ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე პსჟ-ს ახალგაზრდა ნახევარმცველი ბრედლი ბარკოლა უბრუნდება.
ბარკოლამ, რომელიც ნელ-ნელა ლუის ენრიკეს გუნდში თავს იმკვიდრებდა, ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. თუმცა, იგი ვარჯიშს უკვე დაუბრუნდა და “ბლაუგრანასთან” შეხვედრისთვის მზად იქნება.
მეორე მხრივ, როგორც ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი იტყობინება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ახალგაზრდა უორენ ზაირ-ემერის თამაშის საკითხი. პარიზელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხუთშაბათს ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო და “კლერმონის” წინააღმდეგ დაისვენებს. მიუხედავად, “ბარსელონასთან” მატჩამდე მისი გამოჯანმრთელების მოლოდინი მაინც არსებობს.
“ბარსელონა” და პსჟ პირველ მატჩში 10 აპრილს “პარკ დე პრენსზე” დაუპირისპირდებიან.
აზრი მაინც მოვუგებთ
😂😂😂
მუნდიალის ანგელოზი, იმედია ლიგაზე ჩვენთანაც რამე სახეიროს გააკეთებს
ვიზეც იძახდნენ გამოტოვებს შეხვედრასო პსჟდან ყველა მწყობრშია. ბარსაში კიდე ვისი თამაშიც თითქმის გადაწყვეტილი იყო, არავინ არის მზად. ყ*ეები გვყავს სამწვრთნელო შტაბში და ექიმები მაგათზე უარესები არიან.
უცებ რომ შევხედე ხავი სიმონს მივამსგავსე და გამახსენდა როგროი ტალანტი დავკარგეთ 🙁 თან რამხელა ფასი აქვს ამ ეტაპისთვის
სათაური ისეთი იყო, მეგონა მბაპე დაიტრამვა თქო.
იდიოტი დენბელე ბარსაში წელიწადში 8-9 თვე ლაზარეთში ეგდო. უმკურნალეს, დიდი ფული დახარჯეს და ეს გაკაჟებული გონებაჩლუნგი ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებს.