workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნიკო უილიამსი დეკუს ფავორიტია

ნიკო უილიამსი დეკუს ფავორიტია

მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” თავდასხმის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას შეეცდება, ხოლო კლუბის სპორტული დირექტორი დეკუს ფავორიტი ამ პოზიციაზე ნიკო უილიამსია.

არსებული კონტრაქტის მიხედვით, “ატლეტიკ ბილბაოს” თავდამსხმელის გამოსასყიდი 50 მილიონი ევროა. ამასთან ერთად, ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებით “ასტონ ვილა”, “ჩელსი” და “ლივერპულიც” ინტერესდება.

ნიკო უილიამსი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია. ბოლო ორი წლის განმავლობაში 21 წლის თავდამსხმელი თავის კლუბსა და ნაკრებში სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობდა. მიმდინარე სეზონში კი ყველა ჩემპიონატზე ჩატარებულ 34 მატჩში მან 23 გოლში მიიღო მონაწილეობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • Bakero
    schedule 09 მაი 2024, 01:19
    #17

    ციტატა: MESSI 2017
    ჯერსერთი ნიკო მარჯვნივ არის საუკეთესო გამაგიჟებს ბიჭო ეს ვუნდი ბერნანდოს და ნიკოს მარცხენა ფლანგზე რატომ განიხილავენ???


    joy joy joy სპორტულ დირექტორად გვყავს ადამიანი (დეკუ) რომელმაც მარცხენა და მარჯვენა არ იცის რომ ჰკითხო იამალი და რაფინია რომელ მხარეს თამაშობენ უკეთესადო ვერ გიპასუხებს როჟას ჯერ ის ვერ გაურკვევია თავის გუნდში ვინ რა პოზიციაზეა უკეთესი და გუნდის სპორტული დირექტორია rage

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 08 მაი 2024, 23:59
    #16

    ციტატა: Rick Sanchez
    ისეთი ვინგერია საჭირო რომელსაც გოლის ალღო აქვს, ეჰ ფატი ფატი…


    მართლაც ფატი ფატი ((

  • Rick Sanchez
    schedule 08 მაი 2024, 21:30
    #15

    ისეთი ვინგერია საჭირო რომელსაც გოლის ალღო აქვს, ეჰ ფატი ფატი…

  • mesi_10
    schedule 08 მაი 2024, 21:01
    #14

    პირადათ მე მომწონს ამის თამაში და 50 მილიონი მისაღები თანხაა. ბარსას მაგრათ მოუხდება და გააძლიერებს ჰოდა სანამ ჯერ კიდევ 50 მილიონი ღირს უნდა იჩქარონ ვინაიდან სხვა გუნდების ინტერესიც არის ამ ფეხბურთელზე და ეს კი ფინანსურ მანიპულაციებს გამოიწვევს და ხელოვნურათ გაიზრდის ფასს რისი გადახდაც პრემიერლიგის გუნდებს არ გაუჭირდება მარა ბარსა მაგრათ გაიჭყლიტება.

  • M10 S9 D11
    schedule 08 მაი 2024, 17:50
    #13

    დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამას ბარსაში ძაან მაგარი ბიჭია ეს

  • ზურაბ
    schedule 08 მაი 2024, 16:12
    #12

    მეც მგონია რომ რაფინია იამალი უნდა დავიტოვოტ და დავიმატოთ ნიკო. ეს ტორესის გაყიდვა გავიგე არ მოგვწონს მაგრამ მეოთხ კრაის ფეხბურთელი ხომ უნდა გვყავდეს. მაშინ ვინმე შემტევი ნახევარმცველი უნდა დავიმატოთ შემქმნელი რომელსაც კრაიზე თამაშიც შეუძლია.. ეგეთი არის მაგალითად ისაკიც რომელსაც კრაიზე თამაშიც შეუძლია უბრალოდ ნიუკასლი იაფად არ მოგვცემს

  • nika 54
    schedule 08 მაი 2024, 15:32
    #11

    ციტატა: gio-rakitich

    ციტატა: shu1987
    ფერანიც და რაფინიაც ორივე უნდა გაიყიდოს ეს მოიყვანონ და საყრდენი ძაან კარგი იქნება, მე არც გუნდოგანი არ მხიბლავს ერთი ეგაა სკამს თუ გააძლიერებს თორე კარიერის ბოლოსაა და ძირითადში არცკი უნდა განიხილებოდეს. პედრიმ თუარ მოუმატა თან ტრანმვები ეგეც გასაყიდი იქნება .


    ამ სატრანსფერო ფინანსებით და მდგომარეობით რაფინია არაა გასაყიდი, ერთერთი მთავარი ასისტენტია და შემტევია ვინც სულს და გულს დებს შეტევებში და ყველაზე მეტს შრომობს რაფინია რო გაყიდიონ მარჯვნივაც და მარცხნივაც მაგაზე უკეთესი უბდა მოიყვანონ ორივე ფლანგზე და მაინც ვინუნდა იყოს ორი ეგეთი? თან ჩამშლელიც საყიდელი ყავთ


    რაფინიას გაყიდვას ტორესი გავყიდოთ უკეთესი იქნება. ნიკო მშვენიერია ზუსტად ისეთია, ჩავის რო დემბელეში მოსწონდა სწრაფი და "ამოუცნობი" თან უფრო მებრძოლია ფელიშს კი არ გავს, პირველივე დაკარგულ ბურთზე რო კარგავს თამაშის ინტერესს.

  • Messi 10
    schedule 08 მაი 2024, 14:45
    #10

    აქ ნიკოს ისე ვიწუნებთ თითქოს ვიღაც გორის დილას ფეხბურთელი იტოს არაპერსპეკტივით. ვისაც ნოკოს თამაშები აქვს ნანახი გინდ ატლეტიკში და გინ ნაკრებში ამ ბავშვის დაწუნება თანაც იმ ფასში რაც აქვს როგორ შეიძლება? ამაზე უკეთესი მაგ ფასში ვინ გეგულებათ? ესეც გამოსასყიდი უწერია თორე კონტრაქტს თუ განაახლებს მართლა გგონიათ ლა ლიგის საუკეთესო ასისტს 50 მილიონად ვინმე მოგვცემს? აბა გვყავდეს შეტევაში 16 წლის ლამინი, გადაღძუებული ლევანდოვსკი, ყოვლად უნიჭო ფერანი და ვიწუწუნოთ მერე რატო ვერაფერს ვიგებთო 🙂 არ გვაქვს ეს 100 და 200 მილიონები კვარას რომ ითხოვთ (უმეტესობა იმიტომ ითხოვთ რომ ქართველია თორე ნიკო ამ სეზონში კვარაზე უკეთესი სტატისტიკითაა) თორე მუსიალაც იგივე ფასი ღირს თითქმის რაც კვარა და რომელი უკეთესია გულწეფელები რომ ვიყოთ? რატო მუსიალას არ ვითხოვთ?

  • gio-rakitich
    schedule 08 მაი 2024, 13:44
    #9

    ციტატა: shu1987
    ფერანიც და რაფინიაც ორივე უნდა გაიყიდოს ეს მოიყვანონ და საყრდენი ძაან კარგი იქნება, მე არც გუნდოგანი არ მხიბლავს ერთი ეგაა სკამს თუ გააძლიერებს თორე კარიერის ბოლოსაა და ძირითადში არცკი უნდა განიხილებოდეს. პედრიმ თუარ მოუმატა თან ტრანმვები ეგეც გასაყიდი იქნება .


    ამ სატრანსფერო ფინანსებით და მდგომარეობით რაფინია არაა გასაყიდი, ერთერთი მთავარი ასისტენტია და შემტევია ვინც სულს და გულს დებს შეტევებში და ყველაზე მეტს შრომობს რაფინია რო გაყიდიონ მარჯვნივაც და მარცხნივაც მაგაზე უკეთესი უბდა მოიყვანონ ორივე ფლანგზე და მაინც ვინუნდა იყოს ორი ეგეთი? თან ჩამშლელიც საყიდელი ყავთ

  • ზურაბ
    schedule 08 მაი 2024, 13:30
    #8

    ციტატა: ტიტი
    ეს დემბელე 2.0 ნაღდად არ გამოგვადგება ფიზიკურადაც ძალოან სუსტია და თან მარცხნივ, რა სისულელეა. თუ 50-60 უნდა გავავიხადოთ 80 და ბარემ კვარა მოიყვანონ.


    ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ დემბელე ორი არაა. მერე ეგ სწორედ მაგ პოზიციაზე თამაშობვს სადაც ძაან გვიჭირს შეტევები და კიდევ ესპანელია კარგად იცის ესპანური ფეხბურთი და პლიუს ნაკრებში ხშირად თამაშობს და კიდევ ხშირად მოუწევს გავებთან პედრებთან იამალებთან და კუბასებთან . რაც შეეხება 60 მილიონს მგონი 50მ არის გამოსასყიდი და რავიცი იქნებ დაეჩალიჩონ და 40 შიც გამოგვატანონ. კვარა კარგია მაგრამ 30 ის დამატებით არავინ მოგცემს თუნდაც 80 ში კვარას. ის ღორი პორნო ბიზნესმენი 100ს ითხოვს ასე რომ დაივიწყე კვარა ჩვენ არ გვაქვს 100მ ფული.

  • rivaldo80
    schedule 08 მაი 2024, 11:28
    #7

    კარგია მაგრამ გოლის ალღო არ აქვს

  • ტიტი
    schedule 08 მაი 2024, 11:21
    #6

    ეს დემბელე 2.0 ნაღდად არ გამოგვადგება ფიზიკურადაც ძალოან სუსტია და თან მარცხნივ, რა სისულელეა. თუ 50-60 უნდა გავავიხადოთ 80 და ბარემ კვარა მოიყვანონ.

  • Old Man
    schedule 08 მაი 2024, 11:18
    #5

    ესენი მომავლისკენაც არ იყურებიან. ეს ბიჭი არაა ბარსას დონის, რაფინიასავით თუ სივრცე იქნება გაიქცევა და ჩააწოდებს თორე ვერ შეიქმნის თვითონ მომენტს, მოტყუება არ იცის, დარტყმითაც ვერ ბრწყინავს, ვინც მოუდით იმას ყიდულობენ და არა ვინც ჭირდება გუნდს, გული მერევა უკვე ამათ სატრანსფერო პოლიტიკაზე. რა ნიკო და გვიდო? იქეთ ბელინგემს და მბაპეს ყიდულობენ. ან ამ როკემ იცის თუ არა ფეხბურთი გვაჩვენონ მაინც. რამდენი კაი შესაძლებლობაა ისაკი, ტროსარი, მიტომა, ვირცი, მუსიალა, კვარა, ოლისე, ლაუტარო, ადეიემი, სანჩოს წაყვანას იხვეწებოდა იუნაიტედის და აგერ რა კარგად თამაშობს ბორუსიაში. სატრანსფერო პოლიტიკა არის 0. ცენტრფორვარდზე არც კი ლაპარაკობენ ვითომ ყველაფერი რიგზეა 3 მეტრს ვერ გარბის ბურთიანად ჩვენი ლეგენდა. რა ვიცი ძმაო მარტო მე თუ მეჩვენება ეს ყველაფერი აბსურდად ბაზარი არაა მაშინ. პროსტა ნიკო რაის კაია არ გინახავთ თამაშები ? ჰარვი ბარნსი მირჩევნია ორჯერ. ძალინ ჩვეულებრივი ვინგერია ყველა მორეხარისხოვან გუნდს ყავს ასეთი ერთი ვინგერი.

  • MESSI 2017
    schedule 08 მაი 2024, 10:25
    #4

    ჯერსერთი ნიკო მარჯვნივ არის საუკეთესო გამაგიჟებს ბიჭო ეს ვუნდი ბერნანდოს და ნიკოს მარცხენა ფლანგზე რატომ განიხილავენ???

  • La Pulga10
    schedule 08 მაი 2024, 09:11
    #3

    50 მილიონის ტრაკიც არ გვაქვს უნდა დააკლებინონ. ფერანი 30 ად მაინც თუ გაიყიდა კარგი იქნება. ეგ რა შემოგვტენა გვარდიოლამ იმენა.

  • sandro89
    schedule 08 მაი 2024, 07:35
    #2

    ნიკო ცუდი არარი მაგრამ თუ ვინმე მოსაყვანია ეს ლეაოა

  • shu1987
    schedule 08 მაი 2024, 07:22
    #1

    ფერანიც და რაფინიაც ორივე უნდა გაიყიდოს ეს მოიყვანონ და საყრდენი ძაან კარგი იქნება, მე არც გუნდოგანი არ მხიბლავს ერთი ეგაა სკამს თუ გააძლიერებს თორე კარიერის ბოლოსაა და ძირითადში არცკი უნდა განიხილებოდეს. პედრიმ თუარ მოუმატა თან ტრანმვები ეგეც გასაყიდი იქნება .