workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა 4-0 ხეტაფე | გამანადგურებელი ანგარიშით მოგება დიდხნიანი პაუზის შემდეგ

ბარსელონა 4-0 ხეტაფე | გამანადგურებელი ანგარიშით მოგება დიდხნიანი პაუზის შემდეგ

“ბარსელონამ” ლა ლიგის 26-ე ტურში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ, ნავსი გატეხა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დიდი ანგარიშით მოიგო. 

მადრიდული გუნდი მაღლა აწეული დაცვით თამაშობდა, რითაც ჩავის შეგირდები კარგად სარგებლობდნენ და სივრცეებს იყენებდნენ. მე-20 წუთზე დავიდ სორიასთან პირისპირ გასულმა რაფინიამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და “ბარსა” დააწინაურა. 

მეორე ნახევარში “ბარსელონამ” კიდევ 3 გოლი გაიტანა. 53-ე წუთზე ანდრეას კრისტენსენი შესანიშნავად გაიხსნა და დიდებული ასისტით ჟოაუ ფელიშს მარტივად გაატანინა. მალევე (61′) რაფინია მეკარესთან კვლავ ერთი-ერთზე გავიდა, ბურთი ფრენკი დე იონგს დაუგორა და ნიდერლანდელმაც შეაგდო – ეს “ბარსას” ისტორიაში მე-11 000 გოლია. მატჩის მიწურულს (90+1′) ვიტორ როკეს დარტყმა დავიდ სორიამ მოიგერია, მაგრამ ასხლეტილი ბურთი ფერმინ ლოპესს მიუვიდა, რომელმაც საბოლო ანგარიში, 4-0 დააფიქსირა. 

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რაფინია ბელოლი დასახელდა. ასევე, აღსანიშნავია ტერ შტეგენის პერფორმანსი, რომელსაც 4 სეივი დაუგროვდა, აქედან ერთი კი ძალიან ლამაზი იყო – ომარ ალდერეტეს უძლიერესი დარტყმა გერმანელმა დიდებული ნახტომით შეაჩერა. სოლიდური მატჩი ჰქონდა პაუ კუბარსისაც.

“ბარსელონას” 57 ქულა აქვს და მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ 56-ქულიან “ჟირონას” ამ ტურში ჯერ არ უთამაშია, ისევე, როგორც “რეალ მადრიდს” (62 ქულა). მადრიდული კლუბი ხვალ “სევილიას” დაუპირისპირდება, “ჟირონა” კი 26 თებერვალს “რაიო ვალიეკანოს” შეხვდება. 

“ბარსას” მომდევნო მატჩი 3 მარტს, “სან მამესზე”, ბილბაოს “ატლეტიკთან” ელის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Lasha Tchelidze
    schedule 25 თებ 2024, 14:03
    #12

    ხო შეგძლებიათ?!😏😀

  • PUIOL5
    schedule 25 თებ 2024, 01:40
    #11

    რაფინიას მაზაობაში დაუწერეს 8?

  • Ferran7
    schedule 24 თებ 2024, 23:58
    #10

    ხვალ რეალმა თუ ფრე გააგორა 6ქულა იქნება სხვაობა პლიუს რეალთან გვაქ სათამაშო ასე რომ არაა გამირიცხული ჩემპიონებიც რო გავხდეთ მთავარია სტაბილურობა

  • CHEPE
    schedule 24 თებ 2024, 23:25
    #9

    ყველა ასე რომ გვეთამაშოს ხოლმე არაა?? კადიზმა გაამართლა 12 აფსაითი აიკიდა ბარსამ მაგრამ მაინც მოვუგეთ და ხეტაფესთან ვაფშე საკაიფოდ დაჯდა ეგ დაცვა ყველა მასე რომ იყოს კაი სანახაობაც იქნებოდა

  • Rick Sanchez
    schedule 24 თებ 2024, 23:17
    #8

    რაფინიას ცოტა რომ ეყოჩაღა 6გოლს შეაგდებნენ ჩვეულებრივად.

  • nika 54
    schedule 24 თებ 2024, 22:35
    #7

    ძალიან შეცდა ხეტაფე, რო ბარსასთან გახსნილი თამაში მოინდომა. ცოტა მეტი სიზუსტე რო ქონოდა რაფინიას 4 კი არა მინიმუმ 6 უნდა გაგვეტანა.
    ჩავი ხო არ დარდობს, რა მეჩქარებოდა გადადგომაზე რო განვაცხადეო. ალბათ არ ელოდა რო ბარსა ასე მოუმატებდა.

  • geobcn33
    schedule 24 თებ 2024, 22:21
    #6

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე
    აი ესენირო სტაბილურად თამაშობდნენ არ იქნება არსაიდან ჩამოსაწერი გუნდი და ვაფშე კანფეტ კიდე რო გაძლიერდეს შემადგენლობა

    გეთანხმები ძმაო🔵🔴

  • Magician
    schedule 24 თებ 2024, 22:20
    #5

    იმედი მაქვს, ეს მოგება გუნდს თავდაჯერებას შეჰმატებს და შემდეგ თამაშებში უკეთესად ითამაშებენ – ლა ლიგაში "რეალი" საკმაოდ წინ არის, მაგრამ ბოლომდე უნდა იბრძოლონ და მათ მოდუნების საშუალება არ მისცენ.

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 24 თებ 2024, 22:16
    #4

    აი ესენირო სტაბილურად თამაშობდნენ არ იქნება არსაიდან ჩამოსაწერი გუნდი და ვაფშე კანფეტ კიდე რო გაძლიერდეს შემადგენლობა

  • sandro89
    schedule 24 თებ 2024, 22:09
    #3

    დღეს კარგად ითამაშეს ესე გაგრძელეთ barca-4

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 24 თებ 2024, 21:41
    #2

    ციტატა: Barca for life
    აი წარმოდგენაც არ მინდა წესიერი მწვრთნელის ხელში, მაგარ საყრდენთან და მარცხენა ვინგერთან ერთად ამათ რეების გაკეთება შეუძლიათ.
    ასე მგონია თავიანთი შესაძლებლობების 5%საც ვერ აჩვენებენ თამაშების უმეტესობაში და დაახლოებით 10 მატჩის ინტერვალით ერთ კარგ თამაშს ატარებენ ხოლმე, ამის წინა ბეტისთან იყო, იმის წინა ატლესთან, იმის წინა კლასიკო და ასე…
    სტაბილურობა და სიმსუბუქე აკლია გუნდს, პლუს ფიზმომზადება, ინტელექტი და გააზრებული თამაში. დღეს ამის 50% ასე თუ ისე აჩვენეს და პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ უფრო მეტიც შეუძლიათ, უბრალოდ მარილი აკლიათ და მგონია რომ პირველ რიგში ეგ მარილი მწვრთნელია.

    Plus erti flangis mcveli uechvelad,canselo arasaimedoa.sxvebi verc brwyinaven. Es sami transferi magari mwvrtnelis xelshi mkvlel gunds mogvcemda

  • Barca for life
    schedule 24 თებ 2024, 21:36
    #1