workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მამუკა ჯუღელი კვარაცხელიასადმი ბარსელონას ინტერესს ადასტურებს

მამუკა ჯუღელი კვარაცხელიასადმი ბარსელონას ინტერესს ადასტურებს

ხვიჩა კვარაცხელიას სპორტულმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა დაადასტურა, რომ ქართველი შემტევისადმი “ბარსელონას” ინტერესი რეალურია.

“ბარსელონა” თუ “პარი სენ-ჟერმენი?” რა თქმა უნდა, ევროპის საუკეთესო კლუბებისგან არის შემოთავაზებები, სხვანაირად როგორ იქნებოდა? ყველაფერი მაისში უფრო ნათელი გახდება.

– ამბობს მამუკა ჯუღელი, რომლის ნათქვამსაც იტალიურ და ესპანურ მედიაში ორგვარი ინტერპრეტაცია მისცეს.

ერთი მხარე მიიჩნევს, რომ ჯუღელი ამ კომენტარის გაკეთებით “ნაპოლიზე” ზეწოლის გაზრდას ცდილობს, რათა ხვიჩას ამავე გუნდის თამაშებში უფრო მეტი პრიორიტეტულობა მიენიჭოს.

რაც შეეხება მეორე ნაწილის აზრს, მათი აზრით, ჯუღელმა ამ განცხადებით იმაზე მიანიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ბოლო სეზონს ატარებს და სულ მალე გეზს სხვა ჩემპიონატისკენ აიღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • KING_BARCA
    schedule 29 თებ 2024, 17:23
    #22

    პირველი რაც უნდა გააკეთოს ხვიჩამ, აგენტი უნდა შეიცვალოს, ჯუღელი ბევრს ტლიკინებს, სხვაგან მოხვდა და ვერ გაუგია….

  • nika 54
    schedule 29 თებ 2024, 01:25
    #21

    ეს ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ოსიმენზე ისეთები თქვა სანამ იმან არ უპასუხა, შენ თავს მიხედეო. ეტყობა ამხელა დონის ფეხბურთელთან არ ქონია ურთიერთობა და ვერ აკონტროლებს თავს. არცერთი აგენტი ამდენს არ ლაპარაკობს და ეს ხვიჩას არ არგებს.