“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა და “ლა მასიას” აღზრდილმა, ჟერარ დეულოფეუმ, შესაძლოა, კარიერა 30 წლისამ დაასრულოს. მიზეზი გაუთავებელი ტრავმებია. ფეხბურთელის განცხადებით,
თვეებია, ვიცი, რომ შეიძლება, ვეღარასოდეს ვითამაშო. დიდი ხანია, აღარ შემიძლია, ვაკეთო ის, რაც მიყვარს. წელიწადზე მეტია, არ მითამაშია. ბევრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ მძიმე განსაცდელის წინაშე ვარ. ვერც წარმოიდგენთ, ახლა რას ვგრძნობ. ყველა გზით ვცდილობ გამოჯანმრთელებას, თუმცა უკვე შევეგუე იმას, რომ, შესაძლოა, ვერასოდეს შევძლო დაბრუნება.
2020 წელს ტრავმა მივიღე, ჩემი მუხლი ძალიან დაზიანებული იყო, თუმცა დაბრუნება შევძელი. თუმცა ამის შემდეგ დაზიანება კიდევ მივიღე და უკვე მესამე ჯერზე სიტუაცია გართულდა. ბევრის თქმა, კლუბთან შეთანხმებიდან გამომდინარე, არ შემიძლია, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს ნამდვილი განსაცდელია. წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, თუ რა ხდება ახლა ჩემს თავს.
გამოჯანმრთელებას ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ უკვე ვემზადები პოსტ-კარიერული ეტაპისთვის.
დეულოფეუ ამჟამად “უდინეზეში” თამაშობს. მას იტალიაში არაჩვეულებრივი დასაწყისი ჰქონდა, სეზონსა და მის ნახევარში 16 გოლი გაიტანა და 12 ასისტიც გააკეთა. მაგრამ 2023 წლის იანვარში ესპანელმა ტრავმა მიიღო.
ჟერარ დეულოფეუ მატჩში 30 წლის ხდება. იგი “ბარსელონაში” 2003-15 და შემდეგ 2017-18 წლებში ირიცხებოდა. პირველ გუნდში 23-ჯერ იასპარეზა და 4 გოლში მიიღო მონაწილეობა. მას ლეო მესის, ანდრეს ინიესტასა და კარლეს პუიოლის გვერდით უთამაშია.
კლასიკოზე კარგად გამოსდიოდა თამაში.
ერთ დროს უდიდესი ტალანტი
ძალიან მეცოდება ასეთი მძიმე ტრავმების გამო…
ამან მესამედ გაიწყვიტა ჯვარედინები. ხალხი ერთხელ გაიწყვეტს და ვერ ბრუნდებიან და ეს ორჯერ დაბრუნდა და აჰა მესამედ კიდე გაიწყვიტა. ტეხავს. ერთ დროს მაგარი ტალანტის მქონე ახალგაზრდა იყო, ბოიანის მერე ალბათ ეს იყო მაგარი ტალანტი.