ვირცი ან მუსიალა ამ სამიდან რომელიმე თუ არ მოვიყვანეთ მაგარი დაგვერხევა მომავალ წელსაც ამიტომ რამე ქნან სჯობს თუნდაც იჯარით ეს 1 წლის განმავლობაში და მერე ალონსო თუ წავა ლევერკუზენიდან იმ "კულე" ვირცზე იჩალიჩონ ბელინგემს არაფრით არ ჩამოუვარდება თუ არ სჯობს დაჟე

  • me da barca
    08 მაი 2024, 16:45

    აქ არ იყო, რომ გაიქცა?! რას მიაღწია საინტერესოა ამ მონათმფლობელ ხალიფასთან.

  • nika 54
    08 მაი 2024, 15:51

    " სიმონსის დაბრუნებას ხელი, შესაძლოა, იმანაც შეუწყოს, რომ ბარსელონას მწვრთნელი ჩავი ერნანდესია – ნიდერლანდელის მამა ლეგენდარულ ფეხბურთელს იმდენად აფასებდა, რომ საკუთარ შვილს მისი სახელი დაარქვა"
    თუ ასეა მაშინ გადმოსულა უეჭველი, ქართულ ჯიგრულ პონტში. პროსტო ერთი ეგ არის ხელაიფის სულ ერთ ადგილზე კიდია ჩავის და სიმონსის მამის ურთიერთობის დეტალები.

  • ზურაბ
    08 მაი 2024, 14:25

    რა ბიჭი დავკარგეთ. მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ არ მოიცადა ეგრევე გავარდა

  • 4-3-3
    08 მაი 2024, 14:18

    პედრის არ ჩამოვწერდი ჯერ… მაგრამ თუ ასე ტრავმებით გააგრძელა მაშინ სიმონსი იდეალური ვარიანტი იქნება ცენტრში გავისთან ერთად… დაბალი ხელფასის გამო წავიდა და არ დაელოდა თავის შანსს ბარსაში მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან სწორად მოიქცა, ჩემი აზრით.

  • gio-rakitich
    08 მაი 2024, 13:38

    ოოჰ ნახ.. უი რა კი მაგარია და მაგრად მევასება მარა იჯარა არა ეხლა ის, იჯარით წაიყვანონ ორიოლ რომეუ მაგ პეტუხებმა

  • rivaldo80
    08 მაი 2024, 12:37

    ეს გრანდის იგროკი არ მგონია საშუალო დონე იქნება სულ

  • NEYBarca
    08 მაი 2024, 12:23

    გავუცვალოთ პედრიში 😁 თან ენრიკეს ევასება პედრი

  • MESSI 2017
    08 მაი 2024, 10:27

    ციტატა: Barca1980
    სიმონსში 100 მილიონის გადახდას , თანაც პსჟ-თვის , მაგას ჯობია ვირცი იყიდონ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ იყო ეგ ბიჭი საყიდელი და ალვარესი მოაყოლონ ზემოდან, თუ წინა ხაზში მოძრაობამ არ მოიმატა , გამორიცხულია ესეთ ტემპში მოძრავი შემტევებით რამე მოიგო. არადა თავის დროზე, ორივეში მაქსიმუმ 50 მილიონი გადაგვეხადა, ჩვენ მაგ ფასად ლევანდოვსი ვიყიდეთ და ეხლა ისევ ფორვარდს ვეძებთ. ადექით და მიქაუტაძე იყიდეთ, ყველა ბარსას შემტევს ერთად აღებულს თუ არ ჯობდეს. დარტყმა აქვს, მოძრავია პასის კულტურა აქვს , კაცზე მიდის და გამძლეობაც არ დაეწუნებაა . ასეულობით მილიონი გვაქვს გადაყრილი და 9 მილიონი რაღაა მაგასთან შედარებით , ყველგან სადაც ითამაშა სტატისტიკა დადო , მეტი რა უნდა ქნას , სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში.


    ვირცი არ მიდის წელს არააა თქვა რომ რჩება სანამ ალონსო იქნება ლევერკუზენში ვრიცი არ წამოვა ფრიმპონგი არის ერთადერთი ვარიანტი ვინც შეიძლება წამოვიდეს მანდედან წელს და დროზე უნდა იმუშავინ მაგაზე

  • Barca1980
    08 მაი 2024, 08:58

    სიმონსში 100 მილიონის გადახდას , თანაც პსჟ-თვის , მაგას ჯობია ვირცი იყიდონ, ჯერ კიდევ სამი წლის წინ იყო ეგ ბიჭი საყიდელი და ალვარესი მოაყოლონ ზემოდან, თუ წინა ხაზში მოძრაობამ არ მოიმატა , გამორიცხულია ესეთ ტემპში რამე მოიგო. არადა თავის დროზე, ორივეში მაქსიმუმ 50 მილიონი გადაგვეხადა, ჩვენ მაგ ფასად ლევანდოვსი ვიყიდეთ და ეხლა ისევ ფორვარდს ვეძებთ. ადექით და მიქაუტაძე იყიდეთ, ყველა ბარსას შემტევს ერთად აღებულს თუ არ ჯობდეს. დარტყმა აქვს, მოძრავია პასის კულტურა აქვს , კაცზე მიდის და გამძლეობაც არ დაეწუნებაა . ასეულობით მილიონი გვაქვს გადაყრილი და 9 მილიონი რაღაა მაგასთან შედარებით , ყველგან სადაც ითამაშა სტატისტიკა დადო , მეტი რა უნდა ქნას , სამივე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

  • shu1987
    08 მაი 2024, 07:19

    შანსი ნული, პსჟზეა საუბარი და ასეთი სეზონის მერე ამას ვინ გამოუშვებს ენრიკე დაიტოვებს(თუ დორტმუნდის მერე არ აახვევინეს)

  • Don_Andresito
    08 მაი 2024, 04:55

    კი მ9გვაიჯარებს ხელაიფი კი. რეებს წერენ პროსტა

    არჩევის უფლება მონათმფლობელ გუნდში არავის აქვს, ერთი რაბიოს აარჩევინეს ვერატის ნეიმარს ან მბაპეს