workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 4-2 ვალენსია | ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი და 3 ქულა

ბარსელონა 4-2 ვალენსია | ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი და 3 ქულა

ბარსელონამ ლა ლიგის 33-ე ტურში ვალენსია 4-2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაიბრუნა.

ბარსა 22-ე წუთზე თავური დარტყმით ფერმინ ლოპესმა დააწინაურა. ამ გოლიდან 5 წუთში უგო დურომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის უხეში შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, მალევე კი რონალდ არაუხოც შეცდა და “ბლაუგრანას” კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც პეპელუმ გოლად აქცია. სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს, საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში გამო გიორგი მამარდაშვილი მოედნიდან გააძევეს და ვალენსია 10 კაცით დარჩა.

მეორე ნახევრის სტარტზე, ილქაი გიუნდოგანის მიერ მოწოდებული კუთხურით შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ თავით წონასწორობა აღადგინა, 82-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და ბარსელონა წინ გაიყვანა. კომპენსირებულ დროში პოლონელმა ჯარიმაც გაიტანა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 4-2 დააფიქსირა.

ლევანდოვსკისთვის ეს ბარსაში პირველი საჯარიმო გოლია. ამასთან, რობერტი, სამუელ ეტო’ოს (2005) შემდეგ, ბარსელონას პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ერთ მატჩში თავით 2 გოლი გაიტანა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მას ლა ლიგაში 16 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზე გადავიდა. მის წინ ჯუდ ბელინგემი (17), ალექსანდრ სორლოტი (17) და არტიომ დოვბიკი (19) არიან.

ამჟამად ბარსელონას 73 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, რეალ მადრიდის ანგარიშზე კი 84 ქულაა.

ბარსა ლა ლიგაში მომდევნო მატჩს 4 მაისს გამართავს და სტუმრად ჟირონას დაუპირისპირდება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 02 მაი 2024, 21:21
    #2

    ციტატა: ერლინგ ჰოლანდი
    არაუხო დაწყევლა ვინმემ ? ორ თამაშში ზედიზედ ასე რო ცდება ?


    ხო ბაიერნმა, იმდენჯერ დაპატიჟეს თავისთან რო მგონი გონებით იქაა უკვე.

  • ერლინგ ჰოლანდი
    schedule 30 აპრ 2024, 08:49
    #1

    არაუხო დაწყევლა ვინმემ ? ორ თამაშში ზედიზედ ასე რო ცდება ?