“ბარსელონას” ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად “ემირეითს ქლაბში” ასპარეზობს, დღეს საფეხბურთო კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა.
ინიესტამ “ბარსას” მაისურით 723 შეხვედრა გამართა (სარეზერვო გუნდის ჩათვლით), 134-ჯერ “ვისელ კობეს” ფორმა მოირგო, ამჟამინდელ კლუბში კი მონაწილეობა 12 მატჩში მიიღო. ამასთან, მან ესპანეთის ნაკრების ღირსება 131 შეხვედრაში დაიცვა.
20 წელი უმაღლეს დონეზე
მსოფლიო სცენაზე ინიესტა პირველად 2002 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე “ბრიუგეს” წინააღმდეგ გამოჩნდა, როცა ლუი ვან გაალმა ის 34-ნომრიანი მაისურით მოედანზე შეიყვანა. დანარჩენი კი ისტორიაა.
![]()
ანდრესმა სადებიუტო ასისტი 2003 წლის 5 იანვარს, “რეკრეატივოსთან” მიითვალა. ამ გოლის გატანის პატივი როშემბაკს ერგო.
“ბარსასა” და ესპანეთის გმირი
2006 წელს, როდესაც “ბარსელონამ” ფრანკ რაიკაარდის ხელში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ინიესტა ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. მან ევროასპარეზზე პირველი გოლი “უდინეზეს” გაუტანა და ფინალის გარდა ყველა მატჩი სასტარტოდან დაიწყო. ფინალში, “არსენალთან” ის შეცვლაზე შევიდა და ქამბექში დიდი წვლილი შეიტანა.

ანდრესი პეპ გვარდიოლას ხელში სრულად გაიხსნა და ჩავისთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად ლეგენდარული ტრიო შექმნა. 2008/09 წლების სეზონში მან 5 გოლი და 17 ასისტი მიითვალა. “ჩელსისთან”, “სტემფორდ ბრიჯზე” ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი ფანებს სამუდამოდ დაამახსოვრდათ. ამ გოლით გუნდი ფინალში გავიდა და საბოლოოდ, ჩემპიონი გახდა.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინიესტამ ფონალში ნიდერლანდებს გამარჯვების გოლი გაუტანა და ესპანეთი, ისტორიაში პირველად (და, ჯერჯერობით, უკანასკნელად), ჩემპიონი გახადა. ამ წელს ის “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში მე-2 ადგილზე გავიდა და მხოლოდ ლიონელ მესიმ აჯობა.
ლეგენდის წასვლა
ინიესტამ “ბარსელონასთან” ერთად კიდევ 2 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ჩავის წასვლის (2015/16) შემდეგ გუნდის კაპიტანიც გახდა. თუმცა, არცისე დიდი ხნის შემდეგ, წასვლა თავად ანდრესმაც გადაწყვიტა. მან ბოლო მატჩი “რეალ სოსიედადთან” ჩაატარა და 2018 წელს ცხოვრების კლუბს დაემშვიდობა.
ლიდერი მსოფლიოს გარეშემო
ანდრესმ მომდევნო 5 წელი იაპონურ “ვისელ კობეში” გაატარა, სადაც ყოფილ “ბარსელონელებთან” – სერჟი სამპერთან და ტომას ვერმაელენთან ერთად ითამაშა. ორჯერ ის ამხანაგურ მატჩებში მოედანზე “ბარსას” წინააღმდეგაც გავიდა.

2019 წლიდან ინიესტა “ვისელ კობეს” კაპიტანი გახდა. მან გუნდთან ერთად იმპერატორის თასი, იაპონიის სუპერ თასი და იაპონიის ჩემპიონატი მოიგო.
იაპონიიდან წასვლის შემდეგ ინიესტა კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში აგრძელებს, სადაც “ბარსა” ყოფილ ფეხბურთელ პაკო ალკასერთან ერთად თამაშობს.
იმ 2010-ში ეს რო მეორეზე გავიდა მესამეზე ჩავი იყო. და რონალდუს ფანები დღესაც ამტკიცებენ რო რონალდუ 2020-მდე ოქროს ბურთის ყველა გათამაშებაში სამეულში მაინც ხვდებოდაო.
ძააან დიდი ხაარ ანდრესიტო <3
ბოლო 5 წელი რა უაზროდ გაფლანგა.