workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ნაპოლი 1-1 ბარსელონა | ნეაპოლში გამართული მატჩი ფრედ დასრულდა

ნაპოლი 1-1 ბარსელონა | ნეაპოლში გამართული მატჩი ფრედ დასრულდა

“ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გამართული შეხვედრა 1-1 დასრულდა. 

“ბარსამ” პირველ ტაიმში კარში 3-ჯერ დაარტყა და მეტოქეს აჯობა, მაგრამ ვერ გაიტანა. “ბარსელონამ” “ნაპოლის” პირველ 45 წუთში კარში არ დაარტყმევინა, რაც, OptaJose-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგაზე 2016 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა – მაშინ “ბლაუგრანას” კარში დარტყმა “გლადბახს” არ ჰქონდა. ფლეიოფში კი ბოლოს იდენტური სტატისტიკა 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როცა “ბარსელონას” კარში “რეალ მადრიდმა” ვერ დაარტყა.

ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა: მე-60 წუთზე პედრის პასის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და კატალონიელები დაწინაურდნენ.

მიუხედავად ამისა, “ბარსელონამ” უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 75-ე წუთზე მასპინძელთა ნიგერიელმა შემტევმა, ვიქტორ ოსიმენმა ორთაბრძოლაში ინიგო მარტინესს აჯობა, ტერ შტეგენთან პირისპირ დარჩა და წონასწორობა აღადგინა. 

განმეორებითი მატჩი 12 მარტს, ბარსელონაში გაიმართება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 22 თებ 2024, 20:36

    გუნდი გაგდებული გყავს ფეხქვეშ და იმის მაგივრად დროზე მეორეც მიაყოლო რო მოუკლა ინტრიგა მეტოქეს შანსებს აძლევ?

  • JustBarcaLover
    schedule 22 თებ 2024, 01:06

    ციტატა: Rick Sanchez
    პირველ ტაიმში გაეტანათ და ყველაფერი კარგად წავიდოდა.


    რა აზრი აქვს ბარსამ სულ რო ხუთი გოლი შეაგდოს ჩავი ისეთებს იზამს დაგვიქამბექებენ

  • Rick Sanchez
    schedule 22 თებ 2024, 00:53

    პირველ ტაიმში გაეტანათ და ყველაფერი კარგად წავიდოდა.