ბარსას კანსელუსთვის არსენალი და ალ ჰილალი ეცილება

ბარსას კანსელუსთვის არსენალი და ალ ჰილალი ეცილება

“ბარსელონას” ჟოაუ კანსელუს შენარჩუნება სურს, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ზაფხულში კატალონიელებს სერიოზული ბრძოლა მოუწევთ.

კანსელუ “ბარსაში” “მანჩესტერ სიტიდან” თამაშობს იჯარით. ინგლისურ კლუბთან პორტუგალიელის არცთუ სახარბიელო ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი “სიტიში” დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. Diario Sport იუწყება, რომ კანსელუს გადაბირება “არსენალსა” და “ალ ჰილალს” სურს. ეს ორი კლუბი ფეხბურთელს იმაზე მეტს სთავაზობს, ვიდრე ეს “ბლაუგრანას” შეუძლია.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატალონიელებს ჟოაუს იჯარის გახანგრძლივება სურდათ. თავის მხრივ, “სიტის” ფეხბურთელის გაყიდვა ურჩევნია. “ქალაქელები” მის სანაცვლოდ დაახლოებით 30-40 მილიონ ევროს ითხოვენ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • gio-rakitich
    02 აპრ 2024, 03:20

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: JustBarcaLover
    არსენალი სულ სიტის ფეხბურთელებს რატო ყიდულობს


    იმიტო რო გვარდიოლას პაროდისტი ყავთ მწვრთნელად. ერთი სული აქ არტეტას თმა როდის გასცვივდება. ჩაცმულობა, მოძრაობა, ჟესტები, ტაქტიკა დაკოპირებული აქვს. პეპი სადაც მივიდა ძველი ლიდერები გაყარა ან დაცხო, დეკო რონი ეტოო, იქ რიბერი რობენი მოსვა, შვაინა კროოსი გაყარა. ამან ლაკაზეტი ობა გაყარა. გვარდიოლა დაცვის ფლანგებზე ცენტრალური მცველებით თამაშობს, აკე, იოშკო აკანჯი სტოუნზი, ამანაც 4 ვე მცველის პოზიციაზე ცენტრები განალაგა, ზუსტად ისე როგორც გვარდიოლამ. ბურთის კონტროლი, მეკარეზე პასები, (იმან ჰარტი გააგდო ფეხით თამაში არ იცისო, ამან რამსდეილი) ყველაფერი დააკოპირა. შესწავლილი ყავს გვარდიოლა და კი უტ..ავს დედას მესამე თამაშია ზედიზედ. კატასტროფა იყო დღეს სიტი, არ იცოდნენ რა უნდა ექნათ, სად წაეღოთ ბურთი. დე ბრუინი გვამია, ჰოლანდი საზარბაზნე ხორცი, -1 კაცი. როდრიც კი გამოლლევდა. რეალი ბურთს აჭმევს ამ სიტის. მოიგო ლიგა და მოეშვა პეპი


    მაგასაც დავინახავთ ვინ ვის რას აჭმევს, არარსებობს გუნდი რამდენჯერაც ნალუბოი გუნდთან კუში მაქსიმუმ 1.5 აქვს და ყველა თამაშს ამ კუშის ალბათობის მიხედვით მოიგებს, ხოარ გავიწყდება ჩემო ძმობილო რამდენი პრემიერლიგა მოიგო ბოლო 5 წელში სიტმა,მართლა მანქანა ვერ იქნება პეპიც ადამიანია და გუნდიც ადამიანებითაა დაკომპლექტებული, სად ან როდისმე რომელიმე გუნდი სიტის გარდა ვინმეს ახსოვს ზედიზედ 4-5სეზონი ლიგის მოგების გამოკვეთილი ფავორიტი ყოფილიყო?პრემიერლიგა გაიტრუხეს ტიპებმა ბოლოწლებდი იმდენჯერ მოიგეს :დდდ
    მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდ რესურსებს ფლობს ეგ გუნდი, არაა მარტივი ყველა სეზონში გრანდები ათრიოს და ისე როგორც დინამიკაში ჩანს თუნდაც არსენალი ავიღოთ ეს ბოლო შეხვედრა, ამდგარიყო და 3-4 ბურთი შეეგდო, კდბ რანაერადაა გვამი ძმურად :დდდ
    ერთ რომელიმე აღებულ მატჩში ნებისმიერ ფეხბურთელზე ვიტყვი რომ გვამი იყო, ყველა შეხვედრას მვპს დონეზე ვერავინ ატარებს თუნდაც მესი იყოს.
    საერთოდ პრემიერლიგის გუნდები თუ იჩაგრებიან ლიგაზე ისევ პრემიერლიგის დამსახურებაა,რა თქვა უსამართლოდ პეპმა რეალის კალენდარი და სიტის კალენდარი რო შეადარა? რეალი 9 დღე ისვენებს და სიტის 9დღეში 3მატჩი აქვს ჩასატარებელი, თან ისეთ დონეზე რომ ვერ მოდუნდებიან, პრემიერლიგაა საგიჟეთია ქულას არავინნ შეგარჩენს, სუ ბრძოლაა, რეალს სუ კიდია ბარსა თუ ჩამოიტოვა ხოლმე მთლიანად ლიგაზე ერთვება მერე ან პირიქით.
    ისე მთელი ცხოვრება მაიბტერრესებს რეალი ბარსა და ატლეტიკო რომ პრემიერლიგაში ჩაამატო რამოხდებოდა :დდდდდ

  • Don_Andresito
    01 აპრ 2024, 03:13

    ციტატა: JustBarcaLover
    არსენალი სულ სიტის ფეხბურთელებს რატო ყიდულობს


    იმიტო რო გვარდიოლას პაროდისტი ყავთ მწვრთნელად. ერთი სული აქ არტეტას თმა როდის გასცვივდება. ჩაცმულობა, მოძრაობა, ჟესტები, ტაქტიკა დაკოპირებული აქვს. პეპი სადაც მივიდა ძველი ლიდერები გაყარა ან დაცხო, დეკო რონი ეტოო, იქ რიბერი რობენი მოსვა, შვაინა კროოსი გაყარა. ამან ლაკაზეტი ობა გაყარა. გვარდიოლა დაცვის ფლანგებზე ცენტრალური მცველებით თამაშობს, აკე, იოშკო აკანჯი სტოუნზი, ამანაც 4 ვე მცველის პოზიციაზე ცენტრები განალაგა, ზუსტად ისე როგორც გვარდიოლამ. ბურთის კონტროლი, მეკარეზე პასები, (იმან ჰარტი გააგდო ფეხით თამაში არ იცისო, ამან რამსდეილი) ყველაფერი დააკოპირა. შესწავლილი ყავს გვარდიოლა და კი უტ..ავს დედას მესამე თამაშია ზედიზედ. კატასტროფა იყო დღეს სიტი, არ იცოდნენ რა უნდა ექნათ, სად წაეღოთ ბურთი. დე ბრუინი გვამია, ჰოლანდი საზარბაზნე ხორცი, -1 კაცი. როდრიც კი გამოლლევდა. რეალი ბურთს აჭმევს ამ სიტის. მოიგო ლიგა და მოეშვა პეპი

  • La Pulga10
    31 მარ 2024, 23:04

    შანსი არ აქვთ. ბარსაში უნდა კაცს.

  • JustBarcaLover
    31 მარ 2024, 20:19

    არსენალი სულ სიტის ფეხბურთელებს რატო ყიდულობს

  • Rick Sanchez
    31 მარ 2024, 19:11

    უკვე 40მდე აიწია ფასმა? აბა 25-30 მაქსიმუმო?

  • nika 54
    31 მარ 2024, 18:35

    ამაში 30-40 ყველა გადაიხდის, მითუმეტეს ხედავენ რო მშვენივრად თამაშობს, მეორე საკითხია ბარსასავით თუ მოერგება ნებისმიერ გუნდს. თორემ სიტი რატომ ყიდის, ალბათ სწორედ იმიტომ რომ ვერ მოერგო გუნდს და ატმოსფეროს.

  • ♠️Spookyfy♠️
    31 მარ 2024, 18:17

    Neta ijara gagvagrdzelebina,dagvxatavs.an 20 milionad kanfet. Tu ver davitriet arsenalshi gamiswordeboda