“ბარსელონა” არ აპირებს ლუის დიასის ტრანსფერის იდეაზე უარის თქმას, მიუხედავად რამდენიმე სირთულისა, რაც ამ ტრანსფერს თან ახლავს. კატალონიურმა კლუბმა “ლივერპულის” ვინგერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ სამიზნედ აირჩია და ფიქრობს, რომ ინგლისური კლუბი ტრანსფერისთვის მზად იქნება მათი საკუთარი სატრანსფერო აქტივობიდან გამომდინარე.
როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპულმა” “ბარსელონას” პირველი წინადადება დიასზე უარყო. მერსისაიდელთა მხრიდან მტკიცდებოდა, რომ მათ კოლუმბიელის გაყიდვა არ სურთ, თუმცა “ბარსელონაში” ამ განცხადებას მოლაპარაკებების ტაქტიკად აღიქვამენ. მით უმეტეს, რომ ერთი დღის შემდეგ თავად დიასმა ღიად განაცხადა, რომ სხვა კლუბებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რამაც “ბარსელონა” კიდევ უფრო გაამხნევა.
“ბარსელონა” დიასისთვის 60 მილიონ ევროს გამოყოფს
მიუხედავად “ლივერპულის” თავდაპირველი უარისა, “ბარსელონა” ფიქრობს, რომ შეთანხმებას მიაღწევენ. El Chiringuito-ს ცნობით, “ბარსელონას” მხრიდან არსებობს პოზიტიური განწყობა, რადგანაც “ლივერპული” მზადაა მოლაპარაკებებისთვის. კატალონიური კლუბი მიიჩნევს, რომ 60 მილიონ ევროდ ტრანსფერის დასრულება რეალურია, თუმცა თუ შეთანხმება ვერ შედგა, “ბარსელონამ” ყურადღება შესაძლოა მარკუს რაშფორდზე გადაიტანოს.
“ბარსელონაში” იმედოვნებენ, რომ თუ “ლივერპული” დაამთავრებს ტრანსფერს ფლორიან ვირცზე და დამატებით კიდევ ერთ თავდამსხმელს დაიმატებს (კანდიდატებად დასახელებულნი არიან ალექსანდერ ისაკი და ბრედლი ბარკოლა), მაშინ დიასის ყოფნა კლუბში ნაკლებად საჭირო გახდება და მისი გაყიდვა ლოგიკურ გზად იქცევა შემოსავლის მოსაპოვებლად.
სახელფასო ლიმიტი – “ბარსელონას” სერიოზული დაბრკოლება
რაც ნაკლებად ხმიანდება კატალონიაში – ეს ‘ბარსელონას” ფინანსური შეზღუდვებია. 28 წლის დიასი მაღალი ანაზღაურების მოთამაშეა და მის რეგისტრაციას დაახლოებით 20 მილიონი ევრო სჭირდება სახელფასო ლიმიტში, იმ შემთხვევაში თუ კლუბი იმყოფება ეგრეთ წოდებულ “1:1 წესის” ქვეშ. ამ მიზნით “ბარსელონას” შესაძლოა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის გაყიდვა მოუწიოს. კანდიდატებად სახელდებიან ფერმინ ლოპესი და რონალდ არაუხო.
რატომ მიაკვდნენ სკამის ფეხბურთელს, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს და ძვირი ღირს ვერ ვხვდები. რას ჩალიჩობთ ლაპორტ შენ და დეკუ?
არ მინდა ამის ტრანსფერი მე პირადად
აუცილებლად, დე იონგიც რო მიაყოლონ საერთოდ ეშველება 1:1 წესს.
რაფინია გადაიწევს ცრუ ცხრიანზე და შეტევა იქნება ნიკო,ალვარესი ან გიოკერეში და იამალი.არ მინდა ამ ლუის დიაშის მოყვანა გამწვავება ვაფშე არ შეუძლია ტიპს და ნიკო ამს მირჩევნია 10 თავით
ნიკო თუ დიასი აბააა, საინტერესოა. რაფინიას ზამენა იქნება ორივე მაინც.
ეს მგონია ნიკოს გამოა შემოგდებული რომ
გადმოვიდეს იფიქრებს წინაზეც ოლმო
მოიყვანეს და ახლა ამასაც გავმაზავო.
ეხლა დაიწერა ნიკოზე. კაროჩე რას გაიგებ.
NN- გემოვნების ამბავია, ფერმინს შეუძლია კიდევ მოუმატოს ძაან ნიჭიერია
კი და ძალიან მაგარიიქნება რაფა მანდ ამ სეზონშიც ბოლო კაცი იყოხშირად თავითაც კარგია საკმაოდ + მცველებს მაგრად აპრესინგებს
ნიკოზე აფეთქდა სიახლეები ერთი ამბავია ორივე გუნდს აწყობს შეთანხმებაო და პირადად ნიკომ დააჩქარა ამბებიო აქეთ ლამინმაც დაპოსტა სთორიზე ნიკოსთამ ერთად როა ძაან გაასწორებს ეტყობა რაფინია ცრუ ცხრიანად ითამაშებს როგორც წელს ენრიკემ ითამაშა და ბევრად მოქნილო და სწრაფი შეტევა გვეყოლება
ფერმინი არაა გასაყიდი, საიმედო ზამენაა, არაუხოს გაყიდვა ყველაზე კარგი ცარიანტია, არც ძირითადში ვარგა და არც სკამზე. დიასი გაასწორებს, უნიჭო ზანგ ნიკოს ბევრად ჯობს
ნიკოზე დადეთ ინფო რა დიასი
არაუხო უნდა გაიყიდოს
Moriarti, მეპირადად ფერმინი ოლმოს მირჩევნია
ფერმინი რო გაყიდონ ამის გამო უკანასკნელი სირები იქნებიან
აუ რა დიაში ყველგან იწერება უკვე ნიკოზე და ნიკოს მიაწვნენ ეს რად გვინდა