“ხეტაფეს” განადგურების შემდეგ (4-0) “ბარსელონას” ფეხბურთელებმა დილის სავარჯიშო სესია გამართეს, რომელსაც აღდგენით ხასიათი ჰქონდა.
ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანზე ვარჯიშს ესწრებოდა პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი. მათ “ბარსა ატლეტიკიდან” შეუერთდნენ კოჩენი, კუბარსი, მოჰა და კიმ ჟუნიენტი.
“ბარსელონა” მომდევნო მატჩს 3 მარტს “სან მამესზე” “ატლეტიკ ბილბაოს” წინააღმდეგ გამართავს.




რთული გასვლა იქნება ბილბაოსთან, ბეტისთან კი წააგეს წინა ტურში, თუმცა ხოდზე არიან მაინც.
კარგია ატლეტიკს ნიკო ვილიამსი არ ეყოლება.