რთული აპრილის თვე | პსჟ-თან და რეალ მადრიდთან მატჩები

რთული აპრილის თვე | პსჟ-თან და რეალ მადრიდთან მატჩები

“ბარსელონას” წინ ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, სეზონის გადამწყვეტი აპრილის თვე ელის.

აპრილში “ბარსას” რამდენიმე მნიშვნელოვანი და მძიმე თამაში აქვს – დაპირისპირებები “პარი სენ-ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგაზე და შეხვედრა “რეალ მადრიდთან” ლა ლიგაში.

“ბლაუგრანა” თვეს “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩით დაიწყებს. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრა სტუმრად გვაქვს, 6 დღეში კი პარიზელებს ვუმასპინძლებთ. პსჟ-თან განმეორებით თამაშამდე ლა ლიგაში “კადისს” გასვლაზე დავუპირისპირდებით, ლიგის შემდეგ კი “ელ კლასიკო” გვაქვს. “რეალ მადრიდს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” შევხვდებით, რის შემდეგაც შინ გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიას” მივიღებთ.

აპრილის თვის განრიგი ასეთია:

  • 10 აპრილი, 23:00, პსჟ-ბარსელონა, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალი
  • 13 აპრილი, 23:00, კადისი-ბარსელონა, ლა ლიგის 31-ე ტური
  • 16 აპრილი, 23:00, ბარსელონა-პსჟ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალი
  • 21 აპრილი, 23:00, რეალ მადრიდი-ბარსელონა, ლა ლიგის 32-ე ტური
  • 27 აპრილი, 16:00, ბარსელონა-ვალენსია, ლა ლიგის 33-ე ტური

“ბარსელონას” სრული კალენდარი შეგიძლიათ, ამ გვერდზე ნახოთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    04 აპრ 2024, 21:40

    კარგ ფორმაში ვართ და მინიმუმ კლასიკოს და ჩემპიონთა ლიგის ერთ თამაშს მოვიგებთ.

  • ზურაბ
    03 აპრ 2024, 00:20

    ციტატა: rivaldo80
    მთელი ზამთარი და გზაფხული ესეთი კალენდარი გვაქ ჯადოა რაა🙄 ლალიგას დაკიდებაც არ უნდათ მე კი ვფიქრობ რომ თავი არ უნდა შეაკლან გადაერთონ ბოლომდე ლიგაზე.


    გინდა არ გინდა მაინც გამოჩნდება. კადისი მარტივი მეტოქეა და უწევთ პსჟს შუა თამაში . ანუ პესეჟემ თუ გამოგვაგდო მაგის მერე გვიწევს რეალთან და გასავერთვებით . აი თუ გავედით პესჟესთან მერე ბოლო შანსი მაინც რეალთან თამაშია მაინც უნდა ცადონ მაინდ თუ ვერ მოიგეს მერე მართლა უნდა დაიკიდონ და ტესტოს ახალგაზრდები

  • rivaldo80
    02 აპრ 2024, 19:59

    მთელი ზამთარი და გზაფხული ესეთი კალენდარი გვაქ ჯადოა რაა🙄 ლალიგას დაკიდებაც არ უნდათ მე კი ვფიქრობ რომ თავი არ უნდა შეაკლან გადაერთონ ბოლომდე ლიგაზე.

  • Gaucho24
    02 აპრ 2024, 18:08

    ჩემი აზრით დღევანდელ ფეხბურთში 3-4-2-1 ტაქტიკა ლიდერობს და ვფიქრობ ჩვენთვისაც იდეალურია თუ გადავალთ და ხშირად ვითამაშებთ ამ ფორმაციით..

  • Barca
    02 აპრ 2024, 18:05

    ჩემპიონთა ლიგა რო მოვიგოთ ჩავის დარჩენაზე რასიტყვით(რა აზრის ხართ) მე ვფიქრობ ან ფლიკი და ან ჩავი თუ ლიგა მოიგო და ნუ ამ ზაფხულს უნდა გაძლიერდეს გუნდი და თან ჩავიმაც ტაქტიკის მხრივ უნდა მოუმატოს

  • C.PC5
    02 აპრ 2024, 18:04

    ნაპოლი და ატლეტიკო რომ გააფარჩაკეს მაშინ დავფიქრდი და მივხვდი რო რეალი-ატლეტიკი გადაწყვეტდა დიდწილად ლალიგის ჩემპიონის ბედს, რათქმაუნდა ვგულისხმობ რო რეალმა თითქმის გაინაღდა მაგის შემდეგ ჩემპიონობა, აი ბილბაოსთან რომ დაეკარგა რეალს ქულები კიდე ვიტყოდი რო შანსი გვაქვს მეთქი, იმიტორო მასე სხვაობა 6 ან 5 ქულამდე შემცირდებოდა, მერე კიდე კლასიკო სადაც უკვე მოტივაცია აღარ დააკლდებოდა ბარსას და თუ ივაჟკაცებდნენ სამ ქულას მოაკლებდნენ სხვაობას, მაგის მერე წავიდოდა ნაღდი ბრძოლა სადაც სამწუხაროდ ისევ რეალის სასარგებლოდ იქნებოდა სასწორი იმიტორო ჩვენზე უკეთესი კალენდარი აქვთ ლალიგაში აშკარად მაგრამ ჩვენც ისეთი არავინ გვრჩებოდა ვისი დამარცხბეაც არ შეგვიძლია და მაგ შანსს ვებღაუჭებოდი, თავისთავად ლიგაც რაღაც გავლენას მოახდენს ორივე გუნდზე, ახლა ბილბაოს რომ მოუგეს ჩემი აზრით მანდ დამთავრდა ჩვენი შანსები და მეორე ადგილის გამყარებაზე იზრუნონ უბრალოდ ჯობს, იქეთ ლიგაზე იწვალებენ და სადამდეც წავალთ ეგ იქნება. პ.ს ვიცი რაც ჩამოვწერე ძაან ზღაპარია, მითუმეტეს ამ ვარიანტში ბარსას ლალიგის დარჩენილ თამაშებში ქულები არ უნდა დაეკარგა არსად, თუმცა რაღაც ლოგიკურიც იყო და მაგიტო ვიიმედებდი თავს laughing

  • nika 54
    02 აპრ 2024, 16:58

    კადისს და ვალენსიას მოვუგოთ აუცილებლად, დანარჩენები იყოს ყველა ფრე, ნუ პსჟ-თან დამატებითის შემდეგ პენალტებით გავაგდოთ. იდეალური აპრილი გამოგვივა. თუ ყველას მოგება უნდა ბარსას მაშინ მინიმუმ ისე უნდა ითამაშონ როგორც ატლეტიკოსთან ან ატლეტიკთან გინდაც ნაპოლისთან სახლში. მოდუნება ერთი წამით არ შეიძლება.