workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ალექს ბაენა: ბარსელონაში თამაში ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა

ალექს ბაენა: ბარსელონაში თამაში ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა

ვილიარეალის ნახევარმცველმა, ალექს ბაენამ განაცხადა, რომ ბარსელონაში ტრანსფერი სურს.

ბარსაში თამაში ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნებაა. ბარსელონა მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. 

კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მიწერია – ჩემს გასაფორმებლად €60 მილიონია საჭირო. 

– თქვა ესპანელმა Carrusel-თან ინტერვიუში.

ბაენა შემტევითი სტილის ნახევარმცველია. 22 წლის ფეხბურთელს ვილიარეალის რიგებში 111 მატჩი აქვს ჩატარებული და ამასთან, მის ანგარიშზე 19 გოლი და 28 ასისტია.

ალექსი ვილიარეალის აღზრდილია, 1 სეზონი კი იჯარით ჟირონაში გაატარა. 2023 წლიდან ის ესპანეთის ნაკრების წევრიცაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 02 მაი 2024, 21:05

    ჯერ 22 წლისაა და თუ ძალიან უნდა ბარსელონაში, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვას, მე მგონი უფრო ნაკლებად მოგვცემენ.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 30 აპრ 2024, 13:23

    Auh dd 60 milioni xoar gedzvireba dzmajan. zogjer bindzurad tamashobs mara utvino fexburteli araa ise…