ილქაი გიუნდოგანმა “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
სამართლიანი შედეგი მივიღეთ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ამ რეზულტატს ვიღებთ. შევეცდებით, განმეორებით მატჩში ყველაფერი გამოვასწოროთ.
შიდა ჩემპიონატში არსებული ვითარების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია.
ლევანდოვსკი და ოსიმენი კარგი შემტევები არიან და იციან, გოლი როგორ გაიტანონ. რობერტი ჩვენი გუნდის ტაქტიკურ გეგმაში ჯდება, ოსიმენმა კი იცის, მცველებს როგორ გაექცეს.




შენ ძაან კარგი ხარ ილქაი, დანარჩენები ვერ მოგყვებიან დონეში აშკარად.
ოსიმენმა კი იცის, მცველებს როგორ გაექცეს.
არა და რა გაქცევა, ოსიმენი არც განძრეულა ისე წაიქცა ინიგო, გეგონება ცელი გამოუსვესო ფეხებში.
ამ სეზონში საუკეთესოა გიუნდოგანიი ჩვენს გუნდშიი🙏🏻