დე ბური და ვან ბასტენი კანსელუს აკრიტიკებენ

დე ბური და ვან ბასტენი კანსელუს აკრიტიკებენ

წარსულში ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელებმა რონალდ დე ბურმა და მარკო ვან ბასტენმა გუშინ “ელ კლასიკოს” მიმდინარეობისას Ziggo Sport-ის პირდაპირ ეთერში “ბარსელონას” მცველი ჟოაუ კანსელუ მწვავედ გააკრიტიკეს.

რონალდ დე ბური:

ახლა ვიცი, რატომ არ მოსწონს პეპ გვარდიოლას კანსელუ. ეს ბიჭი თავის ფეხბურთს თამაშობს და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა გააკეთოს ბურთით. ჯანდაბა, შენ მცველი ხარ!

მარკო ვან ბასტენი:

სიგიჟეა, რომ კანსელუ 29 წლის ასაკში იმავე შეცდომებს ისევ იმეორებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (17)

  • F.C.B. ბარსელონა
    23 აპრ 2024, 23:23

    მცველად არ ვარგა არაა კანსელუ

  • M10 S9 D11
    23 აპრ 2024, 10:31

    ბოლო ორი თამაშია კრიტიკას ვერ უძლებს კანსელოს თამაში არ ვიცი როგორ უნდა მოიქცნენ გამოისყიდონ თუ არა ფელიშის გამოსყიდვას აზრი არ აქვს ხასიათის იგროკია

  • nika 54
    22 აპრ 2024, 18:31

    მერე "თავის ფეხბურთს" რო თამაშობდა ეგ ვიღას ბრალია? მწვრთნელი აბა რათ გვინდა გუნდში. თუ ჩავია უძლიერესი და პეპი სუსტი? მეც სულ მიკვირდა ეს კაცი მცველი იყო და ფელიშის ადგილზე თამაშობდა მაგის ადგილი კი ისევე დირკა იყო როგორც მაგის მოყვანამდე. ისე ჩავიზე გამახსენდა კიდევ ფიქრობს ჩემპიონობაზე? ან როდის მიდის? აუცილებელია სეზონის ბოლომდე იჯდეს თავის კრესლოში? მოიყვანონ ნორმალური მწვრთნელი და დაიწყოს ეხლავე საქმიანობა, რო სეზონის დაწყებამდე მოასწროს რაღაცის აწყობა.

  • Clever liar
    22 აპრ 2024, 17:26

    ციტატა: Barca for life
    რაში ჭირდებოდათ და რეალურად პირველი კლასიკო იყო ახალ ბერნაბეუზე და წაგებით ხომ ვერ შეხვდებოდა ეგ *ლე ეგ.


    ცვეტში, +1 მაგაზე არ მიფიქრია მარტო 🙂

  • me da barca
    22 აპრ 2024, 16:07

    არ უნდა გამოისყიდონ და წერტილი. ასეთ შეცდომებს ეს კიდევ ბევრს დაუშვებს, პეპი დებილი არ არის ამას სკამს, რომ ახეხინებდა. ან რამხელა ფასი დაადო სიტიმ, იცის რა ლოხებიც არიან ბარსას ხელმძღვანელობაში და შეიძლება გაასუხაროს მაგ ფასად. ფული ამათ არააქვთ და აკადემიას მაინც მიხედონ.

  • rivaldo80
    22 აპრ 2024, 14:07

    ხასიათების კაცია რა შეცდომაც დემბელეს გოლზე დაუშვა ზუსტად იგივე ქნაა ვასკესის გოლზე 😂

  • Chico
    22 აპრ 2024, 12:49

    მართალია! ბოლო ორ ყველაზე მნიშვნელივან მატჩებში, კანსელომ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომები. შედეგი სახეზეა… მაგრამ ნუ დავაცხრებით ეგრევე ამ ბიჭს. შეცდომები ყველას მოსდის, ვერ ვიტყვით რომ კანსელომ ცუდი სეზონი ჩაატარა., თანაც არა თავის პოზიციაზე. მე ვფიქრობ, რომ ეგ უნდა დარჩეს გუნდში. სამწუხაროა, რომ მისი შეცდომები საბედისწერო გამოდგა, მაგრამ ეს არის რაც არის…..

  • MESSI 2017
    22 აპრ 2024, 12:47

    ციტატა: Rick Sanchez
    კარგი შემტევია, დაცვაში არ ვარგა.. მე მაინც გამოვისყიდდი და 3 მცველიან ტაქტიკას მოვსინჯავდი.


    კანსელუს ფასად ფრიმპონგის გამოსყიდვა შეიძლება

  • Rick Sanchez
    22 აპრ 2024, 11:59

    კარგი შემტევია, დაცვაში არ ვარგა.. მე მაინც გამოვისყიდდი და 3 მცველიან ტაქტიკას მოვსინჯავდი.

  • basa7
    22 აპრ 2024, 11:46

    ეგ თქვენ მოგწონდათ თორე მე თავიდანვე ვამბობდი. ზამენის იგროკად კარგია.

  • Clever liar
    22 აპრ 2024, 11:28

    გატყდა კანსელუ პესეჟესთან მარცხის შემდეგ ისევე როგორც გატყდა სრულიად ბარსელონა და რაღაც წილი გასაგებია ყველასგან ვინც გუშინ ფაქტიურად მოედანზე ფეხი ვერ გაანძრია (არანაირად გასასამართლებელი) თუმცაღა რაც მადრიდში მოხდა ეს ყოველგვარ საფეხბურთო თუ სამსაჯო ჩარჩოებს გასცდა. ეს არ გავდა არც ფარულად სხვისი ქულების მითვისებას, არც მეტოქე გუნდის უსუსურობით სარგებლობისას მზაკვრულად ქულების დაუფლებას და არც შემთხვევითობის პრინციპით შემომეძარცვას. ეს რაღაც მარაზმს გავდა წინასწარ კარგად დაგეგმილ და გაცნობიერებულ ყაჩაღობას "შიგ სანტიაგო ბერნაბეუში"
    რომელი მსაჯთა ბრიგადა არ ცდება და რომელ მატში, მაგრამ ასე ცალმხრივად ასე გამიზნულად და ასე მეძავურად ყოველი სადაო სიტუაციის გადაწყვეტა მადრიდელთა სასარგებლოდ მე არ მახსენდება აქამდე არცერთ კლასიკოში. რაში ჭირდებოდათ მერენგებს ეს ზედმეტი თავსატეხი, რა აუცილებლობა იყო ამ 3 ქულაში ასეთი, ან სად მონახეს ამდენი დედაზე ადრე მოთხრილი მსაჯი მონდვრის საფარზე თუ ვარის კაბინეტში, ეგ თვითონ მამაშა პერესმაც ვეღარ გაიგო მემგონი გუშინ 😀

  • david villa
    22 აპრ 2024, 11:23

    ყველა ჩაწოდება ან შეტევა მისი მხრიდან გადის რადუნდა მაგას დაუნახაობა.

  • Barca for life
    22 აპრ 2024, 11:18

    ფრიმპონგია დასათრევიიი, რად უნდა ამას ამდენი ბაზარი.

  • araujo4
    22 აპრ 2024, 10:52

    ჩვენ ვართ პროსტა ისეთ უბედურ სოტუაციაში რო, სეზონის სტარტზე ამის თამაშმა აღფრთოვანება გამოიწვია თორე ხო ხედავდით სიტიში სკამზე იჯდა, დაჟე ნაკრებშიც

  • La Pulga10
    22 აპრ 2024, 10:31

    სწორია

  • Iniesta_8
    22 აპრ 2024, 10:29

    პეპი, ტუხელი, სანტუში ყველა ერთდროულად არ შეცდებოდა, კანსელუს მართლა სერიოზული პრობლემები აქვს და მაგაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება.

  • Flying Dutchman
    22 აპრ 2024, 10:10

    ფაქტია აურია კანსელუმ სეზონის გადამწყვეტ ფაზაში. მაგრამ ლიგის ჯგუფიდან რომ გაგვიყვანა ეგ არ დაგვავიწყდეს.