“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ბარსელონასთან” გასამართი განმეორებითი მატჩის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.
პსჟ-ს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აშრაფ ჰაკიმი დაუბრუნდა. მაროკოელმა მარჯვენა მცველმა მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
სრულად გამოჯანმრთელდა პარიზელთა ამომავალი ვარსკვლავი ვარენ ზაირ-ემერი. ახალგაზრდა ნახევარმცველი წინა მატჩში ბოლომდე მზად არ იყო, რის გამოც ის ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფებოდა.
“პარი სენ-ჟერმენს” დანაკლისი თითქმის არ აქვს. ფრანგებს მხოლოდ პრესნელ კიმპემბე, ლაივინ კურზავა და სერხიო რიკო არ ეყოლებათ, რომლებიც ისედაც უკვე დიდი ხანია ტრავმირებულები არიან.
პსჟ-ის განაცხადი ასეთია: ნავასი, ჰაკიმი, უგარტე, მარკინიოსი, მპაბე, რუისი, რამოში, დემბელე, ასენსიო, პერეირა, ვიტინია, ლი, ლ. ერნანდესი, კოლო მუანი, მენდეში, მუკიელე, სოლერი, ბარკოლა, ზაირ-ემერი, ბერალდო, შკრინიარი, ტენასი, დონარუმა.
არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაუბრუნდათ და ვინ არა, მოსაგებია ყველა ვარიანტში ეს მატჩი.
იმედია დღეს დილის ვარჯიშზე ვინმე დაელეწებათ ან 2 ერთად. მაგალითად მბაპე.
1-1 მორჩება ეს თამაში, დაძაბულობა კი პიკს მიაღწევს!
პორველი 30 წუთი უნდა გავძლოთ და მერე დიდი ანგარიშით მოვუგებთ. შეიძლება 3-0 ც იყოს
ხვალ მაგარი საშიში თამაშია უფრო რთული ვიდრე პირველი წრე ფანებმა უნდა ივაჟკაცონ და უკან არ უდნა დავდგეთ ყორე აუცილებელია გავუშვებთ გოლებს ამიტომ იყო რა საჭირო ეს მე4 გოლი გაეკეთებინა ფელიშს იქ პასი ფერანზე და ჰო იქნებოდა 4-2
2:1 და მორჩეს კინო ფრეც მისაღებია პროსტა დემბელეს ჩაკუკებული სიფათი გაასწორებს პარიზში რომ იგემა ის გოლი რომ აღნიშნა და ბოლოს ჩაუკუკა ხასიათი