პარი სენ-ჟერმენი 2-3 ბარსელონა | ბარსას საოცარი ქამბექი პარიზში

პარი სენ-ჟერმენი 2-3 ბარსელონა | ბარსას საოცარი ქამბექი პარიზში

“ბარსელონამ” “პარი სენ-ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩში პარიზში გასვლაზე 3-2 მოიგო.

მატჩი პარიზელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ “ბარსამ” ნელ-ნელა მეტოქეს ზეწოლა შეამცირებინა და პირველი გოლიც თავად გაიტანა: 37-ე წუთზე რაფინია ბელოლიმ ანგარიში გახსნა და პირველი ტაიმი ჩავის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარი პსჟ-მა ისევ აქტიურად დაიწყო, “ბლაუგრანა” დაბნეული ჩანდა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და სამწუთიან მონაკვეთში მეტოქეს 2 გოლი გაუტანეს: 48-ე წუთზე უსმან დემბელემ შეაგდო, 51-ზე კი – ვიტინიამ.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, სიტუაციის შემოატრიალება მაინც შეძლო. შოკიდან გამოსვლის შემდეგ, 62-ე წუთზე, მოედანზე წამებით ადრე გამოსული პედრის პასით, რაფინიამ დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, 77-ე წუთზე კი, მინდორზე 2 წუთით ადრე შესულმა ანდრეას კრისტენსენმა, ილქაი გიუნდოგანის ჩაწოდების შემდეგ, ჯანლუიჯი დონარუმას კარი თავური დარტყმით აიღო და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, რაფინია გახდა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ჟიულ კუნდეს შესანიშნავი პერფორმანსი, რომელმაც კილიან მბაპეს, ფაქტობრივად, ფეხი არ გაანძრევინა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გადაკეტა.

განმეორებითი მატჩი 16 აპრილს ბარსელონაში ჩატარდება, მანამდე კი “ბარსა” ლა ლიგაში “კადისს” (13 აპრილს) შეხვდება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (31)

  • geobcn33
    11 აპრ 2024, 15:38

    ფინალში გასვლამდე ეორი ნაბიჯია დამიჯერეთ! ასეთი მონდომებით და გუნდურობით ნებისმიერი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი! ასე რომ: ჩვენ ვართ ბარსელონააა!!!🔴🔵🔴🔵🇬🇪✊

  • nika 54
    11 აპრ 2024, 14:49

    მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, რაფინია გახდა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ჟიულ კუნდეს შესანიშნავი პერფორმანსი, რომელმაც კილიან მბაპეს, ფაქტობრივად, ფეხი არ გაანძრევინა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გადაკეტა.
    თუ არ ჩავთვლით, მბაპეს გაქცევას როცა პირით ხაზიდან ბურთი შემოაბრუნა და არაუხოს გავლით დემბელე დებილს მიუვიდა და მანაც რაც არ უნდა საკვირველი იყოს გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა თითო შეცდომა თუ შემთხვევა ყველას მოსდის, მაგრამ ერთი ესეთიც და მოგებაც არ იქნებოდა. ამიტომ განმეორებითში უდიდესი ყურადღება დაცვას არავითარი ზედმეტი პასაობა, რაც ძალიან ცუდად შეიძლება შემოგვიბრუნდეს.

  • Rick Sanchez
    11 აპრ 2024, 08:15

    დაცვამ შეჭამა მბაპე

  • M10 S9 D11
    11 აპრ 2024, 02:01

    ბრავო დღეს რაფინიას რაც ამას მთელი სეზონი ვაგინებდი ერთიანად წამაღებინა უკან

  • ზურაბ
    11 აპრ 2024, 01:47

    araujo4, მარტო უჭირდა. არაუხო აზღვევდა

  • araujo4
    11 აპრ 2024, 01:44

    კუნდეს ერთი პრობლემა რაც აქვს არის ის, რომ არ მოწონს მარჯვენა მცველობა. ვინმემ აუხსნას რო ძაან მაგარიაა მაგ პოზიციაზე და დაიკიდოს ეს ცენტრალური მცველობა ტო.დღესდღეობოთ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს ფეხი არ გაანძრევინა და მეტი რა უნდა? იქნებ ჩამოყალიბდეს ბოლომდე მარჯვენა მცველად გვეშველება. არაუხო კუბარსი ცენტრში კანფეტია

  • me da barca
    11 აპრ 2024, 01:37

    ციტატა: gio-rakitich
    აი ასეე, კიდევ ერთხელ სადხართ ჩავის მაგინებლები?


    მაგინებლები არ ვიცი, მაგრამ ვინც აკრიტიკებდა ჩავის ერთერთი აქ ვარ და რა მერე? რეალს არც ვახსენებ, ჟირონასთან და ვილიარეალთან, რომ აგებდა, გრანადას დონის გუნდებს, რომ ვერ უგებდა და საზიზღარ ფეხბურთს თამაშობდა, მაშინ ჩავის მადიდებლები სად იყავით? ვინმეს თუ გონია ჩავის ჩემზე მეტ პატივს ცემს, ან ბარსა უყვარს ჩემზე მეტად ძალიან ცდებით ჯიგრებო და არ გინდათ ეგ ბაზარი. აქ 80%-ზე მეტი აკრიტიკებდა ჩავის იმ ფეხბურთისთვის, რასაც გუნდი თამაშობდა. ცუდ თამაშს ფეხბურთელებს აბრალებდით ზოგიერთები, ახლა როცა გამოფხიზლდა გუნდი ჩავის დამსახურებაა არა? როგორი უნდა იყოს ბარსას ფანი და სად უნდა არსებობდეს ეს არავის გადასაწყვეტი არაა აქ და როცა მე პირადად ბარსას ვქომაგობდი აქ ბევრი ალბათ საბავშვო ბაღში დადიოდა. ასე რომ თქვენზე ნაკლებად არ გამიხარდება ბარსას წარმატება და არც წარუმატებლობა მწყინს ვინმეზე ნაკლებად. ეს ისე ცნობისათვის.

  • Bakero
    11 აპრ 2024, 01:34

    დღეს მაესტროს მხრიდან ჩემთვის პირადად ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება იყო დე იონგი /გუნდო/ რობერტოს სამივე ნახევარმცველის შეცვლა როცა ცენტრი დავკარგეთ ! და პედრი/ ქრისტენსენი/ ფერმინ ლოპესით ჩანაცვლება ზუსტად მაგიტომ მოვიგეთ და ზეწოლას გავუძელით ბოლომდე ! ასე რომ დღეს დონე იყო მაესტრო !

  • ANRIBARCA
    11 აპრ 2024, 01:28

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: ANRIBARCA
    პედრი ოლმოში გავცვალოთ ძაან ანელებს თამაშს stuck_out_tongue_winking_eye


    სანამ ფასი აქ მოვიშოროთ და ოლმო ვითრიოთ :დდ


    აბა ბიჭო პედრის ყიდიან ხალხი ოცნებობს პედრიზე ყველა გრანდი ყველა მწვრთნელი 5 თუმნად ყიდიან 😂


    ტვინში სისხლი ჩამექცა ეგ კომენტარი რო ვნახე აქ, სასწაულები იწერება ხანდახან, ოლმოში გავცვალოთო 😂😂😂😂😂😂

  • rivaldo80
    11 აპრ 2024, 01:25

    ციტატა: Messi 10
    კუნდე და რაფინია არიან დღის გმირები. რაფის ყოჩაღ მაგრამ კუნდე იყო უშეცდომო. კიდე არის ისეთი ვინც იძახით კუნდე გავყიდოთო? უთესლესი დაცვა გვყავს და რა პონტში უნდა დავშალოთ?


    კუნდეს ლაპორტა არ გაყიდის ეგ გამორიცხულია თვითონ თუ არ მოინდომა.

  • ♛BaRcElOnA♛
    11 აპრ 2024, 01:24

    პირველ რიგში ყველას გილოცავთ მაგრამ წინ მეორე მატჩია და პსჟს ჩამორჩენაც მხოლოდ 1 გოლია მაგრამ პრანკ დე ფრენსზე მოგება თანაც პსჟ ამბოლოდროს წაუგებლად მოდიოდა ძალიან რთულია.უბრალოდ ერთადერთი რაზეც გული მწყდება არის ის რომ ამ ჩვენ ბარსელონას გამოშტერება ჭირს და სულ ძვირად გვიჟდება.კიბატონო იმ უხსენებელმა რომ გაგვიტანა არაფერს ვამბობ დიდად არავინაა მაგ გოლში დამნაშავე მაგრამ მაგის მერე რაც მოხდა კატასტროფა იყო. გადავრჩით თორე პსჟს კიდევ შეეძლო გატანა და აი მერე ღმერთმა იცის რამოხდებოდა და როგორ. იჭრება გუნდი საშინლად და ჩავარდნები აქვს ამსეზონშიც რეალთან პირველ თამაშში ყველაფერი როგორ იდეალურად მიგვყავდა და ერთმა გოლმა გუნდი დაშალა იმ მატჩში ან ნაპოლისთან რაც მოხდა გასვლაზე ანდაც შარშან ინტერთან.და საერთოდაც აინდრახტთან ევროპალიგაზე თანაც კამპნოუზე რა დაგვემართა აი უფრო შორს აღარ წავალ 8-2 და 4-0 მახსენდება და არმინდა ესბედნიერი დღე ჩამეშხამოს მაგრამ ფაქტია რომ რაღაც მაგიური ხდება კლუბში :დდდ მესმის როცა იგებ და უშვებ გოლს მანდ ფსიქოლოგიური მომენტია და გარდა ფეხებისა ფეხბურთი ტვინით თამაშია და ხშირად ფსიქოლოგიური მომენტი წყვეტს თამაშის ბედს ანუ კი მაგ მხრივ მესმის ამკლუბის მაგრამ რავი :დდ ესენი შეიძლება 60 წუთი იდეალურად თამაშობდნენ და 15 წუთში ანტირეკორდზე მიდიან ტიპები ისეთი სხვაობით შეიძლება აგებდნენ :დდ ფაქტია რომ არუვარგა კლუბს ფსიქოლოგები 😂 ანდაც შამანები ჩამოიყვანონ შეულოცოს კლუბს😂 კიდევ ერთხელ გილოცავთ ❤️❤️❤️