Diario Sport-ის ინფორმაციით, “ევერტონმა” ამადუ ონანას ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადადგა, რაც “ბარსელონასთვის” არც ისე დამაიმედებელია.
საქმე ისაა, რომ ინგლისურმა კლუბმა თავის დროზე ბელგიელ საყრდენში 35 მილიონი ევრო გადაიხადა, “ევერტონის” ხელმძღვანელობის მიზანი კი ისაა, რომ ონანა თითქმის გაორმაგებულ ფასში გაყიდოს, რაც კატალონიელებს საქმეს ურთულებს.
მიუხედავად იმისა, რომ “ევერტონი” ცუდად გამოიყურება, ამადუ ონანა პრემიერ ლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს, რის გამოც მის სიტუაციას არაერთი გრანდი აკვირდება, მათ შორის “ბარსელონაც”, რომლის სპორტულ დირექტორსაც ონანას ვარიანტი ძალიან მოსწონს.
დეკუს სურვილია, რომ “ბარსელონამ” ძლიერი ნახევარდაცვა ჩამოაყალიბოს, საამისოდ კი პორტუგალიელმა 1.95 მეტრის სიმაღლის ფეხბურთელი შეარჩია, რომელიც ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და “ევერტონში” ყველასგან გამოირჩევა. იმის გამო, რომ ისედაც არასტაბილურ სეზონში “ევერტონს” დამატებით ქულები დააკლეს, მერსესაიდელები ონანას გაყიდვას გეგმავენ, თუმცა არა 35, არამედ 60 მილიონ ევროდ.
“ბარსელონა” ამ მომენტისთვის 40 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, “ევერტონის” წარმომადგენლებმა კი ლაპორტასთვის გაგზავნილ წერილში დაადასტურეს, რომ დამატებით 20 მილიონის გარეშე ამადუ ონანას ტრანსფერზე საუბრის დაწყება არც კი განიხილება.
– წერს ესპანური წყარო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბარსელონასთან” ერთად ონანას დამატებას ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობენ.
რაც შეეხება დასახელებულ ფასს, ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან პრემიერ ლიგაში არსებული სატრანსფერო პოლიტიკა ფინანსური შესაძლებლობებითა და მოთხოვნებით დანარჩენებს რამდენჯერმე აღემატება.
ძაან გამაღიზიანებელიკომენტარებით გამოირჩრვი მეგობარო 😀
Say No to Racism
ეპლ-ში სასწაულად გაბერილია თანხები, ეს ძველი ამბავია. ასეთი ტალანტები ბევრი გამოჩნდა ბოლო წლებში და დიდ თანხებშიც იყიდებოდნენ, თუმცა ნაკლებად ამართლებდნენ.
მოკლედ თუ დე ძერბი მოდის ონანა მოდის თუ ფლიკი კიმიხი აი თუ ჟორჟინიო მოვიდა მაშინ დაგვენძრევა ანუ ტუხელი მოდის
ლა მასიაში იქნებ მოინახოს ნიჭიერი ბავშვები, საყრდენის პოზიციაზე
რა ამადუ ონანა ბიჭო ტის ამადუ ონანა კიმიხი ბარჰზე უზის ბაიერნს იმას მიაქციეთ ყურადღება მოაშორეთ რა ეს ჭე კლასის იგროკები
ძაან გაასწორებს ეს ბიჭი,დარწმუნებული ვარ წაიყვანს ეპლს რომელიმე გრანდი და ერთ-ერთი საუკეთესო გახდება მსოფლიოში🙏🏻როდრის ამბავს დღემდე ვნანობ🥲😀
მე მგონი დეკუ ერთობა, თვითონაც და მეტოქეებსაც ართობს. ვინ მოგვცემს მაგას თუ რიგში არსენალი და მანჩესტერი დგანან.
დაუბრუნეს 4 ქულა სააპელაციომ ევერტონს, დღეს დაიწერა, აწე არა მგონია გავარდნენ.
მანჩესტერში ეგ მაინო გავის ურჩევნიათ 🤦
რომეუ რო მივცეთ გამოაკლდება რამე? თუ პირიქით მოემატება 😁 გავარდნენ იქნებ და მერე მოუწევთ გაშვება. მთავარია თითონ უნდოდეს მოსვლა თორე დაგვახევს ვინმე ვინც 2 ჯერ დიდ ხელფასს შესთავაზებს
რა გვჭირდ ბიჭო 50 მილიონი ვეღარ გადაგვიხდია იგროკებში🤦🏻♂️🤦🏻♂️
რომ არ ყავდეს ძაან დონე საყრდენი, ვიცი ვინც იყიდდა მაგას, მაგრამ როდრი 27 წლისაა და 7-8 წელი ზე დონეს დადებს
სუბიმენდის ყიდვა რო დააპირონ ამაზე ნაკლებ ფასში არც იმას გამოუშვებენ და ეს სუბიმენდის მხრებზე შემოიჯენს და ისე დადებს მასზე მაგარ დონეს. ძაან მაგარი ონანა. მანჩესტერს ყავს კიდე ძაან მაგარი ბიჭი საყრდენი ნახ მცველია უდიდესი პოტენციალით 18 წლის კობი მაინუ როა ის, მაგრამ მოგვცემენ რო?