პსჟ-ს “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრედლი ბარკოლა გამოაკლდა.
ჟურნალისტი ალფრედო მარტინესი იტყობინება, რომ, დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრავმის გამო შეხვედრას გამოტოვებს. მან ბარძაყის დაზიანება საფრანგეთისა და კოტ დ’ივუარის ახალგაზრდული გუნდების დაპირისპირებაში მიიღო. ბარკოლა პსჟ-ს შემადგენლობაში ნელ-ნელა თავს იმკვიდრებდა. მან მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 6 ასისტი გააკეთა და 3 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ, თავის მხრივ, “ბლაუგრანას” პარიზელებთან დაპირისპირებამდე ფრენკი დე იონგი და ფერან ტორესი დაუბრუნდება.
ბარკოლა კარგი ბიჭია, თუმცა მთლად უზარმაზარი დანაკლისიც არაა.
გუშინ რასაც ვუყურე თავი დადო მბაპემ და ერთი მომენტი შეიქმნა ტერ შტეგენის წინააღმდეგ ერთი-ერთზე გავიდა. ტავზე გადაგდება დაუპირა მაგრამ იყოჩაღა ჩვენმა გოლკიპერმა და ბურთი მოიგერია, ისე დემბელემაც მაგარი დაურტყა თავისი პოზიციიდან საჯარიმოში შესულმა. მოკლედ შტეგენს მე მაქსიმუმს დავუწერდი. იქნება პსჟ-სთანაც გააკეთოს მსგავსი სეივები. შეიძლება მართლა მოვახერხოთ გაძრომა. ეს კი კიდევ უფრო დიდი მაყუთია, რომელიც ძალიან გვჭირდება.
ეგ არაფერი, მბაპემ უნდა მოიტეხოს ფეხი.
ბარკოლას მოსდღვნია ორი პატრონიც, კუნდე არ დაგვაკლდეს ოღონდაც.
მშვენიერია რაც უფრო მარტივად მოვუგებთ მით უკეთესი
ფერან ტორესი გინდ ყოფილა გინდარა, დეიონგი კიდე ნამდვილად კარგია, პსჟ ბურთი უნდა დაუჭიროთ